Home რუბრიკები პოლიტიკა პენტაგონი: აშშ არ გეგმავს სამხედრო კონტინგენტის გაძლიერებას ახლო აღმოსავლეთში

პენტაგონი: აშშ არ გეგმავს სამხედრო კონტინგენტის გაძლიერებას ახლო აღმოსავლეთში

513

აშშის ადმინისტრაციაში არ განიხილავენ სამხედრო კონტინგენტის რაოდენობის მომატებას ახლო აღმოსავლეთში ირანის მოქმედების გამო, _ განაცხადა ამერიკის შეერთებული შტატების თავდაცვის მინისტრმა ჯეიმს მეტისმა.

“დღეს მე ვერ ვხედავ რეგიონში ჩვენი სამხედრო ძალების რაოდენობის მომატების აუცილებლობას. ჩვენ ყოველთვის გვექნება ამის შესაძლებლობა, მაგრამ არ მიმაჩნია, რომ ამჟამად ეს აუცილებელია”, _ მოჰყავს სააგენტო ღეუტერს-ს პენტაგონის ხელმძღვანელ ჯეიმს მეტისის ფრაზა.

ამასთანავე, მეტისი დასძენს, რომ “მსოფლიო თვალს ვერ დახუჭავს ირანის არასწორ საქციელზე”. აშშ-ის თავდაცვის მინისტრს მხედველობაში ჰქონდა თეირანის მიერ ცოტა ხნის წინათ საშუალო სიშორის ბალისტიკური რაკეტის გამოცდა.

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here