Home რუბრიკები პოლიტიკა თავი მოიჭრა _ ამერიკელმა კონგრესმენმა რუსეთი კორეაზე შეტევაში დაადანაშაულა

თავი მოიჭრა _ ამერიკელმა კონგრესმენმა რუსეთი კორეაზე შეტევაში დაადანაშაულა

504

პრეზიდენტი დონალდ ტრამპი თავისი იმპიჩმენტის პროვოცირებას ეწევა, როცა არაფერს აკეთებს კორეაზე რუსეთის შეტევის საპასუხოდ”, _ ეს სისულელე აშშის კონგრესის წარმომადგენელთა პალატის წევრმა კალიფორნიის შტატიდან _ მაქსინ უოტერსმა თქვა პრესკონფერენციაზე, რომელიც ტელეარხმა CSPAN-მა პირდაპირ სატელევიზიო ეთერში გადასცა.

დემოკრატიული პარტიის წევრმა უოტერსმა, კერძოდ, აღნიშნა, რომ ჯერჯერობით არ მოუწოდებს ტრამპის იმპიჩმენტისკენ, მაგრამ, მისი აზრით, “ამას ის თვითონ აკეთებს”.

“ის გულმხურვალედ ეგებება ვლადიმერ პუტინს იმ მომენტში, როდესაც რუსეთი განაგრძობს შეტევას კორეაზე. ვფიქრობ, რომ ის (ტრამპი) მიდის ისეთი პოზიციისკენ, როდესაც ხალხი დასვამს შეკითხვას: “რა ვქნათ?” და პასუხი, ბოლოს და ბოლოს, იქნება: “ჩვენ რაღაც უნდა მოვუხერხოთ მას”, _ განაცხადა აშშ-ის კონგრესის წევრმა და დასძინა, რომ აშშ-ს არ უნდა ჰყავდეს პრეზიდენტი, რომელიც ასე იქცევა, რადგან ეს ქვეყნისთვის სახიფათოა.

სოციალურ ქსელებში გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, უოტერსმა ერთმანეთში აურია ყირიმი და კორეა(?!). 

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here