Home რუბრიკები პოლიტიკა BBC: ობამას შემოღებული ტრანსგენდერების სპეცტუალეტები აყროლდა და გააუქმეს

BBC: ობამას შემოღებული ტრანსგენდერების სპეცტუალეტები აყროლდა და გააუქმეს

501

დიახ, სწორედ ასე და არა სხვაგვარად: აშშის პრეზიდენტის _ დონალდ ტრამპის ადმინისტრაციამ გააუქმა ყოფილი პრეზიდენტის _ ბარაკ ჰუსეინ ობამას ბრძანებულება სკოლებში ტრანსგენდერების სპეციალური საპირფარეშოების დაწესების შესახებ.

ხომ საჭირო იყო ამ მიმართულებითაც ადამიანის უფლებების დაცვაზე ზრუნვა? იზრუნა კიდეც დემოკრატიის უპირველესმა კერამ და, როგორც ამერიკელმა მამათმავლებმა ჯერ კიდევ შარშან გამოაცხადეს, მათმა ჭეშმარიტმა პრეზიდენტმა ობამამ.

აბა, რა!

რა და ის, რომ საქართველო ჯერ კიდევ როდის უსწრებდა ამერიკას საზოგადოებრივ აზროვნებაში საპირფარეშოების თემატიკის დამკვიდრებისა და გავრცელების მხრივ. მართალია, ამ წინწაწეულობის დამადასტურებელი დოკუმენტური მასალა საზოგადოებრივი ტუალეტების კედლებს არ გასცდენია, მაგრამ სწორედ ამ გზით აყვავდა და გაიფურჩქნა “უბორნიის პოეტების” ორიგინალური შემოქმედება.

სამწუხაროდ, რენესანსის ეს ეპოქა სტაციონარული საზოგადოებრივი ტუალეტების საყოველთაოდ გაუქმების შემდეგ იავარ იქმნა.

აღარც ტუალეტები, აღარც კედლები, რომლებიც მომავალ თაობებს შეუნახავდა მათზე წარწერილ შედევრებს.

მაგრამ დადგა ისეთი დრო, როცა საყროლეთის მეცენატებმა “უბორნიის პოეტების” თანამედროვე ეპიგონების წიგნების დასაფინანსებლად ბანკის ჯიბეზე ხელი გაიკრეს და ლიტერატურული პრემიებიც კი დაუწესეს.

აშშ-ის გენერალური პროკურორის _ ჯეფ სეშნსის განცხადებით, აღნიშნული გადაწყვეტილება იუსტიციის სამინისტრომ და განათლების დეპარტამენტმა მიიღეს იმის გამო, რომ ობამას ადმინისტრაციის ბრძანებულება “არ შეიცავდა საკმარის იურიდიულ ანალიზს და არ ეთანხმებოდა კანონის ენას”. მიკიბ-მოკიბეს, რაიც ასე იკითხება: ბითურობა იყოო.

2016 წლის მაისში მიღებული გადაწყვეტილებით, ამერიკულ სკოლებში ტრანსგენდერებს შეეძლოთ, ესარგებლათ ტუალეტებით თავიანთიფაქტობრივი სქესის” (!) მიუხედავად. ამას ამართლებდნენ სქესგარდაქმნილთა მიმართ თანატოლების მხრიდან დისკრიმინაციული დამოკიდებულების თავიდან აცილების აუცილებლობით. ამერიკის 11 შტატმა ფედერალურ სასამართლოში გააპროტესტა ობამას გადაწყვეტილება: მომჩივნებმა სკოლების სოციალური ექსპერიმენტის ლაბორატორიებად გადაქცევის მცდელობა კატეგორიულად დაგმეს.

აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა თავისი საარჩევნო კამპანიის მსვლელობისას განაცხადა, რომ სასკოლო ტუალეტების მოხმარების წესები უნდა გადაწყდეს შტატების დონეზე, ამიტომ იყო, რომ მისი გაპრეზიდენტების შემდეგ ამომრჩევლები ელოდნენ “ანტიდისკრიმინაციული” ღონისძიებების შესახებ ბრძანებულების გაუქმებას.

აშშ-ში 13-დან 17 წლამდე მოზარდების დაახლოებით 0,7 პროცენტი თავს ტრანსგენდერად მიიჩნევს.

Ruposters-ის ცნობით, აშშ-ის 45-ე პრეზიდენტის _ დონალდ ტრამპის ინაუგურაციის შემდეგ თეთრი სახლის ოფიციალური საიტიდან გააქრეს ლგბტ-თემისადმი მიძღვნილი მასალები.

აქ გავიხსენოთ საქართველოს რეალობა და დავსვათ წერტილი.

ჭკვიან ადამიანებს უთქვამთ, რომ დუმილი საუბრის გაგრძელებააო.

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here