Home რუბრიკები პოლიტიკა “ლუსტრავი 2”, ანუ რეალურად რისი თავი აქვს “რუსთავი 2”-ს?

“ლუსტრავი 2”, ანუ რეალურად რისი თავი აქვს “რუსთავი 2”-ს?

519

როგორც მოსალოდნელი იყო, “ვარდების რევოლუცია 2”, სავარაუდოდ, ჩაფლავდა. კვირას ტელეკომპანიარუსთავი 2”-ის მიერ პანიკურად დაანონსებული და ქვეყნის სიდიდითა და გავლენით მეორე ადგილზე მყოფი პოლიტიკური პარტიის მიერ ორგანიზებულისაპროტესტოაქცია სრულიად მოსალოდნელად ჩავარდა.

რუსთაველზე მისულმა ხუთიოდე ათასმა ადამიანმა 1 საათსაც ვერ გაძლო და ისე დაიშალა, რომ მიტინგის “დამაგვირგვინებელ ფაზაში” ტრიბუნასთან მისულ პროკურორ გვარამიას ტაშის დამკვრელიც კი აღარ დარჩა, ამიტომ გაგენდირექტორებულ პროკურორს სარკესთან ნავარჯიშევმა მიმიკამ და ალაგ-ალაგ თავგანწირულმა ამოხავლება-შეყვირებებმა ფუჭად ჩაუარა. მოედანზე ალაგ-ალაგ შერჩენილი, ჭორაობაში გართული ხალხი ზარმაცად უკრავდა ტაშს და სტვენა-ბღავილიც მხოლოდ მათ აღმოხდებოდათ ხოლმე, ვისთანაც ახლოს იდგა 20-20 ლარის დამრიგებელი “ნაცკოორდინატორი”.

ჩანდა ასე ნაცნობინაცურისულისკვეთება _ ბევრი დროშა, დარაზმული ბატებივით მოარული ადამიანები, რომლებსაც სახეზე ეტყობოდათ, რომ ერთი სული ჰქონდათ, როდის დახარჯავდნენ აქციაზე მისვლაში აღებულ 20 ლარს.

ამიტომ ამ ხალხს თავი დავანებოთ და ყურადღება იმ ადამიანებზე გადავიტანოთ, რომლებიც საქართველოს მოქალაქეებს ამუნათებდნენ, _ აქ ვინც არ მოხვედით, თქვენ ევროპული გზის, დემოკრატიისა და სიტყვის თავისუფლების მტრები ხართ, ხოლო აქ მოსული ხალხი _ გმირულად თავგანწირული ადამიანები იმისათვის, რომ ჩვენმა შვილებმა ჭეშმარიტად თავისუფალ და ევროპულ საქართველოში იცხოვრონო.

ერთი სიტყვით, მიტინგზე გამომსვლელებისა და იქ “დამოუკიდებელი ტელევიზიის” მხარდასაჭერად მისული “შემადგენლობის” გადახედვა უკვე საკმარისია იმისთვის, რომ დავინახოთ ლუსტრირების პროცესი _ რუსთავი 2”-ის საქმემ, რომელსაც, ერთი შეხედვით, დადებითი არაფერი უნდა ჰქონდეს, მაინც მოიტანა ის დადებითი შედეგი, რომ ქართველმა ხალხმა უკვე ზუსტად იცის, ვინ რა ნაგვობაზეა წამსვლელი და სინამდვილეში ვინ არის ნაციონალების ფარული სატელიტი. უფრო ზუსტად, ნაციონალები ფორსმაჟორულ სიტუაციაში აღმოჩნდნენ და იძულებული შეიქნენ, ყველა ფარული სატელიტი გამოეაშკარავებინათ.

მართალია, ეს სატელიტები შეძლებისდაგვარად ცდილობენ, ბოლომდე არ გაიშიშვლონ თავი და ასეთი მხარდაჭერა მანიაკებით სავსე ტელევიზიის მიმართ რაიმეთი გაამართლონ, მაგრამ მოყვანილი არგუმენტები კიდევ უფრო ამაზრზენს ხდის მათ.

