Home რუბრიკები საზოგადოება შორენა სიხარულიძე: ცხრა მეტრი ენები გაქვთ გადმოგდებული.. ცოტა აზრზე მოდით!

შორენა სიხარულიძე: ცხრა მეტრი ენები გაქვთ გადმოგდებული.. ცოტა აზრზე მოდით!

560

ჟურნალისტი შორენა სიხარულიძე სოციალურ ქსელში ეხმაურება „ბავშვთა სამყაროში“ გაჩენილ ხანძარს და მოუწოდებს უნამუსო ე.წ. პოლოტიკოსებს თუ უბრალო ადამიანებს, მათ ვინც უაპელაციოდ პირდაპირ სახემლწიფო დაადანაშაულა ხანძრის გაჩენაში ყველანი გონს მოეგონ.

„ჩემს უახლოეს მეგობარს, უპატიოსნეს ადამიანს, „ბავშვთა სამყაროში” ავეჯის მაღაზია ჰქონდა… ჰქონდა!!! მისი ამდენი წლის ნაშრომი, ნაწვალები, ნაჯაფი ჩაიფერფლა… მასაც ბანკის კრედიტები აქვს და არავინ დამხმარე. მაგრამ, ამ საზარელი დანაკარგის, სიმწარის დროს (ადვილად წარმოსადგენია, რა დღეში იქნება საწყალი გოგო!!!) აზრადაც არ მოსვლია, სახელმწიფო ან რომელიმე კონკრეტული ადამიანი დაედანაშაულებინა!!! მხოლოდ უფალს ევედრებოდა, ძალა მომეცი ამ განსაცდელის გადატანისო!!!

 … და თქვენ, რომელთაც ცხრა მეტრი ენები გაქვთ გადმოგდებული და უაპელაციო განცხადებებს აკეთებთ, ცოტა აზრზე მოდით!” – წერს შორენა სიხარულიძე.

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here