Home რუბრიკები საზოგადოება მგზავრმა, რომელსაც ფრენისას ასაფეთქებელი მოწყობილობა უპოვეს შემთხვევიდან რამოდენიმე დღეში კვლავ შეძლო...

მგზავრმა, რომელსაც ფრენისას ასაფეთქებელი მოწყობილობა უპოვეს შემთხვევიდან რამოდენიმე დღეში კვლავ შეძლო გაფრენა

558

სამგზავრო თვითმფრინავ  Ryanair-ის მგზავრს სამგზავრო ჩანთაში ბომბი აღმოუჩინეს, მაგრამ მიუხედავად ამისა, მას მაინც დართეს უფლება რამოდენიმე დღის გასვლის შემდეგ დაეტოვებინა ქვეყნის ტერიტორია და გაფრენილიყო იტალიაში. 

ეს შემთხვევა დიდ ბრიტანეთში მოხდა, მანჩესტერის ერთ-ერთ აეროპორტში. ნადიმ მუჰამედი დაკავებულ იქნა პოლიციის მიერ მას შემდეგ, რაც მას ხელჩანთაში ასაფეთქებელი მოწყობილობა უპოვეს. პოლიციამ იგი ტეტორისტული აქტის განხორციელების მცდელობის ფაქტზე მაშინვე დააკავა. ეჭვმიტანილმა თავი ოფიცრებთან იმით გაიმართლა, რომ მას ეს ყველაფერი  მოუწყვეს და  წარმოდგენაც არ ჰქონდა თუ საიდან გაჩნდა მის ჩანთაში მოწყობილობა. მუჰამედი დააკავეს, თუმცა გირაოს გადახდის შემდგომ იგი განთავისუფლებულ იქნა. ოდნავ მოგვიანებით კი მან უპრობლემოდ მოახერხა გადაფრენა იტალიაში.

სასამართლო მოსმენაზე დამტკიცდა, რომ აღნიშნული მოწყობილობის მოქმედებაში მოყვანის შემთხვევაში, დანადგარს შეეძლო გამოეწვია სერიოზული ზიანი და ამით საფრთხე შექმნოდა მოქალაქეთა სიცოცხლეებს. ამის შემდგომ ეჭვმიტანილს მოუწია დიდ ბრიტანეთში დაბრუნება. იგი დააკავეს და ამჟამად წინასწარ პატიმრობაში იმყოფება. სასამართლო პროცესი მარტში გაიმართება.

 

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here