Home რუბრიკები საზოგადოება ინა გუდავაძე დიდი ბრიტანეთის უმდიდრესი ადამიანების სიაში მოხვდა

ინა გუდავაძე დიდი ბრიტანეთის უმდიდრესი ადამიანების სიაში მოხვდა

1616

ინა გუდავაძე, აწ განსვენებული ქართველი მილიარდერის, ბადრი პატარკაციშვილის, მეუღლე გამოცემა Sundy Timesის შედგენილ დიდი ბრიტანეთის უმდიდრესი ქალების სარეიტინგო სიაში მოხვდა.

გამოცემამ ინა გუდავაძის ქონება 650 მლნ გირვანქა სტერლინგად შეაფასა, ამასთანავე, აღნიშნა, რომ ინა გუდავაძემ თავისი ქმრისგან, 9 წლის წინათ გარდაცვლილი ბადრი პატარკაციშვილისგან, მემკვიდრეობით მიიღო კომერციული უძრავი ქონება, ტელეარხი, კაზინო და ოქროს საბადოები.

Sundy Times -ის სარეიტინგო სიაში, რომელშიც 31 ქალბატონია, პირველია მომღერალი კრისტი ბერტარელი, მეუღლე შვეიცარიაში ყველაზე მდიდარი ადამიანისა, რომლის ქონებაც 9,7 მლრდ გირვანქა სტერლინგადაა შეფასებული.

ბადრი პატარკაციშვილი 2008 წლის 12 თებერვალს გულის შეტევით დიდ ბრიტანეთში გარდაიცვალა.

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here