Home რუბრიკები საზოგადოება ლევან ხაბეიშვილი: დღევანდელ პარლამენტში სხედან მილიონერები, რომელბსაც ყველაფერი აქვთ და ამ ხალხს...

ლევან ხაბეიშვილი: დღევანდელ პარლამენტში სხედან მილიონერები, რომელბსაც ყველაფერი აქვთ და ამ ხალხს რეალურად არ ადარდებს ქვეყანაში არსებული უმძიმესი სოციალური ფონი

798

პარტია „ქართულ ოცნებას“ პარლამენტში 36 დეკლარირებული მილიონერი დეპუტატი ჰყავს, – ამის შესახებ განცხადებას საჯარო ინფორმაციაზე დაყრდნობით მონიტორინგის ცენტრი „მედიატორი“ ავრცელებს. აღნიშნულმა ორგანიზაციამ კვლევა გასული წლის დეკემბერში დაიწყო და იგი დაახლოებით ორ-თვენახევარი გაგრძელდა. 

კონკრეტულად დეპუტატების ნუსხა, რომელთა უძრავ-მოძრავი ქონებაც მილიონ ლარს აღემატება, ასე გამოიყურება: შოთა შალელაშვილი (34.907.760), იოსებ მაკრახიძე (12.733.919), ბექა ოდიშარია (12.414.270), ლევან კობიაშვილი (9.829.530), კობა ნარჩემაშვილი (7.672.000), ელგუჯა გოცირიძე (6.057.100), ივლიანე წულაია (5.940.000), კახაბერ ოქრიაშვილი (5.940.000), გოჩა ენუქიძე (5.181.800) მახირ დარზიევი (4.771.600), დავით ჭიჭინაძე (4.248.800), თამაზ ნავერიანი (3.982.500), პაატა კვიჟინაძე (3.696.300), რევაზ არველაძე (3.560.916), გრიგოლ მიქელაძე (3.175.940), გოდერძი ჩანქსელიანი (2.835.000), ზაქარია ქუცნაშვილი (2.762.100), ლერი ხაბელოვი (2.543.750), ირაკლი კოვზანაძე (2.491.190), სიმონ ნოზაძე (2.443.500), ვიქტორ ჯაფარიძე (2.296.700), ირაკლი ხახუბია (2.183.100), ისკო დასენი (2.150.060), ნინო წილოსანი (2.074.207), კობა კობალაძე (1.949.400), დავით სონღულაშვილი (1.922.400), მერაბ ქვარაია (1.903.716), გიორგი კახიანი (1.855.116), ლევან კობერიძე (1709900), გელა სამხარაული (1.550.680), ირაკლი აბუსერიძე (1.400.000), ოთარ დანელია (1.359.450), ზაზა ხუციშვილი (1.325.160), სამველ მანუკიანი (1.270.150), აკაკი ზოიძე (1.100.203) და გიორგი ბეგაძე (1.024.920) 

კონკრეტულად რა შემოსავლები აქვთ ჩამოთვლილ დეპუტატებს, რა ბიზნესებს ფლობენ ისინი და როგორ აისახა მათ ქონებრივ დეკლარაციაზე სამსახურეობრივი მდგომარეობა, „საქართველო და მსოფლიო“ კომენტარისთვის მონიტორინგის ცენტრ „მედიატორის“ დამფუძნებელს ლევან ხაბეიშვილს დაუკავშირდა.

ლევან ხაბეიშვილი:- კვლევა 2016 წლის დეკემბერში დაიწყო და ორ-თვენახევრის განმავლობაში გაგრძელდა. საკმაოდ შრომატევადი სამუშაო იყო. უბრალოდ ყველას არ ქონდა ქონებრივი დეკლარაცია შევსებული და ამან ცოტა გაგვირთულა საქმე.

რაც შეეხება უშუალოდ ციფრებს, კვლევამ, რომელიც ჩატარდა საჯარო ინფორმაციაზე დაყრდნობით, აჩვენა, რომ „ქართულ ოცნებას“ პარლამენტში ჰყავს 36 მილიონერი დეპუტატი, ანუ, ყოველი მესამე მათი დეპუტატი არის დეკლარირებული მილიონერი, რაც იმას ნიშნავს, რომ ამ დეპუტატების უძრავ-მოძრავი ქონების ჯამური ღირებულება მილიონ ლარს აღემატება…

_  კონკრეტულად შემოსავლის რა წყაროებს ფლობენ ეს დეპუტატები, თუ არის ცნობილი?

