Home რუბრიკები ეკონომიკა “გლეხი მიწას ვეღარ იყიდის, მიწის ყიდვა-გაყიდვა მხოლოდ ბანკებსა და ონლაინსესხების ორგანიზაციებს შეუძლიათ”

“გლეხი მიწას ვეღარ იყიდის, მიწის ყიდვა-გაყიდვა მხოლოდ ბანკებსა და ონლაინსესხების ორგანიზაციებს შეუძლიათ”

მიწა

საქართველოს კონსტიტუციაშიშესატან ცვლილებებს დიდი ხმაური მოჰყვა პოლიტიკურ სპექტრში. როგორც კონსტიტუციაში, ასევე, ორგანულ კანონშისასოფლოსამეურნეო დანიშნულების მიწის საკუთრების შესახებშესატან ცვლილებებში განსაკუთრებულ ყურადღებასმიწის საკითხიიპყრობს.

“აღსანიშნავია, რომ “საქართველოს კონსტიტუციაში ცვლილების შეტანის შესახებ” საქართველოს კანონის პროექტი, რომელიც საქართველოს პარლამენტის მიერ უკვე მიღებულია ორი მოსმენით, მიწას განსაკუთრებული მნიშვნელობის სახელმწიფო რესურსად აღიარებს და მისი დაცვის მაღალ სტანდარტებს ადგენს. აქედან გამომდინარე, კონსტიტუციის კანონის პროექტის თანახმად, სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწაზე საკუთრების უფლების რეგულირება გათვალისწინებული იქნება ორგანული კანონით. შესაბამისად, სწორედ ამ ორგანულ კანონში უნდა იქნეს გაწერილი ის საგამონაკლისო შემთხვევები, რომლებიც დღეს მოქმედი მორატორიუმით არ არის გათვალისწინებული. თუმცა, ორგანული კანონის ამოქმედებამდე, გარდამავალ ეტაპზე, სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთზე საკუთრების უფლების მოპოვების ზოგიერთი საკითხი საჭიროებს მყისიერ მოწესრიგებას. აღნიშნული, ერთი მხრივ, ხელს შეუწყობს პრაქტიკაში წარმოშობილ ობიექტური შემთხვევების სამართლიან გადაწყვეტას, ხოლო, მეორე მხრივ, დააზღვევს იმ საფრთხეებს, რაც გარდამავალ ეტაპზე მიწის გასხვისების დროს შეიძლება შეიქმნას”, _ განმარტავენ კანონმდებლები.

კანონპროექტის მიზანი

კანონპროექტის მომზადების მიზანია “სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების

მიწის საკუთრების შესახებ” საქართველოს კანონში ისეთი ობიექტური შემთხვევების გათვალისწინება, როდესაც საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ კომერციულ ბანკებს, მათი საქმიანობის სპეციფიკიდან გამომდინარე, გამონაკლისის სახით და საბანკო საქმიანობის ფარგლებში განსაზღვრული პირობით, გარდამავალ ეტაპზე მიენიჭებათ სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთზე საკუთრების შეძენის ლეგიტიმური უფლებამოსილება.

როგორც ჩანს, აღნიშნული კანონის თანახმად, ნაცვლად იმისა, რომ ქართული მიწის მეპატრონე ყოფილიყო მხოლოდ ქართველი, მიწის მეპატრონეები იქნებიან საქართველოში არსებული უცხოური ბანკები.

ბექა ვარდოსანიძე
ბექა ვარდოსანიძე

სესხის გაცემის სანაცვლოდ, მიწაა ჩადებული და, შესაბამისად, ადამიანს, რომელიც ვალს ვერ იხდის, ბანკი მიწას გაუყიდის

ბექა ვარდოსანიძე, “ქართული მიწის დაცვისკომიტეტის წევრი:        

