Home რუბრიკები სამართალი კორუფციის ფაქტზე თბილისის მერიის თანამშრომელები დააკავეს

კორუფციის ფაქტზე თბილისის მერიის თანამშრომელები დააკავეს

658

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა, გატარებული ოპერატიულ – სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ქრთამის აღების ფაქტზე, ქალაქ თბილისის მერიის ეკოლოგიის და გამწვანების საქალაქო სამსახურის თანამშრომელი და ნაძლადევის რაიონის გამგეობის წარმომადგენელი დააკავა. 

გამოძიებით დადგენილია, რომ ბრალდებულებმა, თბილისის მერიის მიერ გამოცხადებულ ტენდერში, ერთ – ერთი გამარჯვებული კომპანიისთვის სამუშაოების განხორციელების პროცესში გარკვეული უპირატესობის მინიჭებისა და სამსახურებრივი მფარველობის გაწევის სანაცვლოდ, ქრთამის სახით აიღეს დიდი ოდენობით თანხა.

საქმეზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 338-ე მუხლის პირველი ნაწილით მიმდინარეობს, რაც სასჯელის სახით თავისუფლების 6-დან 9 წლამდე ვადით აღკვეთას ითვალისწინებს.

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here