ასეთი არგუმენტებია: “მე არ ვარ მიშასა და ნაცების მომხრე, მაგრამ აუცილებლად მიმაჩნია მთავრობის მიმართ კრიტიკული არხის არსებობა”. ანდა _ “რუსთავი 2”-ის დახურვით უამრავი ადამიანი დარჩება უმუშევარი და, ვინაიდან ყველამ ვიცით უმუშევრობის სიმწარე, ამიტომ მხარს ვუჭერ ამ ტელევიზიას” და კიდევ სხვა ბევრი დემაგოგიურ-კომიკური თავის მართლება.

რა თქმა უნდა, ნორმალურ ადამიანს განმარტებაც არ უნდა სჭირდებოდეს, რომ სულ სხვა რამეა მთავრობისადმი კრიტიკულად განწყობილი ტელეარხი და სულ სხვაა მიშა სააკაშვილის პირადი დაკვეთების შემსრულებელი მონების დაჯგუფება, რომლის თანამშრომლებსაც თავმოყვარეობა იმ დონეზე აქვთ დაცემული, რომ მიშას ოდესაშიც კი აკითხავენ და იქ “მწვადაობისას” მლიქვნელი სიფათებით შესციცინებენ თვალებში.

ვისაც ეს ჰგონია “მთავრობისადმი კრიტიკული განწყობა”, ის ან ნამდვილი რეგვენია, ან, უბრალოდ, უტვინო დემაგოგი.

რაც შეეხება უმუშევრობას, უბრალოდ, კომიკურია, ვიდარდოთ ნიკა გვარამიას ბანდის უმუშევრობაზე, მაშინ, როდესაც ისინი სხვების არათუ უმუშევრობას, არამედ წამებას, შეურაცხყოფას, დამცირებას უჭერდნენ მხარს და ტაშს უკრავდნენ. ხოლო კონკრეტულად უმუშევრობაზე თუ ვიტყვით რამეს, უწინარესად, ის უნდა გავიხსენოთ, რომ, როდესაც სააკაშვილმა ლამის ნახევარი საქართველო გაყარა სამსახურებიდან, სწორედ ამ ტელევიზიის თანამშრომლები უწოდებდნენ ქუჩაში საპროტესტოდ გამოსულ ადამიანებს “წარუმატებლებსა” და “დაბოღმილებს”, მათი სამსახურებიდან უაპელაციო გაგდების მიზეზად კი “არაპროფესიონალიზმს” ასახელებდნენ, თითქოს თითოეული მათგანის პროფესიონალიზმზე ტესტირება პირადად ჰქონდათ ჩატარებული.

ამ ადამიანებს ყოველთვის ფეხებზე ეკიდათ სხვების ბედი. კლასიკური უტიფრობის ნიმუშია დიანა ჯოჯუა, რომელიც ისე გაჰკიოდა, _ ყველას მოვალეობაა, დავიცვათ თავისუფალი სიტყვა და სირცხვილია, არ ამოვიღოთ ხმა დამოუკიდებელი ტელევიზიის განადგურების წინააღმდეგო, _ გეგონებოდათ, ეს ის უსირცხვილო ადამიანი არ არის, რომელსაც 2007 წელს ტელეკომპანიაიმედშიმეგობრები და კოლეგები უცემეს, ოფისი დაურბიეს, თვითონ კი მესამე დღესვე არ გადაიპარარუსთავი 2”-ზე, ისე, რომ არც გახსენებია არც თავისუფალი მედია, არც დემოკრატია, არც ნაბეგვი კოლეგამეგობრები.

ახალ სიმაღლეებს იპყრობს ზაალ უდუმაშვილიც, რომელიც ნამდვილად შესანიშნავად გამოიყურება გებელსის ამპლუაში. თუ გავითვალისწინებთ, რომ უდუმაშვილს “მეორე არხზე” გამოჩენიდან დღემდე, ანუ მთელი 25 წელიწადი, ერთი სიტყვაც არ უთქვამს არსად და არასოდეს, გარდა იმისა, რასაც ეთერისთვის უწერდნენ ხოლმე, ამჟამინდელი თავგამოდება და გაუგონარი აქტიურობა გვაიძულებს, ვიფიქროთ, რომ ნაცებს მტკიცებულებები აქვთ ზალიკოს რაღაც ძალიან სერიოზული მიქარვის შესახებ და მას ამ მტკიცებულებების გამომზეურების ეშინია.

