Home რუბრიკები პოლიტიკა მგუდავი ბიძინა და მცოცავი ოკუპაცია

მგუდავი ბიძინა და მცოცავი ოკუპაცია

კარიკატურა

პატარძალი თამაშთამაშ რომ დაორსულდა _ ეს ამბავი ჩვენმა წინაპრებმა მრავალი საუკუნის წინათ იცოდნენ. ეს ცნობილი ქართული ანდაზა ახალ ქართულ რეალობაში, თუ დავაკვირდებით, ძალიან აქტუალურია და ბევრი მიმართულებით იჩენს თავს. მაგალითად, თამაშთამაშ გვიპყრობს რუსეთი, რომელსაც ეს, რა თქმა უნდა, ერთბაშადაც შეუძლია და ნამდვილად არ ეშინია არანაირისაერთაშორისო თანამეგობრობის”.

მთლიანად საქართველოს ანექსია რუსეთმა უკვე სცადა ორიოდე საკუნის წინათ და შედეგი მისთვის ისეთი არასახარბიელო გამოდგა, რომ აღარ მგონია, მსგავსი შეცდომა გაიმეოროს. მანამდე დანაკუწებული “საქართველოები”, რუსეთის მიერ დაპყრობამ, ფაქტობრივად, კვლავ გააერთიანა, მთლიან საქართველოდ აღადგინა და ისევ და ისევ რუსეთს დაუპირისპირა. ხოლო საქართველოსგან მოწყვეტილი “მცირე საქართველო”, ანუ კლარჯეთი, ლაზეთი და სხვა ძირძველი ქართული მიწები, რომლებიც იმდროინდელი სამხედრო პერიპეტიების შედეგად თურქეთმა დაინარჩუნა, დღეს აღიარებული თურქული ტერიტორიაა, მასზე საქართველოს პრეტენზია არ აქვს, იქ მცხოვრები ქართველები რჯულშეცვლილები, მენტალობაშეცვლილები, ენაშეცვლილები არიან დაგურჯისა”, მხოლოდ სახელიღა აქვთ შერჩენილი. თურქეთს საქართველოს ოფიციალური წრეებიისტორიულ მეგობრად და მოკავშირედაღიქვამენ, ხოლო რუსეთს პირველ მტრად, ოკუპანტად და იმ სახელმწიფოდ, რომელთანაც, უბრალოდ, მოლაპარაკებაც კი სამშობლოს ღალატი და დანაშაულია.

ლოგიკა ასეთია: სახელმწიფო, რომელმაც წაიღო საქართველოს ტერიტორიის ნაწილი 100 წლის წინათ, აკრძალა ამ ტერიტორიაზე ქართული ენა, გააპარტახა ეკლესიები, აიძულა მოსახლეობა, შეეცვალა რელიგია და მიტაცებული ქართული ტერიტორია საკუთარ ტერიტორიად გამოაცხადა, 100 წლის შემდეგ არის საქართველოსისტორიული მეგობარი”, “სტრატეგიული პარტნიორიდამოკავშირე”; ხოლო სახელმწიფო, რომლის სტრატეგიულმა სამხედრო და თუნდაც იმპერიალისტურმა მისწრაფებებმა ჩვენს ტერიტორიაზე გამოიწვია დანაწევრებული საქართველოს გაერთიანება, არ მოუთხოვია მოსახლეობისთვის რელიგიის შეცვლა, ხოლო ეკლესია-მონასტრებს ბოლშევიკური მმართველობის მხოლოდ პირველ წლებში ანგრევდა, შემდეგ კი მათ სახელმწიფოს სპეციალური სამსახურები იცავდა და უფრთხილდებოდა, გამოცხადდა ნომერ პირველ მტრად.

