Home რუბრიკები ეკონომიკა 2017 წელს საქართველოსა და რუსეთს შორის სავაჭრო ბრუნვამ 33%-ით მოიმატა

2017 წელს საქართველოსა და რუსეთს შორის სავაჭრო ბრუნვამ 33%-ით მოიმატა

საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, მიმდინარე წლის იანვარ-აპრილში საქართველოსა და რუსეთს შორის სავაჭრო ბრუნვამ 2016 წლის ანალოგიურ მაჩვენებელთან შედარებით 33,3%-ით მოიმატა და 341 მლნ დოლარი შეადგინა.


საქართველოში წარმოებული საქონლის ექსპორტმა რუსეთში 2,3-ჯერ მოიმატა და 125,2 მლნ-ს მიაღწია, რაც განპირობებული იყო რუსეთის ბაზრისთვის ფეროშენადნობის, ღვინისა და სხვა ალკოჰოლური სასმელების, აგრეთვე, მინერალური წყლებისა და თხილის მიწოდებით.

რუსული საქონლის იმპორტმა კი, რომელიც ძირითადად შედგებოდა ნავთობისა და ნავთობპროდუქტებისგან, ხორბლისგან, ბუნებრივი აირისა და საკვები პროდუქტებისგან, 7%-ით მოიმატა და 216.3 მლნ დოლარს მიაღწია.

“საქსტატის” მონაცემებით, რუსეთის წილმა, რომელიც თურქეთის შემდეგ მეორეა საქართველოს სავაჭრო პარტნიორებს შორის, საქართველოს საგარეო სავაჭრო ბრუნვაში 11% შეადგინა (2016 წელს _ 7,8%).

საქართველოს სავაჭრო პარტნიორების ათეულშია, აგრეთვე, აზერბაიჯანი (8,8%), ჩინეთი (7,3%), გერმანია (5,1%), უკრაინა (4,6%), სომხეთი (4,5%), აშშ (3,8%), ბულგარეთი (3,4%), იტალია (2,7%).

სავაჭრო ბრუნვამ დსთ-ს ქვეყნებთან მოიმატა 35%-ით და 1,26 მლრდ-ს მიაღწია, ევროკავშირის ქვეყნებთან კი _ 19%-ით (849,4 მლნ).

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here