Home რუბრიკები საზოგადოება რატომაა ყველაზე საშიში მეოთხე ჯგუფის სისხლი?

რატომაა ყველაზე საშიში მეოთხე ჯგუფის სისხლი?

959

ამერიკელმა მეცნიერებმა დაადგინეს კავშირი სისხლის ჯგუფებსა და დაავადებებს შორის. აღმოჩნდა, რომ, ვისაც მეოთხე ჯგუფის სისხლი აქვს, დემენციისკენაა მიდრეკილი.

ვერმონის უნივერსიტეტის  მეცნიერები სამი წლის განმავლობაში თვალყურს ადევნებდნენ დაახლოებით 30 ათასი ადამიანის ჯანმრთელობას, რომელთაგან 500-მდე პაციენტს ჭკუასუსტობა განუვითარდა. ყველა მათგანს მეოთხე ჯგუფის სისხლი აღმოაჩნდა.

იმ ადამიანებს, რომლებსაც პირველი ჯგუფის სისხლი ჰქონდათ, მახსოვრობის პრობლემა არ წარმოქმნიათ, ამასთანავე, ნაკლები იყო შანსი მათი გულ-სისხლძარღვთა დაავადებებით ავად გახდომის. მეოთხე ჯგუფის სისხლის მქონენი კი 82%-ით მიდრეკილნი აღმოჩნდნენ დემენციისკენ (დემენცია ტვინის ორგანული დაზიანების შედეგად განვითარებული პათოლოგიური მდგომარეობაა, რომელიც ინტელექტის, აზროვნების, მახსოვრობის, აღქმის უნარის, მეტყველებისა და სხვა შემეცნებითი ფუნქციების დარღვევით გამოიხატება), რადგან მათ სისხლში დიდია ცილის შემცველობა, რომელიც აჩქარებს სისხლის შედედებას. სისხლის მიმოქცევის დარღვევა კი პირდაპირ უკავშირდება გონებრივ აშლილობებს.

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here