Home რუბრიკები პოლიტიკა თემო გოცაძე: სამართლიანობის აღსადგენად ნახევარი საქართველო უნდა დახვრიტო! ვინ წავა 21-ე საუკუნეში...

თემო გოცაძე: სამართლიანობის აღსადგენად ნახევარი საქართველო უნდა დახვრიტო! ვინ წავა 21-ე საუკუნეში ამაზე?

2138

 „ნაციონალებისთვის ყველაზე დიდი დარტყმა, იცით, რა იქნება? მათი ყველა გამოსვლა უპასუხოდ დავტოვოთ”, – ამის შესახებ მხატვარმა თემო გოცაძემ „ასავალ-დასავალს” განუცხადა.

როგორც მხატვარი აღნიშნავს, საქართველოში სამართლიანობის აღსადგენად ნახევარი საქართველო უნდა დაიხვრიტოს, რაც წარმოუდგენელია. მისივე თქმით, იმის კვალობაზე, რომ ქვეყანაში 50% „ბეზდელნიკია”, რთულია ხელისუფლებას რაიმეზე პასუხი მოსთხოვო.

„საქართველოში სამართლიანობის აღსადგენად ნახევარი საქართველო უნდა დახვრიტო! გვინდა ეს?! ვინ წავა 21-ე საუკუნეში ამაზე? ამერიკას მილიარდები აქვს დახარჯული „ვარდების რევოლუციასა” და მის პიარში. როგორ ფიქრობთ, ასე ადვილად შეეგუება სააკაშვილის ოთხ კედელში გამოკეტვას?! ნაციონალებისთვის ყველაზე დიდი დარტყმა, იცით რა იქნება? მათი ყველა გამოსვლა უპასუხოდ დავტოვოთ! ამ ადამიანებს არ უნდა მივუძღვნათ ამხელა ყურადღება. ვითომც არ ყოფილან ნაციონალები. აიკრძალოს მათზე საუბარი, თავში ქვა უხლიათ! მაქსიმალურად შეეცადეთ დადებითი ინფორმაციის გავრცელებას და ნახავთ, როგორ დალაგდება თავისთავად ყველაფერი!

 თუ ვტყუოდე, უკანასკნელი ადამიანი ვიყო, დღეს ჩემი პენსია 180 ლარია. ასევე ვიღებ სახალხო მხატვრის სტიპენდიას – 400 ლარს. სულ ეს არის მთელი ჩემი შემოსავალი. ამით ვცხოვრობ, მაგრამ როდესაც მოსახლეობის 50 პროცენტი „ბეზდელნიკია”, რა პრეტენზია შეიძლება მქონდეს ხელისუფლებასთან, როგორ მოვთხოვო პასუხი – რატომ არ მაქვს მაღალი პენსია-მეთქი?! ამაში მთავრობა კი არა, პირველ რიგში ხალხია დამნაშავე. მთავრობას თავისი უბედურებაც ეყოფა, სხვისი რომ არ მივაწეროთ”, – განაცხადა გოცაძემ.

1 COMMENT

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here