შემაშფოთებელია მევახშეობის კონკრეტული ფაქტები, თუმცა განსაკუთრებულად აღმაშფოთებელი ორგანიზებული მევახშეობაა ანუ საბანკო სისტემა.
„მე ორი მთავარი მოწინააღმდეგე მყავს – სამხრეთელების არმია წინიდან და ბანკირები ზურგიდან. ამ ორიდან მთავარი მტერი ისაა, ვინც უკნიდან მიტევს“. – აი რას ამბობდა აშშ-ს პრეზიდენტი კომერციულ ბანკებზე და ბანკირებზე აშშ-ს სამოქალაქო ომის დროს. ის მართლაც და ერთ-ერთი ყველაზე პროგრესული და ნათელი წერტილი იყო აშშ-ს 250 წლიან ისტორიაში.
ლინკოლნის მსგავს პოლიტიკოსებს, ვინც ღიად უპირისპირდება მმართველ ფინანსურ კლანებს, უსამართლობას და პირველ რიგში ქვეყნის ინტერესებიდან გამომდინარე მოქმედებს და არა ფინანსური ელიტის, ხშირ შემთხვევაში უბრალოდ კლავენ.
აი რას წერს „სოციალისტური საქართველოს“ ლიდერი ვალერი კვარაცხელია სოციალურ ქსელში:
„მევახშე ვამპირია, სისხლის მწოველია, მაგრამ… ისევე, როგორც კონკრეტული ადამიანის დანაშაული, რომელმაც რაღაცა მოიპარა, რაღაცა მიითვისა, გაცილებით ნაკლებია, ვიდრე სტრუქტურულად ორგანიზებული, ბანდიტურ-მაფიოზური დაჯგუფების მიერ ჩადენილი დანაშაული, ამ შემთხვევაშიც კონკრეტული ადამიანის მევახშეობა გაცილებით ნაკლები ბოროტებაა, ვიდრე საბანკო-სისტემური მევახშეობა. აქ მხოლოდ მორალური ასპექტი შეიძლება იყოს სადავო, იურიდიული თვალსაზრისით მევახშეობა დანაშული არ არის, თუკი მევახშე გადასახადს იხდის. უბედურება ისაა, რომ კაპიტალიზმის პირობებში მევახშეობა (ეს უსაზიზღრესი სოციალურ-ეკონომიკური ხასიათის მოვლენა) დაკანონებულია, როგორც ინდივიდუალურ დონეზე, ასევე სტრუქტურულად ორგანიზებულ დონეზე. ერთი სიტყვით, კარგია, როდესაც საზოგადოებას აშფოთებს მევახშეობის კონკრეტული ფაქტები, მაგრამ გაცილებით აღმაშფოთებელი ორგანიზებული მევახშეობა ანუ საბანკო სისტემაა. ამიტომ მევახშობის ცალკეული ფაქტებით აღშფოთებულ საზოგადოებას უნდა შევახსენო: თქვენ როდესაც უპირისპირდებით და გმობთ ინდივიდუალურ მევახშეს, უნდა დაუპირისპირდეთ და დაგმოთ მევახშეობის უფრო მაღალი და სასტიკი ფორმაც – საბანკო მევახშობა, მაგრამ როდესაც დაგმობთ საბანკო მევახშობას, ეს უკვე ე.წ. საბაზრო ეკონომიკის ანუ კაპიტალისტური სისტემის დაგმობაა, ვინაიდან მევახშეობა კაპიტალიზმის საფუძველთა საფუძველია. ამიტომ, თქვენ კაპიტალიზმის დასაგმობად მზად თუ არა ხართ, მაშინ ინდივიდუალური მევახშეც არ უნდა დაგმოთ, ვინაიდან ეს უბრალოდ პოლიტიკური და ეკონომიკური ნონსენსია!“- ამბობს კვარაცხელია.
კვირის პალიტრამ საზოგადოებრივი კვლევა ჩაატარა საქართველოში შემდეგი კითხვით
“რისი გეშინიათ და რა გახარებთ ყველაზე მეტად?”
17-დან 25-წლამდე რესპოდენტების უმრავლესობას არა ტერორიზმის, არა რუსული ოკუპაციის, არამედ კომერციული ბანკების და მიკროსაფინანსო ორგანიზეციების ეშინია ყველაზე მეტად.
ეს შემთხვევითი არ არის – კომერციული ბანკები და მიკროსაფინანსო ორგანიზაცები დღევანდელ საქართველოში სწორედ რომ ტერორისტების როლში გვევლინებიან.