Home რუბრიკები პოლიტიკა უწმინდესის მოწამვლა და მეუფე დანიელის გაპატრიარქება სააკაშვილს ჯერ კიდევ 2004 წლის 22...

უწმინდესის მოწამვლა და მეუფე დანიელის გაპატრიარქება სააკაშვილს ჯერ კიდევ 2004 წლის 22 ნოემბერს ჰქონდა დაგეგმილი

590

“2004 წლის 22 ნოემბერს, სახელმწიფო გადატრიალების წლისთავზე, გურამ შარაძემ უწმინდესის მოწამვლისა და მეუფე დანიელის გაპატრიარქების იდეა პირველად ჩაუშალა სააკაშვილსა და მის ე.წ. მოძღვრებს. ბევრს ეს სასაცილოდ არ ეყო მაშინაც და მერეც… ახლაც იცინით? მამა ვის არ უყვარს, მაგრამ იმიტომ ვაღმერთებ მამაჩემს, რომ სულ ფეხებზე ეკიდა ე.წ. საზოგადოებრივი აზრი. შუბლით მიდიოდა თავისი სიმართლით, თავის კაცობით და სიკვდილიც შესაბამისი არგუნა ღმერთმა. ღმერთმა დიდხანს გვიცოცხლოს ჩვენი პატრიარქი, ილია II” _ ეს სტატუსი გურამ შარაძის ქალიშვილმა “ფეისბუქზე” გამოაქვეყნა. “საქართველო და მსოფლიო” ჟენევაში მყოფ რუსუდან შარაძეს დაუკავშირდა.

_ მას შემდეგ, რაც პატრიარქის მოწამვლის მცდელობის შესახებ ინფორმაცია გავრცელდა, თქვენ “ფეისბუქზე” დაწერეთ, რომ 2004 წელს მამათქვენმა, აკადემიკოსმა გურამ შარაძემ სააკაშვილის ხელისუფლებას უწმინდესის მოწამვლის გეგმა ჩაუშალა…. დეტალურად გვიამბეთ, რა იცით ამის თაობაზე.

_ პატრიარქის წინააღმდეგ მოფიქრებული არაერთი გეგმა ჩაუშალა გურამ შარაძემ სააკაშვილს პრეზიდენტობამდეც და მერეც. სააკაშვილის გეგმა ჯერ პატრიარქის მოწამვლას, შემდგომ ვითომ გადადგომას, სინამდვილეში კი გადაყენებას შეეხებოდა. ყველა შემთხვევაში, მამაჩემი საჯაროდ ამბობდა, რომ პატრიარქის სავარძელს უმზადებენ მეუფე დანიელს, რომელიც თავადაც არ აკლებს მცდელობასო. თქვენ იცით, რომ გურამ შარაძეს ჰაერზე ლაპარაკი არ სჩვეოდა.

_ თქვენი აზრით, რატომ სურდა სააკაშვილის ხელისუფლებას უწმინდესის მოშორება და მის ნაცვლად მეუფე დანიელის გაპატრიარქება?

_ იმისთვის, რომ საპატრიარქოც ისევე ყურმოჭრილ მონად ექცია, როგორი ხელისუფლებაც ჰყავდა. მღვდლები ყველგან იქადაგებდნენ იმას, რასაც სააკაშვილი მოისურვებდა. მან კარგად იცის, თუ რა გავლენა აქვს ხალხზე ეკლესიას. მივიღებდით სეთურის მრევლის უფრო ფართო და თანამდროვე მოდელს. შორს რომ არ წავიდე, ყველას ემახსოვრება ქუთაისის ეპისკოპოსი კალისტრატე და დასავლეთ ევროპის მიტროპოლიტი აბრაამი; ერთი _ ქუთაისში, მეორე _ მილანში, ტაძრებში ქადაგებისას, წყევლიდნენ ყველას, ვინც სააკაშვილს ხმას არ მისცემდა. სამარცხვინოა და ამაზრზენი ეს ყველაფერი.

_ თუ იცით, საიდან შეიტყო მოწამვლის მცდელობის შესახებ მამათქვენმა და ამაზე ინფორმაცია თუ ჰქონდა საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს?

