Home რუბრიკები საზოგადოება ჩინელმა ექიმებმა პაციენტის მხარზე ყური გაზარდეს

ჩინელმა ექიმებმა პაციენტის მხარზე ყური გაზარდეს

789

პაციენტს, რომელმაც ავტოკატასტროფაში ყური დაკარგა, იმედი მიეცა, რომ მას ძველებურად ისევ ორი ყური  ექნება _ პლასტიკური ქირურგიის ჩინურმა კლინიკამ გადაწყვიტა მისთვის ახალი ყურის გაზრდა მისივე სხეულის ქსოვილებისგან.  სიან ძიაოტუნის უნივერსიტეტის პროფესორმა გო შუჩჟუნმა ყურის ნიჟარის რეკონსტრუქციისთვის ექსპერიმენტი ჩაატარა, რომელმაც გაამართლა. 

ექიმებმა გადაწყვიტეს, ახალი ყურის ნიჟარისთვის მასალად გამოეყენებინათ პაციენტის ნეკნის ხრტილი, შემდეგ კი 3D-პრინტერზე გამოსახული ყურის მოდელის მიხედვით გამოჭრეს სმენის ახალი ორგანო. ახლა კი ახალი ყური იმპლანტირებულია წინა მხრის კანქვეშ და ექიმებს ისღა დარჩენიათ, დაელოდონ, სანამ ყური მხარზე გაიზრდება, ამის შემდეგ იქნება შესაძლებელი მისი თავზე გადატანა.

მაგრამ ჩინელი ექიმების წარმატებები მხოლოდ ამით არ შემოიფარგლება. ადრე მათ შეძლეს ახალი სისხლძარღვების გაზრდა, რისთვისაც 3D-პრინტერი გამოიყენეს. ამჟამად სპეციალისტები უამრავ კვლევას ატარებენ მღრღნელებსა და პრიმატებზე, შეისწავლიან რა მედიცინაში სამგანზომილებიანი ბეჭდვის  გამოყენების შესაძლებლობას.

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here