Home რუბრიკები პოლიტიკა პარლამენტის თავჯდომარემ პრემიერმინისტრის დავალებით სამსახურიდან მოხსნა პარლამენტის მანდატურთა სამსახურის უფროსი

პარლამენტის თავჯდომარემ პრემიერმინისტრის დავალებით სამსახურიდან მოხსნა პარლამენტის მანდატურთა სამსახურის უფროსი

663

პარლამენტის მანდატურთა სამსახურის უფროსი, მურთაზ შალუაშვილი, პრემიერ კვირიკაშვილის მოთხოვნით, სამსახურიდან გაათავისუფლეს.

საქმე ეხება ახალი მოწვევის პარლამენტში კვირიკაშვილისა და უმცირესობის შეხვედრას, რომელიც როგორც პრემიერის ადმინისტრაციაში აცხადებენ, დახურული უნდა ყოფილიყო. თუმცა, შეხვედრაზე აღმოჩნდნენ ნაციონალური მოძრაობის მხარდამჭერები, რომლებიც პარლამენტში სპეციალური საშვით იმყოფებოდნენ. გავრცელებული ინფორმაციით, სწორედ ეს გახდა კვირიკაშვილის გაბრაზების მიზეზი, რასაც საბოლოოდ, მანდატურების სამსახურის უფროსის, მურთაზ შალუაშვილის სამსახურიდან გათავისუფლება მოჰყვა. შალუაშვილის გათავისუფლების გადაწყვეტილება ფორმალურად პარლამენტის თავმჯდომარემ მიიღო, მაგრამ მის უკან კვირიკაშვილის „თხოვნა“ იდგა, რომელიც თურმე, „საკმაოდ უხერხულ მდგომარეობაში აღმოჩენილა“…

ვინ არის მურთაზ შალუაშვილი?

მურთაზ შალუაშვილი პარლამენტში თითქმის ათეული წელია მუშაობდა. მისი გათავისუფლება აზრად არ მოსვლია არც სააკაშვილის ხელისუფლებას და არც 2012-2016 წლებში პარლამენტის თავმჯდომარეს, დავით უსუფაშვილს.

რატომ? შალუაშვილი თავისი საქმის პროფესიონალია, რომელიც სამსახურებრივ მოვალეობას ყოველგვარი პოლიტიკური კონტექსტის გარეშე ასრულებდა.

ამიტომ, დეპუტატთა ნაწილი ვარაუდობს, რომ შალუაშვილის გათავისუფლება უკავშირდება არა ვითომდა დახურულ შეხვედრაზე სამოქალაქო პირების შეშვებას, არამედ, ერთგვარ პოლიტიკურ შურისძიებას იმ წლებისათვის, რომელიც მან წინა ხელისუფლების დროს გაატარა პარლამენტში.

მანდატურების უფროსის თანამდებობა პარლამენტში ამ ვაკანტურია.

პარლამენტის თავმჯდომარე შალუაშვილის შემცვლელს ჯერ კიდევ ეძებს. დაუზუსტებელი ინფორმაციით, შალუაშვილი, შესაძლოა, შს სამინისტროს კადრით ჩაანაცვლონ.

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here