ეს მოხდა ამ კავშირის უმაღლესი საბჭოს ბიშკეკში გამართული სხდომის დროს _ 2017 წლის 14 აპრილს. მოლდოვის პრეზიდენტმა იგორ დოდონმა ამ დღეს ისტორიული უწოდა.
ეს ქვეყანა გახდა პირველი, რომელსაც დამკვირვებლის სტატუსი მიენიჭა.
ეს არ ნიშნავს, რომ მოლდოვა ამ კავშირის წევრი ქვეყანა გახდა. დოდონმა აღნიშნა, რომ ამიერიდან უფრო მეტს შეიტყობენ ორგანიზაციის მუშაობის პრინციპების შესახებ და ახალ შესაძლებლობებს მისცემს მათ ეკონომიკურ აგენტებს. იგი მიიჩნევს, რომ ევრაზიულ ეკონომიკურ კავშირთან თანამშრომლობა “არ ეწინააღმდეგება ასოციაციის შეთანხმებას, რომელიც ხელმოწერილია მოლდოვასა და ევროკავშირს შორის”. “მოლდოვას შეუძლია, ერთდროულად იმეგობროს დასავლეთთანაც და აღმოსავლეთთანაც, დაიცვას და განამტკიცოს თავისი ნეიტრალიტეტი და სახელმწიფოებრიობა”.