Home რუბრიკები პოლიტიკა პრეზიდენტმა ვლადიმერ ხომერიკს საქართველოს მოქალაქეობაზე უარი უთხრა

პრეზიდენტმა ვლადიმერ ხომერიკს საქართველოს მოქალაქეობაზე უარი უთხრა

535

იურიდიული ოფისი LCHL-ის აღმასრულებელი დირექტორი, იურისტი და ვლადიმერ ხომერიკის წარმომადგენელი ირაკლი კერესელიძე სპეციალურ განცხადებას ავრცელებს:

„განსაკუთრებუთ, ჩემი კოლეგების, ჟურნალისტების საყურადღებოდ!

იურიდიული ოფისი LCHL- ის ოფიციალური მიმართვა ქართულ საზოგადოებას და სათანადო კომპეტენციის მქონე სახელმწიფო ორგანოებს:

მაშინ როდესაც ქართული საზოგადოების დიდი ნაწილი დაინტერესებულია გეოსტრატეგიული პოლიტიკით, მსოფლიო დღის წესრიგით, პრეზიდენტ ტრამპის ეგზოტიკური ქმედებებით (ასეთია ჩვენი ობივატელის რეალობა) უფულობისა და უმუშევრობის ფონზე ადამიანები მართლაცდა მხოლოდ პურითა და სანახაობით არიან გართულნი რა გასაკვირია, რომ საზოგადოებრივი ყურადღებისა და კონტროლის გარეშე დარჩენილი ხელისუფალი ისე თვითნებობს, თითქოსდა არც კანონი არსებობდეს ჩვენს ქვეყანაში და არც ელემენტალური პასუხისმგებლობა საზოგადოების წინაშე.

ჩვენი იურიდიული ოფისი წარმოადგენს დაბადებით ქართველის, სადღეისოდ რუსეთის ფედერაციის მოქალაქის ბ-ნი ვლადიმერ ხომერიკის სამართლებრივ ინტერესებს საქართველოში,რომელიც ამავდროულად არის „რუსი და ქართველი ხალხების ერთიანობის ფონდის” პრეზიდენტი, იგი დაიბადა და გაიზარდა ბათუმში და დღემდე მისი ახლო ნათესავები (დები და ძმები) საქართველოში ცხოვრობენ.

 ვლადიმერ ხომერიკი არის ეკონომიკის დოქტორი და პროფესორი.რამდენიმე სახელმწიფო სამეცნიერო აკადემიის წევრი. მოამზადა და ეხლაც ამზადებს საქართველოსათვის სამეცნიერო კადრებს.

 წარსულში ის გახლდათ სპორცმენი. სპორტის ოსტატი კრივში,საქართველოს ჩემპიონი და დამსახურებული მწვრთნელი, რომელიც წარსულშიც და ეხლაც ასახელებდა და ასახელებს საქართველოს სპორტში და მეცნიერებაში.

პროფესორი ვლადიმერ ხომერიკი ათწლეულების განმავლობაში საქართველოს ინტერესებს წარმოადგენდა რუსეთში და საკუთარი დაუღალავი შრომით არაერთ ქართველს დახმარებია.

 ბ_ნმა ვლადიმერმა,საქართველოს სიყვარულიდან და პირადი სურვილიდან გამომდინარე გადაწყვიტა მიემართა საქართველოს სათანადო სახელმწიფო სტრუქტურებისათვის რომ მიეღო საქართველოს მოქალაქეობა. ეს ფაქტი ერთისმხრივ თავად ბ-ნი ვლადიმერისათვის იქნებოდა განსაკუთრებული მნიშვნელობის მქონე და მეორესმხრივ საქართველოსაც შეემატებოდა კიდევ ერთი ღირსეული მოქალაქე, რომელიც ისედაც ყოველთვის ქართველი იყო – ყოველთვის სადაც არ უნდა ყოფილიყო და რაც არ უნდა ეკეთებინა.

