Home რუბრიკები ბლოგი „არაბული NATO“, რეგიონის კონტროლისთვის

„არაბული NATO“, რეგიონის კონტროლისთვის

797

როგორც ამერიკული  ინტერნეტგამოცემა „CBS NEWS”-სი  იუწყება ამერიკის ახლადარჩეული  პრეზიდენტს გეგმებში აქვს ახლო აღმოსავლეთში ახალი, არაბული ქვეყნებისგან შემდგარი, “NATO”-ს მსგავსი,  სამხედრო კავშირის შექმნება.  ასეთ კავშირში შეიძლება შევიდნენ ისეთი ქვეყნები როგორიცაა : საუდის არაბეთი, არაბეთის გაერთიანებული ემირატები, ეგვიპტე და იორდანია. სავარაუდოდ ეს ქვეყნები  შეადგენენ ახლი ალიანსის ფუნდამენტს. ხოლო სხვა არაბული  ქვეყნების მიღების თემა, ინტერნეტგამოცემის ინფორმაციით  ჯერჯერობით განხილვის სტადიაშია. სავრუდო პოტენციურ მოწინააღმდეგედ „CBS NEWS”  -ის   ინფორმაციით განიხილება  ირანი.

 NATO-ს ხელშეკრულების ანალოგიურად ახალი  ალიანსი მსგავსი ხელშეკრულებით უნდა იყოს დაკავშირებული . რომელშიც მთავარი აქცენტი კოლექტიური სამხედრო ქმედებები იქნება და როგორც  NATO-ს ხელშეკრულების  ცნობილ მეხუთე პუნქტშია, ალიანსის ერთ რომელიმე წევრზე თავდასხმა, ყველა წევრზე თავდასხმას ტოლფასი იქნება .

 ისრაელი არ გეგმავს უშუალოდ კოალიციაში ჩართვას (მისი ზოგიერთ არაბულ სახელმწიფოებთან ფუნდამენტალური წინააღმდეგობების გამო) , ის უფრო რბილ მიერთებას მიანიჭებს უპირატესობას, რომელიც ჩემი აზრით მაქსიმუმ სადაზვერვო ინფორმაციის მიწოდებით შემოიფარგლება.  ალიანსს სადაზვერვო  ინფორმაციის მიწოდებას  პირდება ასევე ვაშინგტონიც. ერთადერთი და ყველაზე მთავარი  რომელიც  აშშ-ს, ისრაელს , საუდით მონარქებს და ეგვიპტის სამხედრო-  სეკულარულ ხელისუფლებას აერთიანებს  ეს  ირანისადმი მანიაკალური ზიზღია   და ზუსტად ეს გახდა ალინსში მისი ჩართვის საბაბი .

საყურადღებოა ალიანსის შექმნის შესახებ ინფორმაციამ გაჟონა იმ დროს როდესაც ვაშინგტონში ოფიციალური, ორდღიანი  ვიზიტით, იმყოფებოდა ისრაელის პრემიერ მინისტრი ბენიამინ ნეთანიახუ. ეს იყო მისი პირველი ვიზიტი აშშ-ში,  ახალი ადმინისტრაციის მოსვლის შემდეგ.  პრეს ბრიფინგის დროს ამერიკის პრეზიდენტი კვლავ დააცხრა ირანს და განაცხადა, რომ „არ მისცემს ირანს საშუალებას შექმნას ბირთვული იარაღი“ . თან იმავდროულად გააკრიტიკა  ის ბირთვული ხელშეკრულება  რომლის მიხედვითაც ირანმა უარი თქვა  ბირთვულ იარაღზე: „ეს ხელშეკრულება არის ყველაზე უარესი შეთანხმება რაც  საერთოდ ნანახი მაქვსო“ .