_ ჩვენ კატეგორიულად მოვითხოვდით, რომ ჩაეწერათ “ქართული მიწა არ გაიყიდება” და მაგალითად მოგვყავდა უცხო ქვეყნები. მაგალითად, პოლონეთის კონსტიტუციაში წერია, რომ არა მხოლოდ სასოფლო-სამეურნეო მიწა, არამედ არ გაიყიდება ტყე, მთა, მდინარე, წყალი… ხელისუფლება წინააღმდეგობას გვიწევდა, განსაკუთრებით პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე იყო წინააღმდეგი, არ ჩაწერილიყო ფრაზა, რომლის მიხედვითაც, მიწის გაყიდვა კატეგორიულად აიკრძალებოდა უცხოელებზე. ჩვენ მიზანს მივაღწიეთ და კონსტიტუციაში ჩაიწერა: “ქართული მიწა უცხოელებზე არ გაიყიდება”, მაგრამ კონსტიტუცია ჯერ ხელმოწერილი არ არის. მორატორიუმი გამოცხადდა, მაგრამ ფარულად მაინც მიმდინარეობდა “მიწის კანონში” ცვლილებების შეტანა.

გაირკვა, რომ მორატორიუმი არ ვრცელდება ბანკებსა და ონლაინსესხების ორგანიზაციებზე. საქართველოს ბაზარზე ფიგურირებს 16 ბანკი, მათგან 15-ის კაპიტალი უცხოურია. ამ ბანკებს უდიდესი მოგება აქვთ, მათ შორის, მიწიდანაც.

_ “კანონპროექტის მომზადების მიზანია, “სასოფლოსამეურნეო დანიშნულების მიწის საკუთრების შესახებსაქართველოს კანონში ისეთი ობიექტური შემთხვევების გათვალისწინება, როდესაც კომერციულ ბანკებს, მათი საქმიანობის სპეციფიკიდან გამომდინარე, გამონაკლისის სახით და საბანკო საქმიანობის ფარგლებში განსაზღვრული პირობით, გარდამავალ ეტაპზე მიენიჭებათ სასოფლოსამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთზე საკუთრების შეძენის ლეგიტიმური უფლებამოსილება…” _ წერია კანონში მიწის საკუთრები შესახებ. ეს რას ნიშნავს?

_ გაურკვეველი და საეჭვო სწორედ ეს პუნქტია, რომელზეც განმარტებას ითხოვს საზოგადოება და პასუხი არ არის. რა “გამონაკლისზეა” საუბარი და ვის აქვს “საკუთრების შეძენის ლეგიტიმური უფლებამოსილება”? ბანკების საქმიანობა ძალიან საეჭვოა. ვადაგადაცილებულმა სესხებმა აგვისტოს ბოლოს 2 მილიონს გადააჭარბა, დღეს სესხების საერთო ოდენობა 400 მილიონზეა ასული, ეს ნიშნავს, რომ დაჯარიმებულია მოსახლეობა და ბანკის მოვალეა. აქედან გამომდინარე, ბანკისთვის მინიჭება უფლებისა, რომ მიწის გაყიდვა შეუძლია, დაუშვებელია.

სესხის გაცემის სანაცვლოდ, მიწაა ჩადებული და, შესაბამისად, ადამიანს, რომელიც ვალს ვერ იხდის, ბანკი მიწას გაუყიდის. ბანკებს მორატორიუმი არ ეხება. “ვარდების რევოლუციის” შემდეგ მიწების გასხვისება დაიწყო უმოწყალოდ, ამ ცოდვაში ბანკებმაც შეიტანეს წვლილი…

მიწები გადაეცემათ ვითომ ინვესტორებს, არადა, არანაირი ინვესტიცია არ არის, მათ მხოლოდ ცხოვრების უფლება აქვთ. ანალოგიურს აპირებს ახლა საინვესტიციო ფონდის ხელმძღვანელი დავით საგანელიძე. ის ამბობს, რომ ჩინელი ინვესტორები უნდა მოიზიდოს და გურიის მიწები გადასცეს ჩაის მოსაყვანად, მაგრამ მათ ცხოვრების უფლებაც ექნებათ. უცხოელებისთვის ცხოვრების უფლების მიცემა ქვეყნის დემოგრაფიულ ვითარებაზე აისახება, მაგრამ არ აისახება ქვეყნის ბიუჯეტზე. მორატორიუმის გამოცხადებამდე წეროვანში მიწის უზარმაზარი ფართობები მიჰყიდეს არაბებს ბინადრობის უფლებით. ანალოგიური რამ მოხდა კუმისშიც და ყველა ამ შემთხვევაზე ხელისუფლება ამბობს, რომ ინვესტორები მოიზიდეს. არადა, ადგილობრივი მოსახლეობა დარწმუნებულია, რომ ეს ე.წ. ინვესტორები იქ სახლდებიან…

_ დავუშვათ, მიწის შესყიდვა სურს გლეხს. მას შეუძლია შეიძინოს მისი ნაკვეთის გვერდით მდებარე მიწის ნაკვეთი?

