Home სხვადასხვა ყვითელი გვერდი ათი მითი ჯანსაღი კვების შესახებ

ათი მითი ჯანსაღი კვების შესახებ

კვება

დღეს სიმსუქნე ადამიანების ერთერთი მნიშვნელოვანი პრობლემაა, მაგრამ შემოთავაზებული უამრავი რჩევა თუ რეცეპტი ხშირ შემთხვევაში ან არ ამართლებს, ან ჯანმრთელობისთვის სახიფათოა. ერთი კი ცხადია: სპორტით გატაცება და ჯანსაღი კვება ჯანმრთელობის საწინდარია.

რას ნიშნავს ჯანსაღი კვება _ რა არის სასარგებლო ჩვენი ორგანიზმისთვის და რა არა?

1.ნაკლები ცხიმი _ მეტი სარგებელი

2.დიეტის დროს  ბევრი ცდილობს, რაციონიდან ნებისმიერი ცხიმის ამოღებას, მაგრამ ორგანიზმს ვნებს მხოლოდ ტრანსცხიმები (რომლის შემცველ პროდუქტებსაც ზოგი ქვეყანა კრძალავს), ხოლო მცენარეული და ცხოველური ცხიმების ზომიერად მიღება აუცილებელიცაა. ასე რომ, ჭამეთ როგორც თევზი, ასევე რძის პროდუქტები და ნიგოზი.

3.ნახშირწყლები _ მოხდენილი სხეულის მტერი

რთული ნახშირწყლები ხელს უწყობს საკვების გადამუშავებას და ახანგრძლივებს დანაყრების შეგრძნებას, ამიტომ მიირთვით კარტოფილი და ლობიო. მარტივი ნახშირწყლები, პირიქით, სწრაფად შეიწოვება და ზრდის სისხლში შაქრის შემცველობას. ამ დროს გამომუშავდება ჰორმონი ინსულინი, რომელიც “აიძულებს” ამ კალორიების გამოყენებას, დანარჩენს კი “აგზავნის” ცხიმში.

4.გაყინული ბოსტნეული კარგავს სასარგებლო თვისებებს

სინამდვილეში სწორად გაყინვისას და გალღობისას ბოსტნულში ყველა ვიტამინი და მინერალი შენარჩუნებულია.

5.ნებისმიერი შოკოლადი მავნეა

მწარე შოკოლადის მცირე ულუფა არა თუ არ ვნებს თქვენს ტანადობას, არამედ გაგიძლიერებთ იმუნიტეტს და გაგიუმჯობესებთ გულ-სისხლძარღვთა  სისტემის მუშაობას. მეტიც, ინტენსიური ვარჯიშის შემდეგ უნდა დალიოთ შოკოლადიანი რძე, რადგან ის კუნთების აღდგენას უწყობს ხელს.

6.თუ ხშირად არ შეჭამ, სწრაფად გახდები

ყველაფერი დამოკიდებულია ულუფის ოდენობაზე. თუკი დღის განმავლობაში ორჯერ შეჭამთ, მაგრამ  დიდ ულუფებს, მიღებული კალორიები ცხიმად გარდაიქმნება. ექსპერტები გვთავაზობენ საკვების მიღებას 5-6-ჯერ დღეში  სრულფასოვანი საუზმით, სადილითა და ვახშმით.

7. დანაწევრებული კვების სიკეთე

კუჭსა და ნაღველს ერთდროულად შეუძლია გადაამუშაოს ცილები, ცხიმები და ნახშირწყლები. დანაწევრებული კვებისას ადამიანები ყურადღებით ადევნებენ თვალს რაციონს, თანდათან ამცირებენ ულუფას და ამგვარად კარგავენ წონას.

8. ექვსის შემდეგ ჭამა არ შეიძლება

აი კიდევ ერთი ცნობილი მითი, რომ ექვსის შემდეგ ჭამა არ შეიძლება. ეს წესი სწორია იმ შემთხვევაში, თუკი 21:00 საათზე იძინებთ. მსუბუქი საკვების მიღება დაძინებამდე სამი საათით ადრე არც ჯანმრთელობას უქმნის პრობლემას და არც ფიგურას.

9. შვრია ყველაზე სასარგებლო საუზმეა

ეს სწორია მხოლოდ ერთი პირობით: თუკი ფაფა შვრიის მსხვილად დაფქვილი ფანტელებისგანაა მომზადებული.

10. დღეში 1 ფინჯანზე მეტი ყავის დალევა არ შეიძლება

დღის განმავლობაში რამდენიმე ფინჯანი ყავის დალევა ამცირებს გულ-სისხლძარღვთა სისტემის დაავადებებისა და დიაბეტის რისკს. გართულებები შესაძლებელია დღეში 5 ფინჯანი ამ სასმელის მიღებისას.

11. ყოველდღიურად უნდა ჭამოთ წვნიანი

ყველა წვნიანი როდია სასარგებლო. ცხიმიანი ხორცის ბულიონი მავნეა მათთვის, ვისაც აქვს გულის, ღვიძლისა და შარდმდენი გზების პრობლემები. ამ კერძის მიღება საკმარისია კვირაში ორჯერ.

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here