Home რუბრიკები პოლიტიკა ლუკაშენკო: ჩემი ოცნებაა, როდესაც ბელორუსიელი ჯიბეში ხელს ჩაიყოფს იქ რაღაც ეგულებოდეს

ლუკაშენკო: ჩემი ოცნებაა, როდესაც ბელორუსიელი ჯიბეში ხელს ჩაიყოფს იქ რაღაც ეგულებოდეს

612

ბელორუსიის პრეზიდენტმა ალექსანდრე ლუკაშენკომ ჟურნალისტების და პოლიტოლოგების კითხვებს უპასუხა.

კითხვაზე:  ყველა ქვეყნის პრეზიდენტს საკუთარი ოცნება აქვს, ტრამპი, მაგალითად ოცნებობს თავის ქვეყანა კვლავ აქციოს ძლევამოსილ იმპერიად, ევროკავშირი ცდილობს დემოკრატია -თავისი გაგებით, გაავრცელოს მთელს მსოფლიოში, ჩინეთი ცდილობს პროექტის “ერთი სარტყელი -ერთი გზის” დამკვიდრებას, როგორ წარმოგიდგენიათ, რა არის თქვენთვის ბელორუსიული ოცნება, რომელსაც მთელი ერი გაიზიარებს, პრეზიდენტმა ასე უპასუხა:

” ჩემი ოცნება ერთია, ადამიანი, ჯიბეში რომ ხელს ჩაიყოფს ეგულებოდეს რაღაც. თითოეულ ადამიანს ყოველთვის გააჩნდეს საარსებო კაპიკები , გარკვეული თანხა არსებობისთვის, ჩემთვის ესაა უმთავრესი.

არაა სახელმწიფო რომელსაც პრობლემები არ აქვს.

დიდ ქვეყანას დიდი პრობლემები აქვს, როგორც დიდი ბავშვები -დიდი პრობლემებია, პატარა – პატარა… მაგრამ, ბედნიერი ვიქნები ბელორუსებს , განა ყოფნიდეთ შემოსვალი , ჯიბეში ყოველთვის გააჩნდეთ ყოველდღიური არსებობისათვის საჭირო თანხა.

როგორც პრეზიდენტს კი მინდა, რომ ჩემი ქვეყანა იყოს მშვიდი , წყნარი და ცხოვრებისათვის საამური.

მთავარია კომფორტულად ცხოვრობდეთ და როცა სამშობლოს დატოვებთ, მინდა რომ ქვეყანა გექაჩებოდეთ, გეძახდეთ, თუ თქვენი სული იქნება აქ, ვიტყვი რომ ფუჭად არ ჩაუვლია ჩემს პრეზიდენტობას ” – განაცხადა ბელორუსის პრეზიდენტმა.

1 COMMENT

  1. რამდენი აქედან წასული ვიცი რუსეთში კიდევ რომ ვკონტაკტობ და ამბობენ ბედნიერად ვცხოვრობთო.. ბელორუსიაში ვერ არიან ისე როგორც აქ, რუსეთშიო.. არასოდეს მიმყავს საუბარი ისე რომ გავწყვიტო მათთან კონტაქტი.. თუმცა ძალიან მაღიზიანებს მათი ასეთი ბრმა დამოკიდებულება სხვების მიმართ.. ტვინი გამორეცხილი აქვთ პროპაგანდით.. ტელევზ..რადიო..სოც.ქსელებით.. აქეთ გვადანაშაულებს ბევრი არასწორედ იქცევითო.. გერჩივნოთ სომხებივით ჭკვიან პოლიტიკას ატარებდეთო..აი, ასეა ხალხი იქეთ.. ჩვენ კი ერთმანეთს ვჭამთ და ესაა ჩვენი ძირითადი პრობლემა,ერთიპირი არ გვაქვს..
    პ.ს. რაც მთავარია ძირს არაეროვნული მიმცემი მთავრობა !!!

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here