_ არა, გლეხი მიწას ასე იოლად ვერ იყიდის. კანონის თანახმად, მან გარკვეული საბუთები უნდა წარადგინოს პარლამენტსა და მთავრობაში და იქ მიიღებენ გადაწყვეტილებას. მიწის ყიდვა და გაყიდვა მხოლოდ ბანკებსა და ონლაინსესხების ორგანიზაციებს შეუძლიათ. გლეხს მხოლოდ პარლამენტისა და მთავრობის დასტურით შეუძლია შეიძინოს მიწა და ისიც განსაკუთრებულ შემთხვევვაში, მაგრამ, “განსაკუთრებული შემთხვევარა არის, არავინ იცის.

კანონი დამაბნეველი და საეჭვოა, რადგან მთავრობა ძალიან ჩქარობს კანონპროექტის დაკანონებას. როგორც ჩანს, ეძებენ გზებს, როგორ მიჰყიდონ უცხოელებს მიწა. სხვა რა უნდა იფიქრო, როდესაც კონსტიტუციაში წერ “ქართული მიწა უცხოელებზე არ გაიყიდება” და, ამასთანავე, ორგანულ კანონში შეგაქვს ცვლილება და მიწის ყიდვა-გაყიდვის უფლებას საქართველოში მოქმედ უცხოურ ბანკებს აძლევ?

ხანძრების გაჩენაც იწვევს ეჭვს. რამდენიმე თვის წინათ ევროკავშირმა 2008 წლის აგვისტოს ომის შემდეგ დაზიანებული ტერიტორიების სარეაბილიტაციოდ გამოყო თანხები, ცეცხლი კი ზუსტად ამ ადგილებში გაჩნდაალბათ, თანხები გასაწერი იყო. ეს ფაქტი საზოგადოებაში ეჭვს იწვევს

ასე რომ, ხელისუფლების სიჩქარე, დაბნეულობა, ბანკებისთვის უპირატესობის მინიჭება შეკითხვებს აჩენს, პასუხები კი არ არის… მიწა ჩვენია, ქართველ ხალხს ეკუთვნის და ყველა ვალდებული ვართ, დავიცვათ ის. ქართული მიწის არ ერთი გოჯი არ უნდა ჩაუვარდეს უცხოელს ხელში.

პაატა კოღუაშვილი
პაატა კოღუაშვილი

მთავრობა ხალხს ატყუებს და ქვეყანას მტრობს!”

პაატა კოღუაშვილი, აკადემიკოსი:

_ 2017 წლის 26 ივლისს სახელმწიფომ გამოაცხადა მორატორიუმი სასოფლო-სამეურნეო მიწის უცხოელებისთვის მიყიდვაზე და უცებ, აგერ, სექტემბერში მორატორიუმში შეიტანეს ცვლილებები, რომელთა თანახმად, ბანკებსა და მიკროსაფინანსო ორგანიზაციებს შეუძლიათ მიწის გაყიდვა. აცხადებ მორატორიუმს და შემდეგ მასში შეგაქვს ცვლილება, ასეთი პრეცედენტი მსოფლიოში არ არსებობს. მსოფლიომ არ იცის შემთხვევა, როდესაც ბანკსა და მიკროსაფინასო ორგანიზაციებს გირავნობაში აღებული მიწა გაეყიდოს. გირავნობა არ არის საფუძველი იმისა, რომ ბანკმა აიღოს საკუთრებაში მიწა და გაყიდოს.

