Home რუბრიკები სამართალი ნინო მიქიაშვილი: იური ვაზაგაშვილს საფლავიდან ამოთხრით ემუქრებიან!

ნინო მიქიაშვილი: იური ვაზაგაშვილს საფლავიდან ამოთხრით ემუქრებიან!

646

ჟურნალისტი ნინო მიქიაშვილი ირწმუნება, რომ თავად მოისმინა თუ როგორ აპირებენ იური ვაზაგაშვილის საფლავის წაბილწვას. 

„ჯერ შვილის საფლავზე ააფეთქეს იური ვაზაგაშვილი და ახლა საფლავიდან ამოთხრით ემუქრებიან. მუქარა თავად მოვისმინე, სააპელაციო სასამართლოში. მზად ვარ, ჩვენება მივცე სათანადო უწყებას. კიდევ ერთი ამბავი: კორტების საქმეზე მსჯავრდებული ლევან ბეროძე გაუთავისუფლებიათ, ახლა დარბაზში ზის, ადვოკატების გვერდით. დარბაზში ნაცზონდერები მრავლად არიან. მოსამართლე მანუჩარ კაპანაძე ისევ ეფერება მსჯავრდებულებს, როგორც ამას წინა სხდომებზე აკეთებდა“. – განაცხადა მიქიაშვილმა.

შეგახსენებთ, იური ვაზაგაშვილი სპეცოპერაციის დროს მოკლული შვილის, ზურას საფლავზე კასპის რაიონის სოფელ ყარაფილაში გარდაცვლილი იპოვეს. გავრცელებული ინფორმაციით, იური ვაზაგაშვილი 20 იანვარს აფეთქების შედეგად გარდაიცვალა. მოწმეთა თქმით, მათ აფეთქების ხმა გაიგონეს და როდესაც საფლავს მიუახლოვდნენ, იური ვაზაგაშვილის ცხედარი აღმოაჩინეს.

მთავარი პროკურორის მოადგილემ ირაკლი შოთაძემ დაადასტურა, რომ გარდაცვალება აფეთქებამ გამოიწვია, თუმცა ასაფეთქებელი მოწყობილობის ტიპი ვერ დააკონკრეტა.

იური ვაზაგაშვილი წლების განმავლობაში იბრძოდა პროტესტის სხვადასხვა ფორმებით იმისათვის, რომ გამოძიებას სიმართლე დაედგინა მისი შვილის მკვლელობასთან დაკავშირებით.

 ზურა ვაზაგაშვილი 2006 წლის 2 მაისს თბილისში, ყოფილი კორტების მიმდებარე ტერიტორიაზე სამართალდამცავებმა მანქანაში საშა ხუბულოვთან ერთად ჩაცხრილეს, მათთან მყოფი ერთი ახალგაზრდა დაიჭრა. მაშინ პოლიციამ განაცხადა, რომ „ყაჩაღური ჯგუფის“ წინააღმდეგ ჩაატარა სპეცოპერაცია. ამ ვერსიას ვაზაგაშვილის ოჯახმა და უფლებადამცველებმა უნდობლობა გამოუცხადეს და იმ პოლიციელთა დასჯას მოითხოვდნენ, რომლებმაც, მათი შეფასებით, უფლებამოსილებას გადაამეტეს.

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here