_ ნამდვილად არ ვიცი, ვისგან ჰქონდა ხოლმე ასეთი ინფორმაცია. ძალიან ვწუხვარ, რომ ამ საკითხზე არ ჩავეძიებოდი ხოლმა. მეტყოდა, რადგან გამოცდილი ვყავდი სიტყვის შენახვაში. რადგან თვითონ არ მიამბო დეტალები, მეც მომერიდა. რატომღაც სულ მეგონა, რომ ბევრი დრო მქონდა და ბევრ რამეს “მერე” შევიტყობდი მისგან… პატრიარქს ყოველთვის აფრთხილებდა, ეს დანამდვილებით ვიცი.

_ რადგან ამბობთ, რომ მამათქვენმა ჩაუშალა სააკაშვილის რეჟიმს უწმინდესის გზიდან ჩამოცილების გეგმა და ისიც არაერთხელ განგიცხადებიათ, რომ ბატონი გურამ შარაძე სააკაშვილის რეჟიმმა დახვრიტა, იქნებ ეს ვერ აპატიეს მას?

_ მამაჩემს ბევრი რამ ვერ აპატიეს. ჩვენ არაერთხელ გვისაუბრია ამის შესახებ და კონკრეტული თემებიც დაგვისახელებია, იქნება ეს ე.წ. თურქი-მესხების, მუზეუმებში დაცული განძისა თუ სხვა საკითხები… ჩემი ღრმა რწმენით, მთავარი იყო მისი პიროვნება, რადგან ყველაფერი, რისთვისაც იბრძოდა, ეხებოდა ეროვნულ თვითმყოფადობას, მის წარსულს, აწმყოსა და მომავალს, რაც მტკივნეულად აისახებოდა სააკაშვილზე. ის გემოს ვერ ატანდა თავის ავკაცობებს, გურამ შარაძე, ერთი კაცი, კალმით და სიტყვით არ აცლიდა მას ბოლომდე ტკბობას. ხალხი ენდობოდა მამაჩემს, მას ავტორიტეტი ჰქონდა. ის ქუჩიდან არ შესულა პარლამენტში, გურამ შარაძე შვიდი ათეული წიგნის ავტორი და გამომცემელია, რომ აღარაფერი ვთქვათ მის საზოგადოებრივ მოღვაწეობაზე.

რაც შეეხება ამ კონკრეტულ ფაქტს, კარგად მახსოვს, ინტერვიუ, რომელიც “ასავალ-დასავალში” დაიბეჭდა სათაურით: “გურამ შარაძე: ყურადღება, ყურადღება! 23 ნოემბერს, გიორგობა დღეს, საქართველოს პატრიარქი უნდა დაამხონ!”.

მამაჩემი ამბობდა, რომ იგეგმებოდა მორიგი დანაშაული პატრიარქის _ ილია II ჩამოსაშორებლად და შიფრავდა სააკაშვილისა და მისი გარემოცვის გეგმას, რომელიც, რასაკვირველია, ამის შემდეგ ჩაიშალა. ეს ნამდვილად ასე იყო და კიდევ ბევრჯერ დადასტურდება. ამით გავეშებულმა სააკაშვილმა 10 დღეში, 2004 წლის 25 ნოემბერს, მამაჩემი დაიჭირა და 2 კვირით ციხეში გამოამწყვდია ვიღაც ოლბინსკის იაფფასიანი პლაკატების (და არა ნახატების, როგორც გია ბუღაძეს და გოკა გაბაშვილს უნდოდათ შემოესაღებინათ და ატყუებდნენ ხალხს) ჩამოხევის გამო. ამას თავად გურამ შარაძე ამბობდა ყველგან, არაერთი ინეტრვიუც არსებობს, სადაც ამბობს, რომ, პირველ რიგში, პატრიარქის წინააღმდეგ გეგმის ჩაშლის გამო იძია მასზე შური სააკაშვილმა.

_ რუსუდან, ამ ფაქტის გახსენებით საზოგადეობას იმას მიანიშნებთ, რომ უწმინდესის მოწამვლის მცდელობაში ახლაც სააკაშვილის ხელი ურევია?