 საყურადღებოა ის რომ „ახლოაღმოსავლური  NАTO“-ს შექმნის იდეა ტრამპის ადმინისტრაციის „ ნოუ ჰაუ“ არ არის.  უახლეს ისტორიაში დროთა განმავლობაში ანალოგიური ალიანსის შექმნის იდეა მრავლად იყო. სულ ბოლოს, 1995 წელის თებერვალში , იემენში შექმნილი კრიზისის დროს, როდესაც ამბოხებულ- ხუსიდებსა და სამთავრობო ჯარებს შორის მომხდარი  შეტაკების შედეგად,  იემენის  პრეზიდენტი   მანსურ ხადი ქვეყნიდან გაიქცა, „საერთო არაბული არმიის“ შექმნის იდეით ეგვიპტის პრეიდენტი  აბდელ ფათაჰ ას-სისი გამოვიდა.  რასაც იმავე წლის  მარტის თვეში, არაბული ქვეყნების ლიგის სამიტზე კაიროში მოხდა   „პრინციპიალური შეთანხმება „ სწრაფი რეაგირების დანაყოფის შექმნის შესახებ . შეთანხმების  გამოიყურებოდა შემდეგნაირად: კოალიციაში შედიოდნენ ეგვიპტე, ბახრეინი, იორდანია, კუვეიტი, საუდის არაბეთი და არაბეთის გაერთიანებული ემირატები.  გაერთიანებული  სწრაფი რეაგირების სახმელეთო  ძალების რაოდენობა სადაც ასევე  შევიდოდა როგორც საჰაერო ასევე  საზღვაო  ძალებიც  40 ათასი უნდა ყოფილიყო. ხემძღვანელობის შტაბი კაიროში უნდა განთავსებულიყო, მაგრამ სათავეში საუდის არაბელი გენერალი  ჩაუდგებოდა.

გაერთიანებული ძალების შექმნის ფინალური პროტოკოლი  ხელმოწერილი უნდა ყოფილიყო 2015  წლის აგვისტოში, მაგრამ ბოლო მომენტში საუდის არაბეთის დაჟინებული მოთხოვნით ხელმოწერა გაურკვეველი ვადით გადაიდო. (ის ეხლაც გაყინულ მდგომარეობაშია). ხოლო გადადების მიზეზი საუდის არაბეთსა და ეგვიპტეს შორის დაპირისპირებას მოყვა. სადაც ეგვიპტე  ახალი არმიის ლიბიის ტერიტორიაზე გამოყენების   კატეგორიული წინააღმდეგი წავიდა. რადგანაც  არ უნდოდა დაეშვა პრეცენდენტი სხვა ქვეყნების შიგა საქმეებში ჩარევის.  ეგვიპტეს მაშინ მხარი დაუჭირეს მაროკომ და ალჟირმა.

თუ ტრამპის ეს სავარაუდო გეგმა განხორციელდა,  რეგიონალურ და საერთაშორისო უსაფრთხოებას კარგს არაფერს მოუტანს. მაგრამ იმის კონტურები რომ ირანის თავზე შავი ღრუბელი იკრიბება ფაქტია. ამას ადასტურებს   ტრამპის აგრესიული გამოსვლა ირანის წინააღმდეგ,  ბირთვული შეთანხმების გაუქმების შესახებ, სადაც ირანი იღებდა ვალდებულებას ეკონომიური სანქციების სანაცვლოდ  უარი ეთქვა ბირთვული ენერგიის სამხედრო მიზნებისთვის გამოყენებისგან. ასევე ბენიამინ ნეთანიახუს მიერ ირანის ტერორიმის ხელშემწყობ ქვეყნად გამოცხადება.

 ჩემი აზრით  არავითარი კანონიერი უფლება, საერთაშორისო    სამართლის თვალსაზრისით,  არ  აქვს არც ერთ ქვეყანას აწარმოოს ირანის წინააღმდეგ სამხედრო ქმედებები, მითუმეტეს იმ დროს როდესაც ირანი არავის არ ესხმის თავს, ებრძვის საერთაშორისო ტერორიზმს  და ასრულებს შეთანხმებას ბირთვულ გარიგებაზე.

 მაგრამ თუ კარგად  დავფიქრდებით ირანი ეს მხოლოდ ოფიციალური აღიარებული მოწინააღდეგეა, სინამდვილეში კი  ალიანსის შექმნა რეგიონში რუსეთის გაძლიერებას უკავშირდება. ამიტომ სავარაუდოდ   პირველ დარტყმას ალიანსი  ბაშარ ასადს, მეორეს კი  პალესტინაში „ჰესბოლას“ მიაყენებს. აქედან კი დასკვნა თავისთავად იკვეთება, რომ ალიანსი ანტიშიიტურია და მისი შექმნის მთავარი მიზანი არაბულ- სუნიტური სამხედრო  ძალების ერთ მუშტად გაერთიანებაა რუსეთ -ირანის მომხრე შიიტების წინააღმდეგ .

ვიქტორ ცაავა                      

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here