Home ახალი ამბები მსოფლიო The Daily Caller: ჰერტ ვილდერსი მაროკოელებს ემუქრება

The Daily Caller: ჰერტ ვილდერსი მაროკოელებს ემუქრება

990

ნიდერლანდის სამეფოში ეთნიკური ხასიათის სკანდალის შესახებ წერს The Daily Caller

პოპულისტურმა ლიდერმა ჰერტ ვილდერსმა სტარტი მისცა თავის წინასაარჩევნო კამპანიას. ის თანამემამულეებს დაჰპირდა, რომ გაუსწორდება “მაროკოელ ნაგვებს”, აღკვეთს მუსლიმთა იმიგრაციას, დახურავს ყველა მეჩეთს და ჰოლანდიელებს ევროკავშირიდან გამოსვლის შანსს მისცემს იმ შემთხვევაში, თუ მისი “თავისუფლების პარტია გაიმარჯვებს ქვეყნის საპარლამენტო არჩევნებში, რომელიც 15 მარტს გაიმართება.

ყველა მათგანი არამზადა არ არის, მაგრამ ჰოლანდიაში ბევრია მაროკოელი ნაძირალა, რომლებმაც ჩვენი ქუჩები საშიშ ზონებად აქციეს, _ განაცხადა ვილდერსმა, _ ნიდერლანდები ამ თაღლითებს საშუალებას აძლევს, გაჩარხონ თავიანთი საქმეები. თუ გსურთ საკუთარი ქვეყნის აღდგენა, თუ გსურთ, ნიდერლანდები კვლავ თქვენი სახლი გახდეს, ხმა უნდა მისცეთ მხოლოდ ერთ პარტიას”.

ეს ერთადერთი და განუმეორებელი “თავისუფლების პარტიაა”.

არჩევნებამდე ორიოდე კვირით ადრე ამ პარტიას თავის კონკურენტებზე ოდნავ მეტი უპირატესობა აქვს, მაგრამ უთუოდ ვერ შეძლებს მთავრობის ჩამოყალიბებას, რადგან სხვა პარტიები არ აპირებენ მასთან თანამშრომლობას იმიგრაციისადმი ვილდერსის კატეგორიულად უარყოფითი დამოკიდებულების გამო.

მიუხედავად ამისა, თავისუფლების პარტიას ნიდერლანდებში პოლიტიკური სურათის შეცვლის შანსი გააჩნია. მას შეუძლია მომავალ არჩევნებში დამატებითი იმპულსი მისცეს გერმანიისა და საფრანგეთის პოპულისტურ პარტიებს.

ეს პოლიტიკოსი მაროკოელ იმიგრანტებს პირველად არ ესხმის თავს. 2014 წელს იგი დამნაშავედ ცნეს “რასობრივი დისკრიმინაციის წაქეზებაში”.

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here