იუსტიციის სამინისტროს შესაბამისმა დანაყოფებმა შეისწავლეს რა სათანადოდ წარდგენილი დოკუმენტაცია (კანონით დადგენილ ვადაში და ფორმით) 2016 წლის 23 დეკემბერს გამოსცეს # 1000509542 დასკვნა,ამ დასკვნაში გასაგებად და ერთმნიშვნელონად ჩაიწერა,რომ ვლადიმერ ხომერიკისთვის საქართველოს მოქალაქეობის მინიჭებისათვის მიზანშეწონილია გაიცეს შესაბამისი დასკვნა,რომელიც შემდგომში დადგენილი პროცედურის თანახმად გადაეგზავნა კიდეც საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციას (იხ.დანართი #1-იუსტიციის სამინისტროს სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს დასკვნა).

ამის შემდგომ საქართველოს პრეზიდენტის აპარატში გაუგებარი მოტივებისა და ალბათ ფსევდო პოლიტიკური მოსაზრებების გათვალისწინებით მოხდა ისე, რომ ვერც დადებითი და ვერც უარყოფითი გადაწყვეტილების მიღება ვერ შევძელით და პრეზიდენტმა მარგველაშვილმა თავი აარიდა საკუთარი უშუალო მოვალეობის შესრულებას ანუ მინიმალურ,ფორმალურ პასუხისმგებლობასაც კი გაექცა.

თავისმხრივ პრეზიდენტის აპარატმაც მოიშველია იმავე პრეზიდენტის მიერ მიღებული შესაბამისი დებულების სათანადო ნორმა და გვაცნობა, რომ არც უარისა და არც ხოობის არსებობის შემთვევაში თურმე ნუიტყვი და ეს უარი ყოფილა.სუპერ კომფორტული ნორმა სუპერ კომფორმისტი პრეზიდენტისათვის,თან მისივე ბრძანებით მიღებული.

ჩვენი უხერხემლო პრეზიდენტის გადამკიდე მისი აპარატიც შესატყვისი გამხდარა.მიუხედავად ოფიციალური და არა ოფიციალური არხებით მრავალი მცდელობისა აპარატის ხელმძღვანელთან შეხვედრაც მიუღწეველი აღმოჩნდა და ოდნავ მაინც დასაბუთებული პასუხის მიღებაც,რაც ადმინისტრაციული ორგანოს პირდაპირი ვალდებულებაცაა.

 ე.წ. “ატპისკაში” პრეზიდენტის აპარატმა შეგვატყობინა(იხილეთ დანართი 2-წერილი პრეზიდენტის ადმინისტრაციიდან),რომ თურმე საკითხის გადასაწყვეტად მათ სამთვიანი ვადა ჰქონიათ, თუმცა იქვე აღნიშნეს,რომ პასუხის არ გაცემა 7დღეში თურმე რა თქმა უნდა უარს ნიშნავდა,მშვენიერი კომფორტული ნორმაა უქნრებისათვის…

ყოველივე ზემოგანმარტებულის გათვალისწინებით ჩვენი იურიდიული ოფისის მთავარ მიზანს წარმოადგენს სრულად და საფუძვლიანად კანონის ფარგლებში წარმოვადგინოთ და დავიცვათ ჩვენი ღირსეული თანამემამულის ბ-ნი ვლადიმერ ხომერიკის სამართლებრივი ინტერესები და ამჯერად უკვე სასარმართლოს საშუალებით აღვადგინოთ კანონიერება და ვაიძულოთ საქართველოს პრეზიდენტი იმოქმედოს კანონშესაბამისად და მიანიჭოს ჩვენი დაცვის ქვეშ მყოფს საქართველოს მოქალაქეობა.მით უფრო რომ ჩვენი მარწმუნებლის ბ-ნი ვლადიმერ ხომერიკის საქმეში იკვეთება არამარტო საქართველოს კონსტიტუციის შესაბამისი იმპერატიული ნორმების უგულველყოფა არამეტ დარღვეულია რიგი საკანონმდებლო ნორმებისა,რაც დაცულია საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსითა და სხვა ნორმატიული აქტებით”, – ნათქვამია ირაკლი კერესელიძის განცხადებაში.

1 COMMENT

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here