Home რუბრიკები ეკონომიკა მსოფლიოს 8 უმდიდრესი ადამიანი იმდენივე სიმდიდრეს ფლობს, რამდენსაც მსოფლიოს მოსახლეობის ნახევარი ...

მსოფლიოს 8 უმდიდრესი ადამიანი იმდენივე სიმდიდრეს ფლობს, რამდენსაც მსოფლიოს მოსახლეობის ნახევარი 3.6 მილიარდი ადამიანი

საერთაშორისო ორგანიზაცია Oxfam-ის ახალი კვლევის მიხედვით მსოფლიოს 8 უმდიდრესი ადამიანი იმდენივე სიმდიდრეს ფლობს (426 მილიარდ დოლარს), რამდენსაც მსოფლიოს მოსახლეობის ნახევარი – 3.6 მილიარდი ადამიანი, რომლებიც სიღარიბეში ცხოვრობენ. 

გასულ წელს 62 უმდიდრესი ადამიანი ფლობდა ზუსტად იგივე სიმდიდრეს რამდენსაც მსოფლიოს მოსახლეობის ნახევარი, წელს კი ეს ციფრი 8-მდე შემცირდა, რაც არ შეიძლება არ იწვევდეს შეშფოთებას. ეკონომიკური უთანასწორობა მსოფლიოში გეომეტრიული პროგრესიით იზრდება.

მსოფლიო ეკონომიკურმა ფორუმმა (WEF) გასულ კვირას განაცხადა, რომ იზრდება უთანასწორობა და სოციალური პოლარიზაციის პროცესი გარდაუვალი ხდება. ფორუმის წევრებმა განიხილეს საფრთხეები და შესაძლო რისკები, რაც შეიძლება მოჰყვეს პროცესების ამგვარ განვითარებას, თუ არსებული დინამიკა შენარჩუნდა. ამ ყოველიმემ კი შეიძლება გლობალურ ეკონომიკაში 2017 წელს გამოიწვიოს კოლაფსი და გლობალიზაციის პროცესი შეაფერხოს.

Oxfam-ის თქმით, მსოფლიოს უღარიბესი მოსახლეობის 50% ფლობს ზუსტად იმდენს (426 მილიარდი$) , რამდენსაც ერთად ბილ გეითსი, ამარსიო ორტეგა, ესპანული მოდის სახლის Zara-ს მფლობელი, უორენ ბაფეტი და კომპანია Berkshire Hathaway-ის დირექტორი. სხვები არიან : მექსიკის ტელეკომის ბიზნესმენი და მფლობელი კონგლომერატი – Grupo Carso; ჯეფ ბეზოსი (Amazon-ის დამფუძნებელი); მარკ ცუკემბერგი( Facebook-ის დამფუძნებელი); ლარი ელისონი (აშშ ტექნიკური ფირმა Oracle-ის აღმასრულებელი დირექტორი) და მაიკლ ბლუმბერგი (Bloomberg -ის დამფუძნებელი და მფლობელი).

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here