Home რუბრიკები პოლიტიკა დონალდ ტრამპი: აშშ მტკიცედ უჭერს მხარს NATO-ს

დონალდ ტრამპი: აშშ მტკიცედ უჭერს მხარს NATO-ს

526

ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ მტკიცედ დაუჭერს მხარს NATO-ს.

„აშშ მტკიცედ უჭერს მხარს NATO-ს. ჩვენ მხოლოდ იმას ვითხოვთ, რომ ყველა წევრმა სრულად და პროპორციულად შეიტანოს თანხა ალიანსში”, – განაცხადა დონალდ ტრამპმა. მისივე თქმით, ბევრი ქვეყანა არ აკეთებს ამას, რაც უსამართლობაა აშშ-თან მიმართებაში.

შეგახსენებთ, რომ იანვარში ტრამპმა NATO-ს „მოძველებული ორგანიზაცია” უწოდა და აღნიშნა, რომ ალიანსი არ არის დაკავებული ტერორიზმთან ბრძოლით. მან ისიც დაიჩივლა, რომ ზოგიერთ ქვეყანას არ შეაქვს ალიანსში თავისი მშპ-ის 2%.

ნოემბერში ტრამპმა ისიც აღნიშნა, რომ აშშ ძალიან ბევრ ფულს ხარჯავს ალიანსის შესანახად. ამის საპასუხოდ ალიანსის გენერალურმა მდივანმა იენს სტოლტენბერგმა სტატია გამოაქვეყნა, სადაც დონალდ ტრამპს სთხოვდა, არ გასულიყო ალიანსიდან.

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here