რაც მთავარია, რუსეთის მიერ დაპყრობილ ტერიტორიაზე არ აკრძალულა მშობლიურ ენაზე საუბარი. ახლა ვინმე იტყვის _ ამის მცდელობა ხომ იყოო, მაგრამ მცდელობა და შესრულება სხვადასხვაა! და ისიც გასათვალისწინებელია, რომ რუსეთთან ჩვენ ჩვენი ყოველთვის გაგვქონდა, სხვა მტრებთან, თუნდაც იმავე თურქეთისგან განსხვავებით.

ამის შემდეგ, მოიძებნებიან ადამიანები, რომლებიც გამოთქვამენ გულისწყრომას _ რატომ წაგვართვა რუსეთმა აფხაზეთისა და ე.წ. სამხრეთ ოსეთის ტერიტორიები? არადა, პასუხი უმარტივესია: თუკი ქართველები 100 წლის წინათ ტერიტორიების წამრთმევ, დამანგრეველ და გამანადგურებელ სახელმწიფოებს 100 წლის შემდეგ “ისტორიულ მეგობრებად” ვაცხადებთ, მაშინ რუსეთიც მიიერთებს იმ ტერიტორიებს, რომლებიც მისთვის სტრატეგიულად უმნიშვნელოვანესია, და დაელოდება 100 წლის ჩავლას. შემდეგ კი ისიც ჩვენი “უერთგულესი მეგობარი” იქნება თურქეთივით.

აი ასე და ამიტომ, ამგვარად “მოცოცავს” რუსეთი საქართველოს იმ ტერიტორიებისკენ, რომლებიც მის უმნიშვნელოვანეს სტრატეგიულ ინტერესებში შედის.

რას ვუპირისპირებთ ჩვენ, ანუ საქართველოს სახელმწიფომცოცავ რუსეთს”? _ ვერაფერს, გარდამხოხავი ამერიკისა”. დიახ, ამ დღეებში ფოთიდან თბილისისკენ ამერიკის შეერთებული შტატების სამხედრო ძალების კუთვნილი ტანკებისგადმოხოხებაქართველი საზოგადოების ნაწილმა დიდი ზარზეიმით აღნიშნა და მეტიც, ზოგმა ტვინდაზიანებულმა ქართველმა ესსაბოლოო გამარჯვებადაცკი აღიქვა.

“აჰა! ახლა კიდევ იტყვით, ამერიკა მხოლოდ შეშფოთებას გამოხატავს და პამპერსებს გვიგზავნისო? ფოთიდან თბილისისკენ ამერიკული ტანკები დაიძრნენ!” _ გახარებული გვამცნობს ერთი ქართველი ფეისბუქმომხმარებელი.

“დიახ! ამერიკული დროშების ფრიალით, ამერიკულმა ტანკებმა ცხვირწინ, სულ რაღაც 500 მეტრში, ჩაუარეს რუსულ ჯარებს, რომლებიც საქართველოს ტერიტორიაზე არიან შემოჭრილი!” _ სიხარულისგან გიჟდება მეორე ქართველი ფეისბუქმომხმარებელი.

საუბარია საქართველოში დაწყებულ ნატოს სამხედრო წვრთნებზე, რომელიც საქართველოს მოქალაქეთა ნაწილს რატომღაც მართლა “დიად გამარჯვებად” მიაჩნია.

არადა, თუკი დღეს ამერიკულმა ტანკებმა ამერიკის დროშების ფრიალით 500 მეტრში ჩაუარეს რუსულ არმიას, იცით კი, რა მოხდება ხვალ, როდესაც რუსული არმია საქართველოს ცენტრალურ ავტომაგისტრალთან 400 მეტრში გადმოიწევს? _ აი მერე მოხდება ის, რომ ამერიკული ტანკები რუსულ არმიას უკვე 400 მეტრში ჩაუვლიან ამაყად!

