Home რუბრიკები სამართალი აზერბაიჯანის უშიშროებამ 4 ტერორისტის ლიკვიდაცია მოახდინა

აზერბაიჯანის უშიშროებამ 4 ტერორისტის ლიკვიდაცია მოახდინა

564

გუშინ, 31 იანვარს, აზერბაიჯანის სახელმწიფო უშიშროების სამსახურმა სპეცოპერაციის შედეგად 4 ტერორისტის ლიკვიდაცია მოახდინა, ხოლო ერთი ცოცხლად აიყვანა

აღნიშნულთან დაკავშირებით ინფორმაციას აზერბაიჯანული მედია ავრცელებს. ცნობაში აღნიშნულია, რომ მცირე ხნის წინ აზერბაიჯანის სახელმწიფო უშიშროების სამსახურმა მიიღო გარკვეულ პირთა მიერ იარაღის შეძენის თაობაზე ინფორმაცია, რომელიც ქვეყნის მასშტაბით სხვადასხვა ტერორისტულ აქტებში უნდა გამოეყენებინათ. უწყების ინფორმაციით, პირთა ჯგუფი ქვეყნის გარეთ მყოფ ტერორისტულ ორგანზაციებთან კავშირში იყო. ამჟამად მიმდინარეობს საგამოძოებო მოქმედებები.

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here