Home რუბრიკები პოლიტიკა ელიზბარ ჯაველიძე: ეს ყველაფერი არის საქართველოდან ქართველების გადინების მიზანმიმართული გეგმა, რომელიც წლების...

ელიზბარ ჯაველიძე: ეს ყველაფერი არის საქართველოდან ქართველების გადინების მიზანმიმართული გეგმა, რომელიც წლების წინ შემუშავდა…

1043

ხვალ, 2 თებერვალს, ევროპარლამენტი პლენარულ სესიაზე საქართველოს მოქალაქეებისთვის უვიზო რეჟიმის შემოღებას უყრის კენჭს. ამის თაობაზე ინფორმაციას უცხოური მედია ავრცელებს. აღნიშნულთან დაკავშირებით ქართულ პოლიტიკურ სპექტრში გარკვეული შეფასებები უკვე გაკეთდა. როგორც უმცირესობაში, ისე უმრავლესობაში, აცხადებენ, რომ ევროპარლამენტის ხვალინდელ სესიაზე ვიზალიბერალიზაციის მიღების პროცესი დასრულდება.

რამდენად რეალურია ეს მოლოდინი და რას მოუტანს საქქართველოს ევროკავშირთან უვიზო მიმოსვლის შემოღება, „საქართველო და მსოფლიო“ კომენტარისთვის პუბლიცისტსა და მეცნიერს, ელიზბარ ჯაველიძეს დაუკავშირდა.

ელიზბარ ჯაველიძე:- საქართველოს არავინ მისცემს ვიზალიბერალიზაციას, ეს ყველაფერი არის სატყუარა, მაგრამ რომც მოგვცენ, რას ველოდებით. ვიღაცას ჰგონია, ჩვენი მოქალაქეები მუშაობას შეძლებენ და დასაქმდებიან ევროპაში. ასე არ არის… ეს ერთი და მეორეც, საქართველოდან ისედაც გარბის ხალხი, თითქმის ორი მილიონი ქართველია ქვეყნიდან გასული და თქვენ წარმოიდგინეთ, საზღვრებს რომ გახსნი, რა მოხდება. არაერთხელ მითქვამს და კიდევ გავიმეორებ, ეს ყველაფერი არის საქართველოდან ქართველების გადინების მიზანმიმართული გეგმა, რომელიც წლების წინ შემუშავდა და ამის პარალელურად აქ უნდა შემოიყვანონ უცხოელები. მერე მათზე გაყიდიან ყველაფერს, მიწებს, სტრატეგიული ობიექტებს, ბუნებრივ სიმდიდრეებს.

რაც შეეხება იმ ხალხს, რომელიც ხბოს აღტაცებაშია ამ უვიზო მიმოსვლის მოლოდინით, მათთვის ისედაც ღია იყო საზღვრები და სადაც როგორც უნდოდათ, დადიოდნენ. რა იცვლება მათთვის? იცვლება მხოლოდ ერთი, – საქართველო საბოლოოდ დაიცლება ქართველებისგან და მერე დაცლილ, უპატრონო ქვეყანას თავისუფლად გაყიდიან… 

3 COMMENTS

  1. ხო გაგიგონიათ საქართველო უქართველებოდ, მე ჩემი სახელმწიფო არაფრით მეხმარება ვარ დაუსაქმებელი არც სახლი მაქვს და არაფერი არამაქვს დასაკარგი ეს საქართველო შეძლებული ოჯახებისაა, და ღმერთმა მოახმაროთ.იყიდება ყველაფერი დაგრჩათ რამე გასაყიდი, ყველაფერს უცხოელები იყიდიან მე მხოლოდ პასპორტი მაქვს სხვა არაფერი ვინმოგცემს რამეს ან ბანკი დაგეხმარება, ასერომ თავად მთავრობა იქცა ხალხის მტრად, მარტო თავიანთ ოჯახებზე ზრუნავენ და ვერძღებიან პრემიებით,

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here