Home რუბრიკები პოლიტიკა ტერორისტთა სამიზნე ამჯერად გერმანიაა

ტერორისტთა სამიზნე ამჯერად გერმანიაა

566

მასშტაბური რეიდი დაიწყო გერმანიაში. ბერლინში პოლიციამ  ტერორიზმში ეჭვმიტანილი სამი მამაკაცი დააკავა.როგორც ადგილობრივი საინფორმაციო წყაროები იუწყებიან, ეჭვმიტანილებს კავშირი  ჰქონდათ ისლამურ სახლემწიფოსთან. გერმანიის შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, ეჭვმიტანილები სირიასა და ერაყში გადასავლას და რადიკალი ისლამისტების რიგებში  გაწევრიანებას   გეგმავდნენ.

ასევე პოლიციამ გეესენის მიწებზე სალაფისტთა შტაბი გამოავლინა. რეგიონის შინაგან საქმეთა მინისტრის, პეტერ ბოიტის თქმით, ოპერაციაში ათასზე მეტი პოლიციელი იყო ჩართული. სამართალდამცავებმა 54 საცხოვრებელი სახლი, ოფისი და მეჩეთი გაჩხრიკეს. დაკავებულია 36 წლის ტუნისის მოქალაქე, რომელიც ისლამური სახელმწიფოსთვის მოხალისეებს არჩევდა. ისლამისტებთან თანამშრომლობაში კიდევ 15 პირია ეჭვმიტანილი. გავრცელებული ინფორმაციით, ისინი გერმანიაში მასშტაბური ტერორისტული აქტების მოწყობას გეგმავდნენ.

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here