_ გარდა იმისა, რომ მსგავსი გარეწარი სხვა არავინ მეგულება დედამიწის ზურგზე, რომელიც პატრიარქზე ხელს აღმართავდა, მთელი ინტერვიუს განმავლობაშიც ხომ ამაზე ვსაუბრობთ. 13-14 წლის წინათ თუ ჩაიდენდა, დღეს რა შეუშლის ხელს, უარესად გაბოროტებულს, გაავებულს, საკუთარი გუნდისგან მიგდებულს და ქვეყნიდან პანღურით გაგდებულს?! ის ვერ იტანს ავტორიტეტებს, სულერთია, ეკლესიაა, მეცნიერებაა, პოლიტიკაა თუ ქურდული სამყარო; ძირში სპობს. შურს ყველასი, სძულს ყველა, ვინც ოდნავ მასზე მეტია და, თუ არ ემორჩილებიან, უკვე, სიძულვილთან ერთად, შიშიც იპყრობს. სააკაშვილი ხომ ცნობილი კურდღელია _ მილიონი კაციც რომ იცავდეს, სად წაუვა თავის ბუნებას?!

_ თუ ასეა, რისთვის ან რატომ შეიძლებოდა დასჭირვებოდა საქართველოდან წასულ ყოფილ პრეზიდენტს ეს და, საერთოდ, რით ახსნით ულტრალიბერალების გააფთრებულ ბრძოლას პატრიარქისა და, საზოგადოდ, მართლმადიდებლობის წინააღმდეგ?

_ სააკაშვილი ვერ ეგუება ძალაუფლების დაკარგვას. იცის, რომ, თუ ძალაუფლება არ ექნება, ივლის, როგორც ერთი ჩვეულებრივი კრიმინალი, “მსუყე” წარსულით. არც ციხის საკნის მოლანდებები იქნება უცხო მისთვის, ამიტომ ყველა გზას მიმართავს. თუნდაც არეულობას ხომ შემოიტანს, ხომ გაამწარებს, ხომ აატირებს ხალხს, მისთვის საძულველ ადამიანს ხომ წაართმევს სიცოცხლეს და ხომ გაიხარებს 5 წუთით მაინც?!

_ პროკურატურის ოფიციალური განცხადებიდან რამდენიმე საათში “კურიერმა” მამალაძის წერილი გამოაქვეყნა (ავთენტურობა ჯერ არ არის დადგენილი), იგი უწმინდესს სწერს: “თქვენო უწმინდესობავ, სამწუხაროდ უნდა მოგახსენოთ, რომ აღნიშნული საკითხების მოკვლევისას გამოიკვეთა ხელისუფლების ზოგიერთი მაღალჩინოსნისა და საპატრიარქოს წარმომადგენლის არაკეთილსინდისიერი ინტერესები საპატრიარქოს ქონებასთან დაკავშირებით. ასევე, იყო ჩემ მიმართ მუქარა, რაზეც პირადად მინდა გესაუბროთ. ხელთ მაქვს ძალიან ბევრი მასალა, რაც ეკლესიის მიმართ ჩადენილ დანაშაულებს გამოავლენს”…

რა მიზანს ემსახურება ამ შინაარსის წერილის გამოქვეყნება?

_ ის, რომ იქ დიდი ხანი განუკითხაობაა, გურამ შარაძე ლამის 20 წლის წინათ საჯაროდ ამბობდა, ბოლომდეც არ ამბობდა, მტერს რომ არ გაეხარა, მაგრამ, რაც თქვა, საკმარისზე მეტი იყო იმ დროში. არც ეკონომიკურ დანაშაულზე ხუჭავდა თვალს. გიორგი ანდრიაძეს ხომ ჯერ კიდევ შევარდნაძის პერიოდში ეკლესიაში სააკაშვილის დავალებით ინტრიგანობაში ამხელდა, მამამისს _ საპატრიარქოს ბიუჯეტის შეჭმაში… ორი ათეული წლის წინათ თუ ასე იყო, ახლა რატომ იქნება უკეთესად საქმე? მით უმეტეს, რომ სად იყო იქამდე მსგავსი აგენტურა, რომელიც სააკაშვილმა ჩანერგა, გაწრთვნა და აღჭურვა?!

