მთავარი ბლოგი სლოვაკეთში ევროკავშირიდან გამოსვლასთან დაკავშირებით რეფერენდუმს ამზადებენ

სლოვაკეთში ევროკავშირიდან გამოსვლასთან დაკავშირებით რეფერენდუმს ამზადებენ

445
გააზიარეთ

სლოვაკეთში სავარაუდოდ ევროკავშირიდან გამოსვლის თაობაზე რეფერენდუმი ჩატარდება–  ქვეყანაში დაიწყო ხელმოწერების შეგროვება. 

მიუხედავად იმისა, რომ რეფერენდუმის ჩატარებას ოპოზიციური პარტიები მოითხოვენ, თავად იდეას მოსახლეობის ფართო ფენები უჭერენ მხარს.

რეფერენდუმის გამართვის ინიციატორი ოპოზიციური ძალა “კოტლება- სახალხო პარტია ჩვენი სლოვაკეთია“.

მოსახლეობა შიდა პრობლემების გადაწყვეტას ელოდება და ხელისუფლების უმოქმედობის მიზეზებს ბრიუსელის ბიუროკრატიზმში ეძებენ- მათი აზრით ევროკავშირის ხელმძღვანელებს სლოვაკეთის პრობლემები არ ადარდებთ.

როგორც პარტიის თავმჯდომარის მოადგილემ მილან უგრიკმა  გაზეთ „იზვესტიას“ აცნობა- ქვეყნის მოსახლეობა აქტიურად ჭერს მხარს პარტიის ინიციატივას და რეფერენდუმის ჩასატარებელად აუციელებელი 350 ათასი ხელმოწერიდან ნახევარი უკვე შეგროვდა.

„ ჩვენ ვვარაუდობთ, რომ სლოვაკეთი ევროკავშირიდან გასვლას 2020 წლამდე ვერ შეძლებს, ხანგრძლივი იქნება თავად გასვლის პროცედურა. თუმცა შესაძლოა, ჩვენი ინიციატივა ზედმეტიც კი აღმოჩნდეს, თუ ევროკავშირის დატოვებას სხვა ქვეყნებიც გადაწყვეტენ, მაგალითად საფრანგეთი, მარი ლე პენის გამარჯვების შემთხვევაში და ევროკავშირი თავისით მარტივ მამრავლებად დაიშლება“,- აცხადებს უგრიკი.
წყარო: http://izvestia.ru/news/664629#ixzz4Zxhtdr3j

კონსტანტინე ჩიკვილაძე

გააზიარეთ

დატოვეთ კომენტარი

Please enter your comment!
Please enter your name here