Home რუბრიკები პოლიტიკა დონალდ ტრამპმა სიცრუის მანქანა უწოდა საზოგადოებრივი აზრის გამოკითხვის შედეგებს

დონალდ ტრამპმა სიცრუის მანქანა უწოდა საზოგადოებრივი აზრის გამოკითხვის შედეგებს

471

აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა სიცრუე უწოდა საზოგადოებრივი აზრის გამოკითხვის შედეგებს, რომლის თანახმად, გამოკითხული ამერიკელების 53% პრეზიდენტის რანგში ტრამპის პირველ ნაბიჯებს არ ეთანხმება. 

ტრამპის თქმით, წინასაარჩევნო კამპანიისას ამერიკული ტელეარხების მიერ დაკვეთილი გამოკითხვები მის მოწინააღმდეგეს, ჰილარი კლინტონს უწინასწარმეტყველებდნენ გამარჯვებას, თუმცა ეს პროგნოზები მართალი არ აღმოჩნდა.

„ნებისმიერი ნეგატიური გამოკითხვები დეზინფორმაციაა, ისევე, როგორც წინასაარჩევნო კამპანიისას CNN, ABC, NBC-ის გამოკითხვები. ხალხს საზღვრების უსაფრთხოება და შემოწმების მკაცრი კონტროლი უნდა“, – დაწერა აშშ-ის პრეზიდენტმა „ტვიტერის“ პირად გვერდზე.

გასულ პარასკევს CNN-ის მიერ გამოქვეყნებული გამოკითხვის თანახმად, გამოკითხული ამერიკელების 53% პრეზიდენტის პოსტზე დონალდ ტრამპის მიერ გადადგმულ პირველ ნაბიჯებს არ ეთანხმება.

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here