ოზურგეთის N2 საჯარო სკოლის მეათე კლასის მოსწავლეს მანდატურმა პნევმატური იარაღი უპოვა. ოზურგეთის მეორე სკოლის დირექტორის ფატი სიორიძის ინფორმაციით,აღნიშნული ფაქტის შემდეგ მან მშობელი გამოიძახა სკოლაში, რის შემდეგაც არასრულწლოვანს პოლიციამ იარაღი ჩამოართვა.
დირექტორმის ინფორმაციით, შემთხვევა 22 იანვარს მოხდა.
„საქართველო და მსოფლიოს“ შინაგან საქმეთა სამინისტროს პრესსამსახურში განუცხადეს, რომ აღნიშნული საქმეზე მოკვლევა, მომართვის საფუძველზე მიმდინარეობს, თუმცა სხვა დეტალები უცნობია.
განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ინფორმაციით, 2017-2018 სასწავლო წლის პირველ სემესტრში (სექტემბერი-დეკემბერი), მანდატურების მიერ პირადი გასინჯვისას, 1242 სხვადასხვა დასახელების სკოლაში ამოღებულია 94 მაღალი რისკის აკრძალული ნივთი – დანა, კასტეტი, მჩხვლეტავი და ბლაგვი საგნები, ასევე აკრძალული ნივთები საახალწო პიტარდა, ბანქო,ალკოჰოლი, თამბაქო, სანთებელა, ელექტროშოკი, ელექტროსიგარეტი.