Home რუბრიკები პოლიტიკა თამაზ მეჭიაური: ხელისუფლებას ძალიან უჭირს იმ რადიკალურ ცვლილებებზე გადაწყობა, რასაც ტრამპი გვპირდება

თამაზ მეჭიაური: ხელისუფლებას ძალიან უჭირს იმ რადიკალურ ცვლილებებზე გადაწყობა, რასაც ტრამპი გვპირდება

495

საქართველოს პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა თამარ ჩუგოშვილმა მედიასთან ამერიკის შეერთებულ შტატებში გამართული ოფიციალური შეხვედრების შემაჯამებელი განცხადება გააკეთა. მისი თქმით, აშშის კონგრესის ორივე პალატაში საქართველოს, როგორც ამერიკის სტრატეგიულ პარტნიორს, ცალსახა მხარდაჭერა აქვს და ორმხრივი ურთიერთობები მომავალში კიდევ უფრო გაღრმავდება: ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ამ დღეების განმავლობაში შესაძლებლობა მოგვეცა შევხვედროდით ძალიან ბევრ კონგრესმენს და სენატორს, მათაც, ვინც არიან გამოცდილი საქართველოსთან ურთიერთობის კუთხით და მათაც, ვინც არიან შედარებით ახლად არჩეულები. იყო ცალსახა მხარდაჭრა, როგორც რესპუბლიკური, ასევე დემოკრატიული პარტიის წარმომადგენლებისგან. ყველა ერთხმად აღნიშნავს, რომ საქართველოს აქვს ამერიკის შეერთებული შტატებისთვის სტარატეგიული პარტნიორის მნიშვნელობა და ეს ურთიერთობები მომავალში კიდევ უფრო გარღმავდება“- განაცხადა თამარ ჩუგოშვილმა.

ექნება თუ არა საქართველოს „თეთრი სახლის“ ახალი ადმინისტრაციისგან წინამორბედის მსგავსი მხარდაჭერა, შეიცვლება თუ არა ორი ქვეყნის ურთიერთობა მნიშვნელოვნად და კონკრეტულად რა ცვლილებებს უნდა ველოდეთ, „საქართველო და მსოფლიო“ კომენტარისთვის ყოფილ პარლამენტარს თამაზ მეჭიაურს დაუკავშირდა.

თამაზ მეჭიაური:- ამერიკის ახალარჩეული პრეზიდენტი ჯერ კიდევ წინასაარჩევნო კამპანიის პერიოდში აცხადებდა, რომ გამარჯვების შემთხვევაში, ძირეულად შეცვლიდა ქვეყნის საშინაო პოლიტიკასაც და საგარეო ორიენტირებსაც. ამ დაპირებით მან მოიგო. ახლა ჩვენ რა ვქნათ, თავი მოვიტყუოთ? ანუ, რა გამოდის, კაცი ცვლის ყველაფერს, დაწყებული სპეცსამსახურების თანამშრომლებიდან, დამთავრებული უმაღლესი თანამდებობის პირებით და ჩვენთან მიმართებაში ყველაფერი უცვლელი რჩება?! ამას ხომ არავინ დაიჯერებს. საქართველო-ამერიკის ურთიერთობაში სერიოზული ცვლილებები მოხდება და პირველ რიგში ეს შეეხება ჩვენს ჩრდიოლოატლანტიკურ პერსპექტივას. კონკრეტულად რას და როგორ, ახლა ამაზე ნუ ვისაუბრებთ, ისედაც ყველაფერი გასაგებია.

რაც შეეხება იმ განცხადებებს, რომ ჩვენ ვრჩებით სტრატეგიულ პარტნიორებად, ხელისუფლებას ძალიან უჭირს იმ რადიკალურ ცვლილებებზე გადაწყობა, რასაც ტრამპი გვპირდება და ამიტომ კეთდება ეს აბსურდული განცხადებები. თუმცა მე ძალიან კარგად მახსოვს ერთი რამ, თავის დროზე, როცა ტრამპზე რამე კარგს ვიტყოდი, ჩემი მაშინდელი თანაგუნდელები ერთმანეთს ასწრებდნენ ამ განცხადებისგან გამიჯვნას. დღეს ალბათ ისინი გახდებიან ახალარჩეული პრეზიდენტის უპირველესი თანამოაზრეები და როგორც ჩანს, სწორედ ამ გათვლებით კეთდება შეფასებები სტრატეგიულ პარტნიორობასთან დაკავშირებით. სინამდვილეში ამ ყველაფერზე საუბარი, რბილად რომ ვთქვათ, სასაცილოა.

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here