Home რუბრიკები პოლიტიკა ბელორუსია შეუერთდა მიგრანტთა შესახებ მიღებულ პროექტს

ბელორუსია შეუერთდა მიგრანტთა შესახებ მიღებულ პროექტს

502

ევროპულ მასმედიაში გაჩნდა ინფორმაცია იმის შესახებ, რომ ბელორუსიის მთავრობა მზადაა მიიღოს მონაწილეობა პროექტში „პროექტი მიგრანტებისათვის“ და ევროკავშირის სახსრებით თავის ტერიტორიაზე ააშენოს მცირე ზომის ცენტრები, რომლებშიც განთავსდებიან მიგრანტები. ამ ცენტრებში დროებით იცხოვრებენ ისინი, ვინც არიან სირიიდან დევნილები, უკრაინის და რუსეთის მოქალაქეები, რომლებსაც უარი ეთქვათ ევროკავშირის ქვეყნებისგან. გარდა ფულადი სახსრებისა, პროქტში მონაწილიობისთვის ოფიციალური მინსკი მიიღებს პოლიტიკურ და ეკონომიკურ სარგოს. 

პროექტისთვის ევროკავშირმა გამოყო 7 მილიონი ევრო, რომელიც გადაერიცხება ოფიციალურ მინკს 2017 წლიდან 2020 წლის ჩათვლით, ევროკავშირის ENI-ის პროგრამის საფუძველზე. პროექტის განხორციელებას უხელმძღვანელებს საერთაშორისო საემიგრაციო ორგანიზაცია IОМ-ი. როგორც გამოცემა Tageszeitung-ი იუწყება, ბელორუსიის ტერიტორიაზე შექმნილ ბანაკებში მოთავსდებიან დევნილები სირიიდან, უკრაინიდან და რუსეთიდან. ეს იმ მიგრანტებს შეეხებათ, ვინც დააკავეს ევროზონაში მოხვედრის გამო (და უარი ეთქვათ ევროკავშირის რიგ ქვეყნებში მსგავს ბანაკებში ცხოვრებაზე), ან დეპორტი მიიღეს ევროკავშირის ქვეყნებისგან მათ მიერ ჩადენილი კანონდარრვევის გამო.  ბელორუსიაში განთავსებული ბანაკები მიგრანტებისათვის გახდება ერთგვარი „სატრანზიტო პუნქტი“, სადაც მათ დროებით შეეძლებათ გაჩერება, მანამ სანამ არ შეეძლებათ სამშობლოში დაბრუნება. ევროკავშირის დადგენილებაში ნათქვამია ისიც, რომ ცენტრები იქნება 2 სახის: ღია და დახურული. დახურულ ცენტრებში განათავსებენ იმ მიგრანტებს, რომლებიც იქნებიან არალეგალები, რომლებსაც მაშინვე დეპორტს ურტყამენ. ასეთ ბანაკებში მყოფ ადამიანებს დაცვა დაიცავს. 

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here