პორტალმა Politicano-მ ბუდაპეშტის ცენტრალური ევროპის უნივერსიტეტის დახურვის შესახებ სტატუსი სათაურით „დღის ამბავი, ლიბერალების მორიგი მარცხი“ გამოაქვეყნა. ევროპის ცენტრალური უნივერსიტეტის (CEU) დახურვის ინიციატივის შესახებ ამბები ევროპულ მედიაში ბოლო ერთი კვირის განმავლობაში პერიოდულად ქვეყნდებოდა. უნივერსიტეტის ადმინისტრაციამ გამოაქვეყნა წერილი, სადაც ნათქვამია, რომ ხელისუფლება ამზადებდა კანონქროექტს უნივერსიტეტის დასახურად, ამ კანონპროექტის ავტორი უნგრეთის პრემიერმინისტრი ორბანი იყო. მათი განცხადებით, ხელისუფლება მათ დიდი ხანია ებრძვის.
უნივერსიტეტის ადმინისტრაციის განცხადებით, ხელისუფლებისგან ისინი სისტემატიურად იღებდნენ მუქარებს. „ ის არგუმენტი, რომ უნივერსიტეტს არ აქვს აკრეტიზაცია არის სისულელე. ასევე სისულელეა ის, რომ თითქოს ჩევენი საბაზისო მონაცემები არ ემთხვევა საჯარო რეესრტში არსებულ მონაცემებს. ჩვენი სამაგისტრო და დოქტურანტურის პროგრამები აკრედიტირებულია თავად უნგრეთის მთავრობის მიერ. და რაც მტავარია, ცრუ ბრალდებები, რომლებიც რომელსაც უყენებენ უნივერსიტეტს შეთითხნილია თავად პარლამენტარების მიერ, რომლებსაც უნდათ დახურონ უნივერსიტეტი. თუ არ ქონდა უნივერსიტეტს აკრეტდიოტაცია აქამდე სად იყვნენ?! უნივერსიტეტი რამდენი ათეული წელია რაც არსებობს“. – ეს გახლავთ ამონარიდი წერილიდან, რომელიც უნივერსიტეტის ადმინისტრაციამ უნივერსიტეტის დახურვამდე რამოდენიმე დღით ადრე გამოაქვეყნა.
„უნგრეთის პარლამენტარების უმრავლესობამ მხარი დაუჭირა ჯორჯ სოროსის მიერ შექმნილი – ბუდაპეშტის ცენტრალური ევროპის უნივერსიტეტის დახურვას. წლების განმავლობაში ეს უნივერსიტეტი გვევლინებოდა “ლიბერალების” და”გლობალისტების” გამოსაჩეკ უნივერსიტეტად აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებისთვის. შეგახსენებთ რომ უნგრეთში და მაკედონიაში დიდი სახალხო მოძრაობაა დაწყებული ამერიკელი ფინანსური სპეკულანტის და პარაზიტის, ჯორჯ სოროსის მიერ დაფინანსებული არასამთავრობო ორგნაიზაციების წინააღმდეგ.
P.S დროა მსგავსი სახალხო მოძრაობა სოროსის “ფონდი ღია საზოგადოება საქართველოს” წინააღმდეგ საქართველოშიც დავიწყოთ“. – ნათქვამია Politicano-ს სტატუსში სოციალურ ქსელში.