ხოლო, როდესაც ოკუპანტი ჩვენი ცვენტრალური ავტომაგისტრალიდან უკვე 300 მეტრში იქნება, ჩვენი “დიადი სტრატეგიული” პარტნიორი, მას თავისი ტანკებითა და დროშების ფრიალით 300 მეტრში ჩაუვლის ამაყად. დარწმუნებული ვარ, ამერიკელები საქართველოს გასაჭირში არ მიატოვებენ და ასევე წარმატებით ჩაუვლიან რუსულ არმიას 200 მეტრში, 100 მეტრში და, თქვენ წარმოიდგინეთ, 50 მეტრშიც კი.

აი ასე უპირისპირდება “მხოხავი ამერიკა” “მცოცავ რუსეთს” საქართველოს ტერიტორიაზე და აი ასე, შტერი ბავშვებივით, გვიხარია ჩვენ ყოველივე ეს.

ჩნდება კითხვა: რას მოვითხოვდით და რას მოვითხოვთ რუსეთისგან? აკი რუსეთმა თავის დროზე გასაგებად გვითხრა, რომ იგი ჩვენს მოქმედებებში ხედავდა მცდელობას, მის ტერიტორიასთან უშუალოდ მიგვეახლოვებინა ნატოსა და ამერიკის შეერთებული შტატების შეიარაღებული ძალები, რაშიც რუსეთი მისთვის სასიცოცხლო საფრთხეს ხედავდა და არაფრით დაუშვებდა ამას. “თუნდაც ეს ომის ფასად დაგვიჯდეს!” _ ზუსტად ეს განაცხადა რუსეთის საგარეო უწყების შეფმა სერგეი ლავროვმა იმხანად და დღემდე ვერ ვხვდები, რომელინიღაბიჩამოგლიჯა სააკაშვილმა რუსეთს, რომელიც არასდროს კეთებია?

მიუხედავად ამისა, ქართული მხარე მუდამ დაჟინებით ამტკიცებდა, რომ არ აპირებს, რუსეთს საფრთხე შეუქმნას და არც იმისთვის არის მოწოდებული, რომ საკუთარი ტერიტორია ამერიკულ სამხედრო შენაერთებს დაუთმოს. დღეს კი სხვა სურათს ვხედავთ და რას ვაკეთებთ ამით? ვამართლებთ რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინს? მას უკვე აქვს სათქმელი, მე აფხაზეთისა და ე.წ. სამხრეთ ოსეთის ტერიტორიები ამერიკული სამხედრო ბაზებისაგან დავაზღვიეო. და მას უკვე ვეღარავინ შეეკამათება.

მოდი, კიდევ ერთხელ დავსვათ შეკითხვა და ვუპასუხოთ კიდეც: რას მოვითხოვდით და მოვითხოვთ რუსეთისგან? მისთვის აშკარად საზიანო, საფრთხის შემცველი მოქმედებები შეგვარჩინოს, არაფერი გვიპასუხოს და პირიქით _ გვითხრას, _ უი, რა კაი ბიჭები ხართ, ჩემი პირველი მტერი ჩემი ტერიტორიის უშუალო სიახლოვეს რომ მოგყავთ, მიდით, ბიჭებო, აბა, თქვენ იცითო?

ტლიკინი, რომ “ეს ჩვენი, ქართველების, ტერიტორიაა და იქ, ვისაც გვინდა, იმას შევიყვანთ, ხოლო რუსეთს საერთაშორისო ნორმებით არ აქვს უფლება, ამის გამო ტერიტორიები წაგვართვას და მიიტაცოს”, პირდაპირ გეტყვით და, ცხონებული ბაბუაჩემისა არ იყოს, “გრამაფონშია”! აბა, სცადოს და, დავუშვათ, მექსიკამ თავის ტერიტორიაზე რუსული ტანკები შეიყვანოს! უკვე წართმეულ ტექსასის შტატს, აუცილებლად მიემატება ნახევარი მექსიკა, რომელიც ამერიკის ტერიტორია გახდება “უსაფრთხოების მიზნით”!

