Home რუბრიკები საზოგადოება რამდენი წელი უნდა იყოს სხვაობა მეუღლეებს შორის, რათა ქორწინება ბედნიერად გაგრძელდეს

რამდენი წელი უნდა იყოს სხვაობა მეუღლეებს შორის, რათა ქორწინება ბედნიერად გაგრძელდეს

569

ამერიკელი მეცნიერების აზრით, ბედნიერი ქორწინებისთვის ცოლქმრის წლოვანებებს შორის იდეალური სხვაობა 1 წელია. ასეთ შემთხვევაში განქორწინების რისკი მხოლოდ 3%-ია.

მეცნიერები ამტკიცებენ, რომ, რაც მეტია მეუღლეების წლოვანებებს შორის სხვაობა, მით მეტია განქორწინების რისკი.

მაგალითად, განქორწინების რისკი იმ მეუღლეებში, რომელთა შორის სხვაობა 5 წელია 18%-ს შეადგენს, თუ სხვაობა 10 წელიწადია _ 39%-ს.

განქორწინების ყველაზე დიდი რისკი აქვს ცოლ-ქმარს, რომელთა შორის სხვაობა 20 წელია. მეცნიერების აზრით, ასეთ წყვილებს შორის ოჯახის დაკარგვის რისკი 95%-ია. ეს იმით აიხსნება, რომ წლოვანებაში დიდი განსხვავების მქონე მეუღლეებს განსხვავებული თვალსაზრისი უყალიბდებათ ცხოვრების ამა თუ იმ ასპექტზე და, ამასთანავე, ინტერესებიც, რაც ოჯახურ კონფლიქტებს იწვევს. შედეგად, მათი ურთიერთობა განქორწინებით სრულდება.

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here