2017 წლის 3 ივლისს ქალაქ ლუცერნში (შვეიცარია) გაიმართა ევროპის ბიზნესასამბლეის დაჯილდოების ცერემონია, რომელზეც კლინიკური მედიცინის სამეცნიერო კვლევითი ინსტიტუტი _ აკადემიკოს ფრიდონ თოდუას სამედიცინო ცენტრი დაჯილდოვდა ევროპის სამედიცინო ასოციაციის, ოქსფორდის ბიზნესის გაერთიანების, სოკრატეს კომიტეტისა და შვეიცარიის ხარისხის ინსტიტუტის უმაღლესი ჯილდოებით _ European Exllenece in Quality და Best Regional Healthcare Provider.
ეს ჯილდოები იმის აღიარებაა, რომ აკად. ფრიდონ თოდუას სამედიცინო ცენტრის სამედიცინო სერვისები ევროპულ სტანდარტებს შეესაბამება. კლინიკა გახდა ევროპის სამედიცინო ასოციაციათა გაერთიანება EBA Global-ის ოფიციალური წევრი და მიენიჭა უფლება, ევროპული ხარისხის სიმბოლიკითა და ევროპის სამედიცინო ასოციაციათა გაერთიანების ლოგოთი ისარგებლოს.
მუდმივი დინამიკა, მუდმივი განახლება, მუდმივი პროგრესი კლინიკური მედიცინის სამეცნიერო კვლევითი ინსტიტუტის სავიზიტო ბარათია.