მსოფლიოზე გავლენის მქონე ერთერთი უდიდესი იმპერიის წინააღმდეგსაერთაშორისო სამართლის ნორმებზეაპელირება ძალიან დიდი სისულელეა დადათვისა და ბაბაიასანდაზის აბუჩად აგდებაც სწორედ მის ინტერესში შედის, ვისაცდათვისუკიდურესად გაღიზიანება სურს, რათა ეს გაღიზიანებული დათვი შენ დაგეტაკოს, შენ შეგალიოს ენერგია, ხოლო წამქეზებელი უვნებლად გადარჩეს, თანაცდათვისშესაძლებლობები შენი გაწირვის ხარჯზე კარგად შეაფასოს და აწონდაწონოს.

აი სულ ესაა “მხოხავი ამერიკის” მთელი ფილოსოფია “მცოცავ რუსეთთან” ჭიდილში.

ამ გლობალურ პოლიტიკურ ამბებში, არ მინდა, კიდევ ერთი წმინდა ქართული ამბავი გამომრჩეს _ “მგუდავი ბიძინა”.

როდესაც მიხეილ სააკაშვილს “ბანანის ქერქზე” ფეხი აუცურდება, ბიძინა ივანიშვილის ფანატები ჟვილ-ხივილს ატეხენ ხოლმე _ “აი რას უშვება მგუდავი (“უდავ”) ბიძინა მიშას, ახლაც ვერ ხვდებით, რა მაგარია ივანიშვილი?!”

ასეთი აჟიოტაჟი ატყდა, მაგალითად, რამდენიმე დღის წინათ, როდესაც ცნობილი შეიქნა, რომ უკრაინის ხელისუფლებამ საქართველოს ექსპრეზიდენტს უკრაინის მოქალაქეობა გაუუქმა.

“აი, რას ნიშნავს ბიძინა ივანიშვილი! მოგუდა ნელ-ნელა!” _ აღფრთოვანდნენ და ჭკუიდან გადავიდნენ “ბიძინმადიდებლები”. ყველაზე სასაცილო კი ნიშნისმომგები ტონია მათ მიმართ, ვინც ბიძინა ივანიშვილის “უდავ”-ობას (“მარხჩობელა გველი”) სკეპტიკურად უყურებდა და უყურებს.

“აჰა, ახლაც არ აღიარებთ ბიძინას მაგრობას? ახლა რაღას იტყვით?” _ გვეკითხებიან აჟიტირებული ბიძინისტები.

მშვიდად და ირონიულად ვუპასუხებთ: რას ვიტყვით და იმას, რომ, ჯერ ერთი, უკრაინული პასპორტის ჩამორთმევა დიდი ვერაფერიგამარჯვებაასააკაშვილზე და მეორეც _ როდესაც ქვეყნიდან გაქცეულ, გარემოცვაშემოძარცვულ, ჭკუიდან გადასულ და გაფარჩაკებულ მიშა სააკაშვილს, ლამის 6 წელიწადია, “გუდავ”, უკვე, “უდავიკი არა, კოჭლი კუც აღარ ხარ, ძმაო!

ან საერთოდ, რატომ ამტკიცებენ ბიძინისტები სააკაშვილის ნებისმიერი წაბორძიკებისას, რომ აქ “უდავი-ივანიშვილის” ხელი ურევია? მიშას კუჭი რომ აეშალოს, იმწამს აჟიოტაჟი ატყდება, _ ნახეთ, რა უქნა ბიძინამ! მიშას ქუჩაში დაგდებულ ბანანის ქერქზე რომ აუცდეს ფეხი, ამასაც “უდავის” ოინებად ასაღებს “ქოც-მადიდებელთა” არმია.

