Home რუბრიკები საზოგადოება Politicano: დროა საქართველოში ჩატარდეს რეფერენდუმი NATO-ში გაწევრიანების შესახებ

Politicano: დროა საქართველოში ჩატარდეს რეფერენდუმი NATO-ში გაწევრიანების შესახებ

579

ვებგვერდ Politicano განმარტებით ამის აუცილებოლობის წინაშე უკვე დგას ჩვენი ქვეყანა და დროა ჩატარდეს რეფერენდუმი. ტელეკომპანია მაესტროს ეთერში, გადაცემა ცეცხლის ხაზი-ის მსვლელობისას ტელემაყურებლებს დაუსვეს შემდეგი სახის შეკითხვა – ხართ თუ არა საქართველოს NATO-ში გაწევრიანების მომხრე?  მაყურებლების 92.07%-მა ამ კითხვაზე უარყოფითი პასუხი გასცა.

მსოფლიოს მრავალ ქვეყანაში პოლიტიკური ვითარება უკვე შეიცვალა. აშშ-ში ტრამპის გაპრეზიდენტებით შეიცვალა პოლიტიკური ამინდი მთელს მსოფლიოში. თუ აქამდე ნატო და ევროკავშირი ითვლებოდა ყველაზე ძლევამოსილ ვექტორებად, რომლებსაც საჭიროების შემთხვევაში ძალუძდათ ვითარების რადიკალური შეცვლა, ახლა ამ მოსაზრებამ ფერი იცვალა. მეტიც გახშირდა საუბრები მათი არსებობა-არარსებობის შესახებაც. ეს ნონსენსია. აქამდე ამის გაფიქრებაც კი არასერიოზულ ტონად და სასიცოლოდაც კი შეიძლებოდა ბევრს მოჩვენებოდა, თუმცა ეს ყოველივე რეალური გახდა. გაჩნდა პერსპექტივა და ალტერნატიული გზა, უბრალოდ ჯერ არავინ იცის ეს გზა უკეთესი იქნება თუ მეტად სახიფათო, ან საერთოდაც საით წაგვიყვანს.

ქართველი პოლიტიკოსების განმარტებით ევროპული გზა და კურსი კი არ გვავალდებულებს მივისწრაფვოდეთ ნატოში გაწევრიანებისკენ, არამედ ჩვენი რთული გეოპოლიტიკური მდგომარეობა. მაგრამ ოდესმე თუ უფიქრიათ, ჭირდება კი ევროპას ზედმეტი თავის ტკივილი? რისი შეთავაზება შეგვიძლია ჩვენ მათთვის? ერთადერთი რამ, რაც მათ აინტერესებთ ეს ე.წ. აბრეშუმის გზაა, რომლსაც ვერც კი ვთავაზობთ.

საქართველო ეტლში მჯდომარე ადამიანს გავს, რომელიც დამოუკიდებლად ვერ დადის, შეუძლია მაგრამ მუდმივად  მეთვალყურეობის ქვეშაა.

 

 

                                                                                                                             ნათია თათარიშვილი

1 COMMENT

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here