Home რუბრიკები პოლიტიკა რატომ შეიძლება გაიმარჯვოს ევროსკეპტიკოსმა და ისლამოფობმა გერტ ვილდერსმა ნიდერლანდების საპარლამენტო არჩევნებში

რატომ შეიძლება გაიმარჯვოს ევროსკეპტიკოსმა და ისლამოფობმა გერტ ვილდერსმა ნიდერლანდების საპარლამენტო არჩევნებში

503

ჰოლანდიელი ევროსკეპტიკოსისა და ისლამოფობის _ გერტ ვილდერსის მოწოდებასშევაჩეროთ ისლამი და კვლავ გადავაქციოთ ჰოლანდია დიად სახელმწიფოდნიდერლანდების ყველაზე ახალგაზრდა ქალაქ ამპერეს სულ უფრო მეტი მცხოვრები ეხმაურება”, _ წერსბიბისისჰოლანდიელი კორესპონდენტი.

“აქ ძალიან ადვილია ჩამოსვლა”, _ ამბობს ქალაქ ამპერეს ბაზარში ერთ-ერთი მოვაჭრე იოოსტი. “ძალიან ბევრი ახალგაზრდა მამაკაცია ჩამოსული თურქეთიდან და მაროკოდან. მე სამი პატარა ბავშვი მყავს და როგორ გარემოში გაიზრდებიან ისინი?” _ სვამს კითხვას იოოსტი.

15 მარტს ნიდერლანდებში არჩევნები უნდა ჩატარდეს და გერტ ვილდერსის თავისუფლების პარტიას აქვს შანსი, საპარლამენტო მანდატების უმრავლესობა მოიპოვოს.

“ამპერე” ნიშნავს “ყველაფერი ტბაა”. 1960 წლამდე ამ ქალაქის ადგილას ტბა ეისელმერი იყო. 1975 წელს ამ ტბის ნაწილი დააშრეს და დაიწყეს ქალაქის აშენება. ამპერეში პირველი სახლი 1976 წელს ააგეს. აქ ბინა საკმაოდ იაფია და ამიტომ ბევრი ამსტერდამელი გადმოდის საცხოვრებლად. ბოლო რამდენიმე წელიწადია, ამპერეს მცხოვრებთა უმრავლესობა მხარს გერტ ვილდერსს უჭერს. იმიგრანტებმა საკმაოდ მცირე ხანში ამპერეს მოსახლეობის 30% შეადგინეს. ეს ქალაქის ბაზრობიდანაც ჩანს, დახლებზე დგას ქვაბები ცხელი ცხარე ლობიოთი სურინამიდან, საკიდებზე კი ნახავთ ცისარტყელას ფერების აღმოსავლურ თავსაბურავებს.

გერტ ვილდერსი, რომელსაც “ჰოლანდიელ დონალდ ტრამპს” უწოდებენ, იზიარებს აშშ-ის პრეზიდენტის ანტიმიგრანტულ პოზიციას, არ სჯერა მასმედიისა და ძალიან მოსწონს სოციალური ქსელი “ტვიტერი”.

რას სთავაზობს ვილდერსი ჰოლანდიელებს:

* “ჰოლანდიის დეისლამიზაციას” _ ქვეყანაში აღარ შეუშვან ლტოლვილები;

* საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში ტრადიციული ისლამური თავსაბურავით გამოჩენასა და ისლამის მომხრეების დემონსტრაციების აკრძალვას, თუ ისინი არღვევენ საზოგადოებრივ წესრიგს;

*ყურანის აკრძალვას, მეჩეთებისა და მედრესეების დახურვას. პარტიის მანიფესტში დაზუსტებული არ არის, აპირებენ თუ არა ყურანის გაყიდვას,  ქვეყანაში შეტანის აკრძალვას;

* ევროკავშირიდან ჰოლანდიის გასვლას;

* ორმაგი მოქალაქეობის მქონე დამნაშავეების დეპორტაციას;

*გადასახადების შემცირებას, საპენსიო ასაკის მომატებაზე უარის თქმას, მოხუცთა თავშესაფრების სუბსიდირებას.

ვილდერსის პარტიამ შეიძლება გაიმარჯვოს 15 მარტს დანიშნულ არჩევნებში, მაგრამ მხოლოდ მის თავგადაკლულ მომხრეებს თუ სჯერათ, რომ ვილდერსი ჰოლანდიის მომდევნო პრემიერმინისტრი იქნება.

ნიდერლანდების პოლიტიკური სისტემა ისეა მოწყობილი, რომ ამ ქვეყნის მთავრობა ყოველთვის კოალიციურია. ჰოლანდიის სხვა პარტიები კი უარს ამბობენ ვილდერსთან კოალიციაში თანამშრომლობაზე. მიუხედავად ამისა, თუ ვილდერსის პოპულარობა აიძულებს ლიბერალებსა და ცენტრისტებს, მიჰბაძონ ვილდერსის პოლიტიკას, შეიძლება ითქვას, რომ ვილდერსმა გამარჯვება მოიპოვა, თუნდაც არჩევნებში დამარცხდეს.

BBC

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here