ალბათ, ასე 50 წლის შემდეგ, როდესაც მიშა სააკაშვილი ბუნებრივი სიკვდილით გარდაიცვლება, “ქოცების” ფანები ისევ იმას იტყვიან _ აი, ბოლოს და ბოლოს, ხომ მოგუდა მაინც “უდავმა” ბიძინამ, არც ახლა დაიჯერებთო? არადა, იმხანად თვითონ ბიძინა ივანიშვლი კაი 10 წლის გარდაცვლილიც რომ იყოს, ისინი მაინც ამას იტყვიან ჯიუტად.

ზუსტად ისეთი სიჯიუტით, როგორითაც ქართველი საზოგადოების ერთ ნაწილი, 30 წელიწადია, “მცოცავი რუსეთის” წინააღმდეგ “მხოხავი ამერიკის” გამოყენებას უკრავს ტაშს და აღფრთოვანებით ხვდება.

არადა, ერთადერთი, ვინც “მხოხავი ამერიკის” უტიფრობითაც, “მცოცავი რუსეთის” აგრესიულობითაც და “მგუდავი” ბიძინას შტერული ქება-დიდებითაც გამოუსწორებელ ზარალს განიცდის, ისევ და ისევ ჩვენი ბედკრული საქართველოა…

ბაკურ სვანიძე

1 COMMENT

  1. სწორი შეფასებაა, თურქეთს მეგობარი უწოდო და რუსეთს მტერი, ეს დიდი უსამართლობაა. ევრო-ამერიკული იმპერიალიზმის კოლონიად ყოფნა ჯობია, თუ რუსეთის იმპერიის ქვეშევრდომად ყოფნა ჯობდა, აქაც შედარებითობის ფონზე, ეროვნული თვითმყოფადობის შენარჩუნების ფონზე, და ქვეყნის მომავალი ეკონომიური განვითარებისათვის რუსეთი ჯობდა და ჯობია, მაგრამ არსებულ რეალობაში მთლად რუსეთზე მინდობა და დასაბალანსებელი პოლიტიკის ხელიდან გაშვებაც მთლად სახარბიელო ვერ იქნება. ამიტომ ამერიკის კეთილგანწყობა ჩვენთვის აუცილებელია, მით უფრო, ტრამპის ფასეულობების მქონე პრეზიდენტის ამერიკისადმი სიმპატია გამიჩნდა, თუმც ზედაპირულად ჩანს რომ ის ვერ ფლობს სრულად მართვის სადავეებს. რაც შეეხება ბიძინა ივანიშვილის ფაქტორს, იმ ფონზე, როცა გვყავს სრულად გაშიშვლებული გაკოტრებული პოლიტმეძავთა დაჯგუფებები, მისი როლი მნიშვნელოვანია, მათ ფონზე ბევრად რეიტინგულია და ფინანსების გარდა, საკმაოდ ჭკვიანის შთაბეჭდილებებსაც ტოვებს. სასურველი იქნებოდა, თუ დასავლურ ფლანგზე საფუძველს ჩაუყრიდა სოროსის ბუდეში დაფრთიანებულ და აფრენილ პოლიტიკური სპექტრის ჩანაცვლებას დღევანდელ ქართული ოცნების ხელისუფალთა სახით. დანარჩენი სივრცე დაიკავონ ქართული სახელმწიფოებრიობის შექმნის იდეოლოგიურმა ძალებმა. ქართული სახელმწიფოებრივობის შექმნის ძირითადი ფუნდამენტის ენის, მამულის და სარწმუნოების შენარჩუნების სასიცოხლოდ აუცილებელი გარანტია კი რუსეთთან კარგი ურთირთობის დარეგულირებაში დევს. ეს ორჯერ ორი ოთხია, ვისმეს მოსწონს თუ არა. მით უფრო, როცა ამერიკა ჩვენს სამეზობლოში რუსეთთან და ირანთან მტრულ დამოკიდებულებაში იმყოფება, რაც ჩვენთვის დიდი საფრთხის შემცველია. ჩემს სამშობლოს ფარავდეს ღმერთი.

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here