ჩინელმა გენეტიკოსებმა ჩაის ბუჩქის Camellia სინენსის–ის დნმ გაშიფრეს და დაადგინეს, რატომ აქვს ჩაის უნიკალური გემო და კოფეინი.
ჩაის გენეტიკური სტრუქტურის გამოკვლევა ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის მეცნიერებათა აკადემიაში ჩატარდა. მეცნიერებმა დაადგინეს, რომ ჩაის გემონი შედგება 3 მილიარდზე მეტი წყვილი ნუკლეოტიდებისგან.
ასევე დადგინდა, რომ ამ მცენარის დნმ-მა ევოლუციის განმავლობაში ორჯერ განიცადა სრული გენური დუპლიკაცია (ლათ. გაორმაგება): პირველი, ყველაზე ძველი, რამდენიმე სახეობას შეეხებოდა, მეორე კი უნიკალური იყო კამელიას სახეობისთვის.
ჩინელი გენეტიკოსების ვერსიით, სწორედ მეორე დუპლიკაციამ აქცია ჩაის გემო უნიკალურად და საშუალება მისცა მცენარეს, შეგუებოდა სხვადასხვა გარემო პირობას. ამას გარდა, დადგინდა, რომ ჩაის გემოში კოფეინის სინთეზი უნიკალური მოვლენაა, რამდენადაც მისი გენეტიკური “წინაპრებისთვის” ეს უცხო იყო.