_  საინტერესო ის გახლავთ, რომ ამ დეპუტატების 90 პროცენტი ბიზნეს-სამეწარმეო საქმიანობითაა დაკავებული, აქედან გამომდინარე, ჩვენ გავაკეთეთ შეფასება, რომ რეალურად ისინი დეპუტატები კი არა, მინიოლიგარქები არიან. სინამდვილეში ეს ხალხი არანაირ კანონშემოქმედებით საქმიანობას არ ეწევა და მათ იყენებენ ჩვეულებრივ „პულტის დეპუტატებად“. მაგალითად ავიღოთ შოთა შალელაშვილი, ოდიშარია, გოცირიძე, წულაია, ოქრიაშვილი… ეს იმ დეპუტატების გვარებია, რომლებიც ფაქტობრივად ჩრდილში დგანან და ფართო საზოგადოებისთვის უცნობები არიან. მათ არ აინტერესებთ პოლიტიკური აქტივობა, მათ აინტერესებთ მხოლოდ თავიანთი ბიზნესსაქმიანობა, შესაბამისად ეს ადამიანები რამე სახის პოლიტიკურ აქტივობას არ ეწევიან. ჩუმად, წყნარად სხედან პარლამენტში და თავიანთ საქმეს აკეთებენ…

_ გინდათ თქვათ, რომ ისინი დეპუტატის მანდატს ბიზნესსაქმიანობისთვის იყენებენ?

_ ყველაფერს თავი დავანებოთ, ჩნდება მარტივი შეკითხვა: რატომ არ არის პარლამენტი ადეკვატური იმ პრობლემებთან მიმართებაში, რაც რეალურად არსებობს ქვეყანაში? საკვები პროდუქტები ძვირდება, საწვავის ფასი იმატებს, ეროვნული ვალუტა უფასურდება… რატომ არ ხდება სათანადო ზომების მიღება? ამ ყველაფერს ძალიან მარტივი ახსნა აქვს, – დღევანდელ პარლამენტში სხედან მილიონერები, რომელბსაც ყველაფერი აქვთ და ამ ხალხს რეალურად არ ადარდებს ქვეყანაში არსებული უმძიმესი სოციალური ფონი. ათი თეთრით გაძვირდება პური თუ თხუთმეტით, შოთა შალელაშვილისთვის, მაგალითად, არანაირი მნიშვნელობა არ აქვს. ამიტომ არის ხოლმე, რომ ნებისმიერ არაადეკვატურ გადაწყვეტილებას, რომელსაც „ქართული ოცნება“ იღებს, მისი ყველა დეპუტატი ერთხმად უჭერს მხარს.

რაც შეეხება კონკრეტულ სარგებელს, მაგალითად მინისტი ტარიელ ხეჩიკაშვილის ორმა კომპანიამ, ხელისუფლებაში „ქართული ოცნების“ მოსვლის შემდეგ, 7 მილიონი ლარი მიიღო ტენდერის გზით. აი, ასეთი პრობლემები და დამოკიდებულებები გვაძლევს იმის თქმის საფუძველს, რომ ესა თუ ის დეპუტატი ბოროტად იყენებს თანამდებობრივ მდგომარეობას ან მონურ მორჩილებაშია ოლიგარქ ივანიშვილთან; ასე რომ, ჩვენ ამას არ ვლაპარაკობთ უმიზეზოდ და უარგუმენტოდ, ამის კონკრეტული ფაქტები არსებობს. ეს არის ციფრები და კონკრეტული მონაცემები, რომელიც საჯაროა და ყველას შეუძლია ამის ნახვა… 

1 COMMENT

  1. კარგია ამ მამხილებელ ფაქტებზე რომ გაგეხსნა იშტა, თუმცა კარგად ვიცი შენი ფარული და ნათელი მიშისტობის შესახებ, თანხებსაც რომ ნაცები გფეშქეშობენ, ოფისებსაც რომ ქირაობენ და რომ სრულ მორჩილება-ვალდებულებაში ხარ მაგ ნაძირალებთან, შენ! კაციჭამიათა ხელისბიჭო.

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here