Home რუბრიკები საზოგადოება ჩინეთი ორბიტაზე გაუშვებს ღამის სათვალთვალო თანამგზავრს

ჩინეთი ორბიტაზე გაუშვებს ღამის სათვალთვალო თანამგზავრს

576

როგორც ჩინეთის აეროკოსმოსური მეცნიერებისა და ტექნიკის კორპორაციაში ამბობენ, 2017 წელს ჩინეთი ორბიტაზე გაუშვებს ღამის სათვალთვალო თანამგზავრს. აპარატი, რომლის სახელწოდებაალოძია-1”, დედამიწის გადაღებას ღამითაც შეძლებს

მასზე დაამონტაჟებენ მაღალი მგრძნობელობის ფოტოტექნიკას, რომელიც ჩაბნელებული ტერიტორიების უმაღლესი ხარისხის ფოტოებს მოგვცემს. ეს სისტემა ბევრად უკეთესია თავის ანალოგებზე, რომლებიც ამერიკულ თანამგზავრებზეა დაყენებული.

ამას გარდა, ორ წელიწადში იგეგმება “ლოძია-2”-ის კოსმოსში გაშვება, რომელსაც ექნება ძლიერი რადარი დედამიწის გარკვეული ადგილების რელიეფსა და დედამიწის ზედაპირზე მიმდინარე ცვლილებების შესახებ მონაცემთა მისაღებად.

ცოტა ხნის წინათ ცნობილი გახდა, რომ ჩინეთმა, მსოფლიოში პირველმა, კვანტური კავშირის თანამგზავრ “მო-ძი”-ს გამოყენება დაიწყო.

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here