ვფიქრობ, ზედმეტი იქნება აქ შალვა ნათელაშვილის, გიორგი თარგამაძისა და ნაციონალებთან ფარულ თანამშრომლობაში ადრევე ეჭვმიტანილი და უკვე საბოლოოდ გაფარჩაკებამდე სახელგატეხილი სხვა მოპოლოტიკოსო ელემენტების ჩამოთვლა და მათი ცალ-ცალკე განხილვა.

საბოლოო ჯამში, შეიძლება მოგვეჩვენოს, რომ “მისია შესრულებულია” და ბიძინა ივანიშვილმა თვალნათლივ დაგვანახვა მის მიერ ჯერ კიდევ პოლიტიკაში შემოსვლის პირველ დღეებში “ნაციონალებთან ფარულ თანამშრომლობაში” ბრალდებული პოლიტიკოსებისა და პარტიების ნამდვილი სახე, მაგრამ ისიც აღსანიშნავია, რომ ამ “დანახვების” პროცესში ლამის 5 სრული წელიწადი გავიდა. ვიდრერუსთავი 2” ლუსტრირების მექანიზმად, ანულუსტრავი 2”-ად გადაიქცეოდა, მართლაც უამრავი უსამართლობა, “ოცნებაშიპორტირებული ნაცების ზეობა და იმედგაცურება გადაიტანა ჩვენმა მოსახლეობამ.

ბიძინას მომხრეები ამბობენ, ამ კაცს “უდავს” (მახრჩობელა გველს) ეძახიან და იგი ნელ-ნელა “ახრჩობს” მოწინააღმდეგესო, მაგრამ, მოწინააღმდეგესაც ხომ გააჩნია და იმასაც, ამ შენს “უდავობაში” ქვეყანა რა დღეში ჩავარდება?! ეს ხომ რომელიმე ბიზნეს-ნიშის დაკავების ან კონკურენტის გაკოტრების ოპერაცია არ არის?! ეს სახელმწიფოა და სახელმწიფოს ბედი შეიძლება ძალიან მოკლე ხანში გადაწყდეს _ ან კარგისკენ, ან საბოლო დაღუპვისკენ!

ბოლოს და ბოლოს, 4 წელიწადში სტალინმა ჰიტლერს მოუგო ომი, დასავლეთით ბერლინამდე ჩავიდა და აქეთ, აღმოსავლეთისკენ კიდევ, ტოკიოსაც აიღებდა დღედღეზე, ამერიკელებს ატომური ბომბი რომ არ გამოეყენებინათ. ჰოდა, ეს ნაციონალები რა გახდა, 5 წელია, რომახრჩობთდა ვეღარმოახრჩვეთ”, ბიძინაბატონო?!

თუ დააკვირდით, არსად არც ერთხელ არ მითქვამს “რუსთავი 2”-ის დამარცხება ან “რუსთავი 2”-ის მხარდასაჭერი აქცია-მეთქი. ამაზეც მინდა მკითხველის ყურადღება გავამახვილო და ყველა მოაზროვნე ადამიანს ვთხოვო, რომ ნუღარ მოიხსენიებენ ამ აქციებს “რუსთავი 2”-ის მხარდაჭერის” აქციებად, რადგან ეს პროკურორი გვარამიას მხარდამჭერი აქციებია და არარუსთავი 2”-ის.

ნუ დაგვავიწყდება, რომ “რუსთავი 2” არ არის მხოლოდ ის ჯგუფი, ის უნამუსო და შუბლის ძარღვგაწყვეტილი ადამიანები, რომლებიც ამ კონკრეტულ ეტაპზე მუშაობენ ამ ორგანიზაციაში და, ოღონდ მაღალი ანაზღაურება მიიღონ, “წარმატებულის” იმიჯი მოირგონ და ოჯახის წევრებსაც კი გაწირავენ და გაყიდიან!

ჩემთვის “რუსთავი 2” ის ღირსეული ჟურნალისტები, ის ღირსეული ადამიანები უფრო არიან, რომლებსაც იმ შავბნელი 9 წლის განმავლობაში ამ შერცხვენილი და დამონებული ტელევიზიიდან წასვლა მოუწიათ _ ან საღი აზრის გამოთქმის გამო გააგდეს, ან თვითონ არ ისურვეს ამ ამაზრზენ მონებთან თანამშრომლობა და ნებაყოფლობით დატოვეს ეს სამარცხვინო ორგანიზაცია.