ეს მიუთითებს იმაზე, რომ მთავრობა ხალხს ატყუებს და ქვეყანას მტრობს. ივლისში ხალხმა დიდი ამბავი ატეხა და შეშინებულმა მთავრობამ მორატორიუმი გამოაცხადა, ახლა კი შეცვალა. ცვლილების შესახებ რომ შევიტყვე, მაშინვე დავრეკე ყველასთან, ვისაც ამ სფეროში სიტყვა ეთქმოდა, და გავამზადეთ წერილი პარლამენტში გასაგზავნად. ხელი მოაწერეს _ აკადემიკოსებმა: გოგოლა მარგველაშვილმა, გიგა ბათიაშვილმა, გიზო ურუშაძემ, პროფესორებმა: ანზორ მესხიშვილმა, ჯუმბერ ფაჩულიძემ, ბადრი რამიშვილმა, მიხეილ ჯიბუტმა. პრემიერმა კვირიკაშვილმა გვიპასუხა, _ მიწა გაიყიდება მხოლოდ საქართველოს მოქალაქეებზეო. პროექტში ეწერა ფრაზა: კანონმდებლობით განსაზღვრულ უფლებამოსილ პირს”. კანონმდებლობით განსაზღვრული უფლებამოსილი პირი, “მიწის კანონიდანგამომდინარე, არის, როგორც საქართველოს, ისე უცხო ქვეყნის მოქალაქე იურიდიული და კერძო პირი, ანუ კანონმდებლები გვატყუებდნენ.

ვთხოვე კვირიკაშვილს, შეეკრიბა ყველა “ბანკირი” და მათ აესხნათ, არის თუ არა გირავნობა საფუძველი იმისა, რომ მიწა გადაიტანო საკუთრებაში და გაყიდო. კანონით, მიწას ორი წლის ვადით აძლევენ, ანუ იმ ვადით, რომელიც კონსტიტუციას ძალაში შესასვლელად სჭირდება. ამ ხელისუფლების ნდობა არ შეიძლება.

_ ბატონო პაატა, შეუძლია თუ არა გლეხს გაყიდოს ან იყიდოს მიწა?

_ არა, მიწის ყიდვა-გაყიდვა არ შეუძლია არავის. მორატორიუმია გამოცხადებული სასოფლო-სამეურნეო მიწის ნაკვეთებზე და ამ პირობებში ვერავინ ვერაფერს იყიდის და გაყიდის, გარდა ბანკისა. ამაში შედის საძოვარი, სათიბიც და სახნავიც…

2005 წლის შემდეგ ქვეყანას არ გაუკეთებია მიწის ბალანსი, არ არსებობს მიწათმოწყობის სისტემა, ქვეყანამ არ იცის სასოფლო-სამეურნეო სავარგულების ოდენობა სახეობების მიხედვით, არ იცის სასოფლო-სამეურნეო მიწის რაოდენობა მესაკუთრეობის მიხედვით, არ ვიცით, რომელი სასოფლო-სამეურნეო კულტურებია _ ეს წარმოუდგენელია! მსოფლიოში არ არსებობს ქვეყანა, რომელიც მიწას არ აღრიცხავს და ყოველწლიურად მიწის ბალანსს არ აწარმოებს. არადა, ჩვენ მიწის მეტი არაფერი გაგვაჩნია.

_ დაიკანონებენ თუ არა გლეხები წინაპართა მიწებს, რომელსაც უკვე ამუშავებენ და ჯერ გაფორმებული არ აქვთ?

_ ახლა, მორატორიუმის პირობებში, კიდევ ვიმეორებ: ვერავინ ვერაფერს შეიძენს და დაიკანონებს. მორატორიუმი გრძელდება კონსტიტუციის მიღებამდე. ამიტომაც შეაქვთ ცვლილება მორატორიუმში და ყველაფერი გაწერილია ორ წელიწადზე.

ეს ხელისუფლება სანდო არ არის!

მოამზადა ეკა ნასყიდაშვილმა

P.S. არ გვინდოდა, მასალა ოფიციოზის კომენტარის გარეშე დაბეჭდილიყო და ამიტომ იურიდიულ საკითხთა საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარე ეკა ბესელიას დავუკავშირდით, მაგრამ მან ამ საკითხზე საუბარს თავი აარიდა

1 COMMENT

  1. ვგრძნობ დიდ საფრთხეს. ვერაგობის, სიცრუის, სიყალბის, სიხარბისა და გაუმაძღრობის არნახული ზეიმია. ქვეყანას მართავს მარიონეტების ჩამყაყებული კრებული. წინა ხელისუფლება და ვერც ეს ხელისუფლება ქვეყანას კრიზისიდან ვერ გამოიყვანს. არ ვიცი რა გვიშველის. ვგრძნობ რომ ერის გაერთიანებაა საჭირო! ვინ ან რა გაართიანებს ჩვენ ერს?

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here