Home რუბრიკები სამართალი ყინვისგან გარდაცვლილ დედა-შვილს დენის მიწოდება დავალიანების გამო ჰქონდათ შეწყვეტილი

ყინვისგან გარდაცვლილ დედა-შვილს დენის მიწოდება დავალიანების გამო ჰქონდათ შეწყვეტილი

662

მისამართზე სადაც გარდაცვლილი დედა-შვილი იპოვეს დენის მიწოდება დავალიენების გამო იყო გათიშული. ამის შესახებ ინფორმაციას, “ენრგო-პროს” საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურში ადასტურებენ. კომპანიის ინფომრაციით, გარდაცვლილების ოჯახს ელექტროენერგიის მიწოდება 26 იანვარს შეუწყდა.

ადგილობრივების ინფორმაციით, დედა შვილი, დაახლოებით 50 და 70 წლამდე ქალბატონები საკუთარ სახლში სიცივის გამო გარდაიცვალნენ. უბედური შემთხვევა ინასარიძის 14 ნომერში მოხდა. დედა – შვილის გარდაცვალების ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 115 -ე მუხლით დაიწყო, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს. შსს-ს ინფომრაციით, სამართალდამცველებმა გარდაცვლილები სახლში იპოვეს.

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here