Home რუბრიკები პოლიტიკა რუსეთი თავისი გავლენის აღდგენას ცდილობს ავღანეთში

რუსეთი თავისი გავლენის აღდგენას ცდილობს ავღანეთში

513

ავღანეთი შეიძლება იქცეს კიდევ ერთ თეატრად, სადაც ტრამპის ადმინისტრაცია მხარს დაუჭერს მოსკოვის ძალისხმევას, თუნდაც ესთალიბანთანთანამშრომლობა იყოს, _ ვარაუდობს The American Interest.

ავღანეთში ამერიკის მრავალწლიანმა ყოფნამ საკმაოდ ბევრი გამარჯვება მოიტანა. ამჟამად “თალიბანთან” ურთიერთობით მოსკოვი ცდილობს, გადამწყვეტი ზომები გაატაროს ავღანეთის არამდგრადი ხელისუფლების მხარდასაჭერად, რაც აშშ-ს მოქმედების არეალს უზღუდავს.

იანვარში მოსკოვმა გაასაჯაროა თალიბებთან თავისი კონტაქტების დეტალები, როდესაც განაცხადა, რომ ინფორმაციას აწვდის ამ რადიკალურ დაჯგუფებას ავღანეთის აღმოსავლეთ პროვინცია ნანგარჰართან (პაკისტანის საზღვართან) მოქმედი “ისლამური სახელმწიფოს” დაჯგუფებასთან საბრძოლველად. მოსკოვის ეს მოქმედება, სპეციალისტების აზრით, მიმართულია აშშ-ის გავლენის შესასუტებლად როგორც ავღანეთში, ასევე, ევროპასა და ახლო აღმოსავლეთში.

ავღანეთის ამჟამინდელი პრეზიდენტი აშრაფ განი საჯაროდ გმობს “თალიბანისთვის” გაწეულ ნებისმიერ დახმარებას, მაგრამ განის წინამორბედი ჰამიდ კარზაი, რომელსაც დიდი გავლენა აქვს ავღანეთში, მხარს რუსეთის მოქმედებებს უჭერს. “საქმე ის არის, რომ ავღანეთში ამერიკელთა ყოფნას ჩვენთვის უსაფრთხოება არ მოუტანია. ამერიკელთა ყოფნამ გამოიწვია ექსტრემიზმის დონის მატება. აქ ძალები და გავლენა უნდა გათანაბრდეს”, _ განუცხადა კარზაიმ The Wall Street Journal-ს.

პრეზიდენტ ტრამპს ჯერ კიდევ არ დაუკავებია მკვეთრი პოზიცია ავღანეთის მიმართ, მაგრამ ძნელი წარმოსადგენია, რომ ის გააძლიერებს აშშ-ის ძალისხმევას ამ ქვეყნის საშინაო საქმეებში 15-წლიანი ჩარევის შემდეგ, რაც წინასაარჩევნო კამპანიისას სრულ კატასტროფად შეაფასა.

ავღანეთი შეიძლება იქცეს კიდევ ერთ თეატრად, სადაც ტრამპის ადმინისტრაცია მხარს დაუჭერს მოსკოვის ძალისხმევას, თუნდაც ესთალიბანთანთანამშრომლობა იყოს.

The American Interest

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here