ასეთი რამ კი “რუსთავი 2”-ზე არაერთხელ მომხდარა. ეს ის ტელევიზიაა, რომლის საინფორმაციო სამსახურის უფროსი პირდაპირ ეთერში გადადგა თანამდებობიდან სანდრო გირგვლიანის მკვლელობის გამო და განაცხადა, რომ პირდაპირყურზე აზისმთავრობის წარმომადგენელი და კარნახობს, რა თქვას და რა _ არა! ეს ის ტელევიზიაა, რომლის გენერალური დირექტორი იძულებით გაუშვეს, რადგან ძველი მეპატრონეების კადრი იყო, ხოლო მასთან ერთად არხი თითქმის ყველა პროდიუსერმა და ცნობილი ჟურნალისტების 80 პროცენტმა დატოვა. ეს ის ტელევიზიაა, საიდანაც 2007 წლის 7 ნოემბერსაც გაისმა პროტესტის ხმა და რამდენიმე თანამშრომელი მაშინაც წამოვედით არხიდან. თუმცა ამ პერიოდში “რუსთავი 2” უკვე “მაქსიმალურად გაფილტრული” იყო, როგორც ამას მისი ბატონ-პატრონები, ბობოლა ნაციონალები ამბობდნენ ხოლმე. ანუ ტელევიზიაში უკვე აღარ მუშაობდნენ იმ ჟურნალისტებისა და პროდიუსერების, აგრეთვე, ტექნიკური პერსონალის უმრავლესობა, რომლებსაც მეტ-ნაკლებად ეტყობოდათ, რომ მიშასადმი მონურ მორჩილებას არ ეგუებოდნენ. ასეთიფილტრებიამთავისუფალი სიტყვის ფლაგმანშიყოველთვის მუშაობდა. ამიტომ 2007 წელს მხოლოდ გასართობი-მუსიკალური პროგრამების რამდენიმე თანამშრომელს მოგვიწია ტელევიზიის დატოვება, რადგან პოლიტიკურ გადაცემებზე არ ვმუშაობდით და მანამდე ჩვენთვის არ მოუქცევიათ ყურადღება. ახლა კი მიპასუხეთ: აი ეს, უკვე თავიდან ბოლომდე “გაფილტრული” და მხოლოდ სინდისგარეცხილი ადამიანებით დაკომპლექტებული “სტაფი” რატომ არის “რუსთავი 2”?

პირიქით _ მგონია, რომ ნამდვილ “რუსთავი 2”-ს სწორედ ის ხალხი წარმოადგენს, რომელიც იქ დღეს აღარ მუშაობს. ნამდვილი “რუსთავი 2” სწორედ ის ხალხია, რომელიც შეეცადა, ამ ტელევიზიისთვის ღირსება შეენარჩუნებინა და სხვა კოლეგებიც აზრზე მოეყვანა. სწორედ ამიტომ “რუსთავი 2”-ის რეალური მხარდაჭერა ნიკა გვარამიასა და მისი ბანდის წინააღმდეგ გამოსვლაა და არა პირიქით _ ყოფილი პროკურორისა და პოლიტიკური პარტიების მიერ ორგანიზებულ ავანტიურისტულ “საპროტესტო” აქციაზე მისვლა, რომელსაც რატომღაც “დამოუკიდებელი ტელეკომპანიის მხარდაჭერად” ასაღებენ.

რა შეუძლია იმ “რუსთავი 2”-ს, რომელიც ასეთი ნაგავი ადამაინების ხელშია დღეს ჩავარდნილი? უკვე კარგად გამოჩნდა გასულ კვირა დღეს, რომ მათ შანსი აღარ აქვთ, კვლავ მოატყუონ და გააბრიყვონ ხალხი, როგორც ეს “ვარდების რევოლუციისას” გააკეთეს.

ხოლო, ვისაც ნამდვილრუსთავი 2”-ზე შესტკივა გული, ის მის კანონიერ მფლობელებს, მის ღირსეულ და თავმოყვარე ყოფილ თანამშრომლებს უნდა ამოუდგეს მხარში და არა ნაპროკურორალი ავანტიურისტი ნიკა გვარამიას ფულზე დახარბებულ და უთავმოყვარეო ბანდას.

ბაკურ სვანიძე

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here