Home რუბრიკები სამართალი დავით ნემსაძე: ჩემი ჯავშან ჟილეტი არის ის საზოგადოება, რომელსაც იზორიამ ზურგში ,,ტყვია”...

დავით ნემსაძე: ჩემი ჯავშან ჟილეტი არის ის საზოგადოება, რომელსაც იზორიამ ზურგში ,,ტყვია” ესროლა!

1047

„კლანურ ,,დემოკრატიას” ჯანსაღი კრიტიკა ისე აწუხებს, რომ მზადაა ყველაფერზე წავიდეს ოღონდ მინისტრის სავარძელში ყოფნა გაიხანგრძლივოს. საზოგადოებამ კარგად უწყის რაც თავდაცვის უწყებიდან უსამართლოდ გამომიშვეს სამოქალაქო პლათფორმიდან აქტიურად ვებრძვი თავდაცვის უწყებაში დამყაყებულ ნეპოტიზმს, სანათლიმამო ბუდეს და ყოველივე იმას რასაც არმია დაღუპვამდე მიჰყავს.


იზორიასეულ ,,წესრიგს” სახელად რეფორმა-ოპტიმიზაციას უკვე შეეწირა არმიის ბრძოლისუნარიანობა, უდიერად მოექცნენ ვეტერანებს და ეს ყველაფერი ასახულია ასეულობით ფურცნიალ საქმეებში რომელიც მტრის გულის გასახარად და ჩვენდა სავალალოდ მხოლოდ იმატებს და არ მცირდება.

უფლებადაცვითმა საქმიანობამ ისე გააღიზიანა თავდაცვის უწყების ფიქტიური დოქტორი, რომ შეიარაღებისა და ტექნიკის სარემონტო ბაზის ახლად დანიშნულ ხელმძღვანელს ვინმე ვ.პოლკოვნიკ არევაძეს მოაწერია ,,უსტარი”, სადაც არევაძეს ჩემი შეიარაღებული ძალებიდან დათხოვნის ერთი წლის თავზე გახსენებია, რომ თურმე მე ჩაბარებული არ მქონია: ჯავშან-ჟილეტი, აღჭურვილობის ქამარი, განტვირთვის ჟილეტი, მათარა, საწვიმარი ლაბადა, საძილე ტომარა და სანათური.

ტექსტის ბოლოს კი ბატონი არევაძე მთავაზობს გონივრულ ვადაში დავაბრუნო ე.წ. ქონება თორემ სამართლიან რეაგირებებს მოახდენს.

სანამ ამ დომხალში საჯაროდ გაგარკვევთ, მე მინდა ვკითხო ბატონ იზორიას და ბატონ არევაძეს ჩემი საშტატო იარაღი AK-74 (იარაღის ნომერი N2972025) შეიარაღებული ძალებიდან წამოსვლისას ჩავაბარე თუ თან წამოვიღე და ლოგინის ქვემოთ ვინახავ?

ასე როგორ დაეცით და წაიწყმიდეთ სული?

ადვოკატ გიორგი ლაბაძეს, რომელსაც წარდგენილი აქვს უწყებაში ჩემი დაცვის ორდერი პირადად მომსწრეა იმ ჩვენებისა სადაც სამხედრო პოლიციას განუმარტე, რომ ჩემზე რიცხული სამხედრო ქონება, რომელსაც არევაძე ითხოვს, მოთავსებული იყო ბაზაზე არსებულ ყაზარმაში სპეციალურად განკუთვნილ ადგილზე. გარდა ამისა, ზურგჩანთაში იყო გენერალური შტაბის უფროსის ტელეფონოგრამის მიხედვით მოთხოვნილი ქონება, რომლის შეძენაც ჩვენი ხარჯებით გვაიძულეთ, ვინაიდან იმუქრებოდნენ ადმინისტრაციული საყვედურებით!

ჩემს მიერ აღნიშნული ქონება არასოდეს არ გატანილა სამხედრო ნაწილის გარეთ, რადგან ამას კრძალავდა კანონი. თუმცა ყაზარმაში სადაც იყო ქურდობა დაიკარგა საძილე ტომარა და განტვირთვის ქამარი, რაზეც პატაკით ვაცნობე როგორც ბაზის ხელმძღვანელობას ასევე სამხედრო პოლიციას და დაწყებული იყო მოკვლევა.

იცით რატომ არ გაკეთდა შემოვლის ფურცელი?

იმიტომ, რომ თინა ხიდაშელი, ვახტანგ კაპანაძე და იმდროინდელი ბაზის მეთაური ილია ლუტიძე იმდონეზე იყვნენ დაინტერესებული მომხდარიყო ჩემი შეიარაღებული ძალებიდან განდევნა სულ ფეხზე ეკიდათ რამე დოკუმენტის სამართლებრივი შევსება მოხდებოდა თუარა.

