Home რუბრიკები საზოგადოება ვიტამინი B3 მხედველობის პრობლემებისგან დაგვიცავს

ვიტამინი B3 მხედველობის პრობლემებისგან დაგვიცავს

1057

ამერიკელმა მეცნიერებმა დაადგინეს, რომ  ვიტამონი B3, ასევე ცნობილი, როგორც ნიკოტინამიდი, ნიაცინი, აღკვეთს გლაუკომის  განვითარებას ლაბორატორიულ თაგვებში.

გლაუკომა თვალის ერთ-ერთი გავრცელებული დაავადებაა, რომელიც მსოფლიოში 80 მლნ ადამიანს აწუხებს.
ჩრდილოეთ კალიფორნიის მედიკოსები ცდებს ატარებდნენ თაგვებზე და მივიდნენ დასკვნამდე, რომ ვიტამინი B3 ხელს უშლის გლაუკომით დაავადებული ცხოველების თვალის ნეირონების დეგენერაციას.
მედიკოსებმა დაინახეს, რომ ახალგაზრდა თაგვების რაციონში ვიტამინ B3-ის დამატება აღკვეთდა გლაუკომის ადრეულ სიპტომებს. ვიტამინ B3-ის მიღება ასევე ხელს უშლიდა გლაუკომის განვითარებას შედარებით ასაკოვან თაგვებშიც, რომლებსაც დაავადების სიმპტომები უკვე გამოუვლინდათ. მეცნიერებმა იმის დემონსტრირებაც მოახდინეს, თუ როგორ აჩერებს დაავადებას გენური თერაპია.
ასე რომ, ვიტამინ B3-ის ადეკვატური მიღება მხედველობის პრობლემებისგან კარგი თავდაცვაა. მედიკოსთა აზრით, ნიაცინი კარგ სამსახურს გაგიწევთ სხვა ნეიროდეგენერატიული დაავადებების დროსაც.

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here