Home რუბრიკები საზოგადოება მეუფე დიმიტრი: მიზანს ვერ მიაღწევს, შიდა დაპირისპირება საპატრიარქოში არ მოხდება!

მეუფე დიმიტრი: მიზანს ვერ მიაღწევს, შიდა დაპირისპირება საპატრიარქოში არ მოხდება!

531

ბათუმისა და ლაზეთის მიტროპოლიტმა დიმიტრი შიოლაშვილმა განაცხადა, რომ პროცესის ორგანიზატორი, ის ვინც ცდილობს განხეთქილება გაამწვავოს და ეკლესიაში დაპირისპირების კერა გაზარდოს მიზანს ვერ მიაღწევს. 

„თუ ამ პროცესის ორგანიზატორი ჩემს სიტყვებს კითხულობს, პირადად მას მივმართავ – საქართველოს მართლმადიდებელ ეკლესიაში მიზანს ვერ მიაღწევს, რადგან შიდა დაპირისპირება საპატრიარქოში არ მოხდება”, –  ამბობს მეუფე.  მისი თქმით, ის ვერ იტყვის, რას გულისხმობდა მეუფე პეტრე, როდესაც განაცხადა, დეკანოზ გიორგი მამალაძის დაკავება საპატრიარქოში მეუფე დიმიტრის პოზიციის დისკრედიტაციისთვის იყო გამიზნული, თუმცა, მიიჩნევს, რომ პროცესი მთლიანად ეკლესიის წინააღმდეგ არის მიმართული.

„ფაქტია, ეს მხოლოდ ჩემს წინააღმდეგ კი არა, სრულიად საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის წინააღმდეგ მიმართული პროცესია – ვინც ეს დაგეგმა და განახორციელა, ფიქრობდა, რომ საპატრიარქოში მძაფრ შიდა დაპირისპირებას გამოიწვევდა. თუ ამ პროცესის ორგანიზატორი ჩემს სიტყვებს კითხულობს, პირადად მას მივმართავ – საქართველოს მართლმადიდებელ ეკლესიაში მიზანს ვერ მიაღწევს, რადგან შიდა დაპირისპირება საპატრიარქოში არ მოხდება”, – განაცხადა მეუფე დიმიტრიმ.

მიტროპოლიტი აცხადებს, რომ უდანაშაულობის პრეზუმფციას ვერ დაარღვევს და ვიდრე ბრალი არ დაუმტკიცდება, დეკანოზ გიორგი მამალაძეს უდანაშაულოდ მიიჩნევს, თუმცა, თუ ეს დამტკიცდა, მეუფის თქმით, მამალაძე მთელ ამ პროცესს მარტო ვერ დაგეგმავდა.

რაც შეეხება იმას, რომ დეკანოზი გიორგი მამალაძე მასთან დაახლოებული პირია, მიტროპოლიტი აცხადებს, რომ მამალაძე ბათუმში მოძღვრად, მართალია, მან აკურთხა, თუმცა, თბილისში დეკანოზი მისგან დამოუკიდებლად მოქმედებდა.

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here