Home რუბრიკები ეკონომიკა ნავთობის ფასმა დაიწია

ნავთობის ფასმა დაიწია

„როიტერის“ ინფორმაციით, მსოფლიოში ნავთობის ფასები ბოლო ვაჭრობის შედეგად შემცირდა.

ლონდონში, InterContinental Exchange Futures-ზე Brent ტიპის ნავთობის ფასი ბარელზე 0,05 აშშ დოლარით შემცირდა და 110,44 აშშ დოლარი შეადგინა. ნიუ-იორკში, New York Mercantile Exchange-ზე Light Sweet ტიპის ნავთობის ფასი ბარელზე 2,5 აშშ დოლარით 83,95 აშშ დოლარამდე შემცირდა.
ამ ინფორმაციის კვალდაკვალ საქართველოს ნავთობპროდუქტების იმპორტიორთა კავშირმა  გაავრცელა ინფორმაცია იმის შესახებ, რომ 2011 წლის ზაფხულის განმავლობაში საქართველოში 231 129 641 კგ ბენზინისა და დიზელის საწვავის იმპორტი განხორციელდა, რაც 21 976 648 კგ–ით მეტია გასული წლის ანალოგიური პერიოდის მონაცემთან შედარებით.
რაკი იმპორტი ნავთობის გაიაფებამდე განხორციელდა, ქართველი მომხმარებელი საწვავზე ფასების შემცირებას არ უნდა ელოდოს.

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here