რაც უნდა იყოს, პატრიარქი ამიტომ უნდა მოვწამლოთ და მოვკლათ? სააკაშვილი გავიგეთ, მაგრამ სხვებს რატომ ენანებათ მისთვის სიცოცხლე, რით ვერ ინელებენ ამ ერთ კაცს?! ვერავის მოთხოვ, რომ შენი ღმერთი იწამოს ან საერთოდ, რამე და ვინმე სწამდეს, მაგრამ ნუთუ სიკეთისა და ბოროტების არ სწამთ? ჩემი აზრით და გამოცდილებით, არც ერთი კონფესიის წარმომადგენელი, არც ერთი ნამდვილი ათეისტი იმას არ იკადრებს, რასაც ესენი კადრულობენ. ამ ისტერიულ კამპანიას ერთადერთი ახსნა აქვს _ დაფინანსება: ნაწილი სააკაშვილისგან ფინანსდება, ნაწილი _ სხვადასხვა საერთაშორისო ფონდებიდან, რომლებიც იმავე სააკაშვილს მფარველობენ. აღარაფერს ვიტყვი სხვის ხმას აყოლილ ადამიანებზე, რომლებისთვისაც, პრინციპში, კეთდება ეს ყველაფერი. “ნაცმოძრაობა”, თავის მეტასტაზებით, მოქმედებს, როგორც სექტა, რათა როგორმე გადაიბიროს, გამოაშტეროს ადამიანები. ახალს არაფერს ვამბობ, დიდი ხანია, ცნობილია ეს ყველაფერი.

_ ჯორჯ სოროსისა და სხვა ფონდების მიერ გულუხვად დაფინანსებული ლიბერალური სექტორი ყოველთვის გამოირჩეოდა პატრიარქის წინააღმდეგ შეუწყნარებლური განცხადებებით. სააკაშვილის რეჟიმის პერიოდში ეს მიდგომა სახელმწიფო პოლიტიკის რანგში იყო აყვანილი და, საიდუმლო არ არის, რომ სინოდის სხდომებს კუდის ხელმძღვანელობა ხან უშუალოდ ესწრებოდა, ხანაც სკაიპით ადევნებდა თვალს. ხომ არ არის მომხდარი ულტრალიბერალების მიერ პატრიარქის, სულიერების, ზნეობისა და ტრადიეციების წინააღმდეგ მიმართული კამპანიის ლოგიკური გაგრძელება?

_ კონსტიტუციური უსაფრთხოების დეპარტამენტი კი შეიცვალა, მაგრამ ვის სხდომებსაც ის აკონტროლებდა, ხომ იგივე დარჩა?! მიჭირს ყველაფერზე პასუხის გაცემა, ღმერთმა ჯანმრთელი დაგვიბრუნოს პატრიარქი გერმანიიდან და ყველაფერი დალაგდება. ასე გაგრძელება რომ შეუძლებელია, ყველა ვხედავთ. გამოძიებაც დასრულდება და იმედია, დამნაშავეთა მთელი გუნდი (გიორგი მამალაძე რომ მარტო ვერ იმოქმედებდა, ბავშვიც ხვდება) გამოაშკარავდება. იქნებ ასე სჯობდა, ერთხელ და სამუდამოდ ხომ უნდა დაერქვას ყველაფერს თავის სახელი?!

_ თქვენი აზრით, რატომ იცავს გაშმაგებით სანდრა რულოვსის კარის მოძღვრად წოდებული ჭყონდიდელი მეუფე პეტრე პროკურატურის მიერ მაღალი იერარქის მოწამვლაში ბრალდებულებს და რატომ ცდილობს იგი გამოძიების არგუმენტების დაკნინებას?

_ პასუხი თქვენსავე კითხვაშია _ “სანდრა რულოვსის მოძღვარი”. ამაზე უკეთ ვერაფერს გეტყვით.

ესაუბრა ჯაბა ჟვანია

1 COMMENT

  1. ახლა მეუფე დანიელის დამცველად არ გამოვდგები,მაგრან რას ვერჩით მას?იქნებ მისი ამოსვრაც განზრახ სურს ლაფში?

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here