Home რუბრიკები საზოგადოება დიდთოვლობას აჭარაში 45 წლის მამაკაცის სიცოცხლე ემსხვერპლა

დიდთოვლობას აჭარაში 45 წლის მამაკაცის სიცოცხლე ემსხვერპლა

549

ხელვაჩაურში, სოფ. ფერიაში დიდთოვლობის გამო ჩაინგრა საცხოვრებელი სახლი. ნანგრევებში მოყვა მამაკაცი, ცხედარი მაშველებმა უკვე გამოიყვანეს. მამაკაცი სახლში მარტო იმყოფებოდა. ნგრევის ხმა მეზობლებმა გაიგეს. გარდაცვლილი 45 წლის ელგუჯა ქართველიშვილია.

ბათუმში მეორე დღეა თოვს. თოვლის საფარი ქალაქში 20 სანტიმეტრს აღწევს. გზები აქტიურად იწმინდება, თუმცა მსუბუქი ავტომობილებისთვის გადაადგილება მაინც გართულებულია. სინოპტიკოსების განცხადებით, უამინდობა აჭარაში ორი დღით შენარჩუნდება. შავი ზღვის სანაპიროზე 5 ბალამდე შტორმია მოსალოდნელი.

უამინდობის გამო სტამბოლი-ბათუმის რეისი დღესაც გაუქმდა. მგზავრებმა ეს ინფორმაცია აეროპორტში შეიტყვეს. მათი განაცხადებით,  ავიაკომპანია  სასტუმროთა და კვებით უზრუნველყოფს. როგორც ბათუმის საერთაშორისო აეროპორტში განმარტავენ, რეისები გამოდარებისთანავე განახლდება. მათივე თქმით, მოსკოვი-ბათუმის თვითმფრინავი ქუთაისის აეროპორტში დაეშვა.

დიდთოვლობამ ბათუმის ბულვარში ხეები და მწვანე ნარგავები დააზიანა. როგორც ადმინისტრაციაში აცხადებენ, ზარალი უმნიშვნელოა, ძირითადად ტოტებია დაზიანებული. უწყების თანამშრომლები საგანგებო რეჟიმში მუშაობენ და ხეებს თოვლის საფარისგან ასუფთავებენ. სამუშაოებში აჭარის მთავრობის წევრებიც არიან ჩართულები.  ბათუმელები ამბობენ, რომ განსხვავებული ვითარებაა გარეუბნებში, მაგალითად, ბაგრატიონის ქუჩა ამ დრომდე არ გაწმენდილა.  

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here