იხილეთ აღძრული სისხლის სამართლის საქმე, სადაც ამავე ბაზის შტაბის უფროსმა ირაკლი შაიშმელაშვილმა ყოველგვარი ზემდგომის ოფიციალური ბრძანების გარეშე დაავალა ასეულის მეთაურს ვეფხია ივანიძეს სასწრაფოდ დამეტოვებინა სამხედრო ბაზა ( ასე სურდა ვექციე დეზერტირად)

იხილეთ, ჩემს პირად საქმეში ჩადებული ანონიმური დოკუმენტი, სადაც ქვეყნის მტრად და ინფორმაციის გამტანად ვარ მოხსენიებული და რომელიც რატომღაც ბაზის მეთაურმა ილია ლუტიძემ გაანადგურა ნაცვლად იმისა, რომ სამართალდაცავებისთვის გადაეცა. (არადა ნივთმტკიცების განადგურებაც დანაშაულია)

იხილეთ ამავე ბაზის კადრების უფროსის ალეკო სალუაშვილის ყალბად გაცემული დოკუმენტი, სადაც ჩემს ნამსახურეობაში 2 წელი დამაკლეს ( შესწავლილია სამხედრო ომბუცმენის მიერ.

არევაძემ გადახედოს ჩემი დასჯების ციკლს. ოფიცერმა 3 წელი ვიმსახურე ბაზაზე მადლობის მეტი არაფერი მქონდა გამოცხადებული ვინიშნებოდი მუშა ჯგუფების უფროსად და ვკითხულობდი , , სახელმწიფოებრივი მომზადების” საგანს რომელიც არის საბრძოლო მომზადების საგანი და ბოლო ერთ თვეში მომდომებია თურმე სამი საყვედურის ერთდროულად მიღება.

მაგ ,,ნაკუდარი” ბახტურიძე კარგ გზაზე არ გაგიყვანთ ბატონო ვიცე პოლკოვნიკო კუდის ოპერების თეთრი ძაფით შეთითხნილი საქმე სასამართლოზე დაირღვევა ამავე თვეში.

კოშმარული იყო ჩემი დევნა ორი უმოტივაციო საყვედური ორ კვირაში, შემდეგ საბრძოლო ამოცანის შესრულების დროს ჩემი სმენის მიერ დაკავებული დამრღვევი რომელსაც შსს ეკიპაჟი მოზდევდა იძულების წესით გამოცხადებული მადლობა რადგან მორიგის ჩანაწერს ვერ გაექეცით საყარაულო უწყისში და ისევ მეორე დღისით გამოცხადებული საყვედური ესიყო კლასიკური დევნა.

ჩემთვის სულერთია ვინ დაანგრევს შეიარაღებულ ძალებს, იქნება ეს ხიდაშელი თუ იქნება ეს იზორია. არც სადღაც ბაზაზე ვიღაც არევაძეს არ მინდა დავატეხო თავზე უმისამართო რისხვა ისე კი ურჩევ სანამ რამეს ხელს მოაწერს ცოტა კარგად გაერკვეს საკითხში მეთაურია და ვალდებულება აქვს ასეთი თუ ვინმეა დასასჯელი ჯობია J4 უფროსიდან დაიწყოს და იურისტით დაასრულოს ერთი წლის თავზე რომ გაახსენდათ ყაზარმაში დადებული , , ჩაუბარებელი” ქონება…

ერთმანეთს გველებივით კბენთ თქვენუნდა დაიცვათ ეს ქვეყანა? თქვენი იმედი უნდა გვქონდეს?

კანონი ცალმხრივი არა მისი შესრულება არევაძესაც ევალება, იზორიასაც და ნემსაძესაც თუმცა იზორიას ძმაკაცის ბაძაღუას მოხდენილ ავარიას თუ გავითვალისწინებთ სადაც სამსახურეობრივი მანქანა დალეწა და მერე მის სიძეს ძერიას გადააბრალა რო მელიც მძღოლად ჰყავს გაფორმებული კანონთან თანასწორობის შესახებ კითხვები უდაოდ დაგებადება უბრალოდ საინტერესოა რამდენი იყო სახელმწიფო ზარალი?

და მაინც ფრთხილად იყავით ყველაფერი ეს უფლებადამცველის დევნაში არ გადაგეზარდოთ თორე მერე ჯავშანჟილეტის ჩაცმაც მოგიწევთ და კევლარის კასკითაც სიარულიც საზოგადოება თქვენ არაფერ აღარ გაპატიებთ რადგან ყველაზღვარს გასცდით.

შეგნებული მაქვს ყველა საფრთხე რაც თქვენგან მოდის არმეშინია დისიდენციის და არც სხვა პროვოკაციის

P.S. ,, ბრძენი” ყოფილა ჯანჯღავა თავიდანვე იცოდა კევლარის ჩაფხუტის ფასი“. – წერს სოციალურ ქსელში შეიარაღებული ძალების თადარიგის ოფიცერი, სამხედრო ბლოგერი, სამხედრო უფლებადამცველი დავით ნემსაძე.

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here