Home რუბრიკები პოლიტიკა ტრამპის თამაში, ანუ მწარე “ტრამპეზი” ზედმეტად “ლიბერასტებისთვის”

ტრამპის თამაში, ანუ მწარე “ტრამპეზი” ზედმეტად “ლიბერასტებისთვის”

531

ამერიკის 45- პრეზიდენტსძალიან ცუდადაქვს საქმე, რადგან ქართველიძაან პატრიოტებისსექტა დაუპირისპირდა. გასულ კვირაში ქართული ტელევიზიები და ინტერნეტმედია წალეკა ინფორმაციამ იმის თაობაზე, რომქართველი ქალები დონალდ ტრამპის წინააღმდეგ გამოდიან”. ვიდეო და ფოტომასალა მოწმობდა, რომ თბილისის ცენტრში დაახლოებით ორასამდე ადამიანი შეიკრიბა, რომლებიც საკუთარ თავს არა მხოლოდტრამპის მოწინააღმდეგეებად”, არამედ რატომღაც ხაზგასმით ქალებადაც მოიხსენიებდნენ. ყველაზე მთავარი კი ისაა, რომ ყველა განცხადება მათ ქართველი ქალების სახელით გააკეთეს

რა თქმა უნდა, ამერიკისთვის როგორი პრეზიდენტი იქნება დონალდ ტრამპი, მსოფლიოსაც აინტერესებს, რადგან გარკვეულწილად ამერიკის შეერთებულ შტატებში შეცვლილი პოლიტიკური კლიმატი მთელ მსოფლიოზე ახდენს გავლენას და ამდენად, საქართველოს მოქალაქეებიც უნდა ვიყოთ დიანტერესებული, თუ რას იზამს და იტყვის ამერიკელთა ახალარჩეული პრეზიდენტი, მაგრამ ასეთი ჭარბი დოზით ჩარევა ამერიკის მოქალაქეთა საქმეში, სხვას რომ თავი დავანებოთ, ელემენტარულად, სასაცილოა.

მით უფრო გაუგებარია, რატომ აკეთებენ განცხადებებს ეს გაურკვეველი სქესის, ცნობიერებისა და იდეოლოგიის ადამიანები სრულიად საქალეთის სახელით.

“ჩვენ _ ქალები მოვითხოვთ ამას”, “ჩვენ _ ქალები მოვითხოვთ იმას” _ ისმოდა წიკვინი ხსენებული აქცია-მარშის მონაწილეთა მხრიდან. დამაინტერესა და 100-მდე ნაცნობ თუ უცნობ ქალბატონს პირადად გავესაუბრე. ჰოი, საოცრებავ, არც ერთი არ მოითხოვდა რაიმე მსგავსს, რასაც აი ეს “ანტიტრამპისტების” ჯგუფი.

მაინტერსებს: შეიძლება ქალთა მოთხოვნებს გამოხატავდეს, ქალთა უფლებებს იცავდეს და ქალების სახელით ლაპარაკობდეს ჯგუფი, რომელსაც ქვეყანაში მცხოვრები ქალების 99 პროცენტი არათუ მხოლოდ არ ეთანხმება, არამედ ვერც იტანს?

ქალების უმეტესობას მიაჩნია, რომ ეს ადამიანები სულაც არ არიან ქალები და მათ ანტიქალებს უწოდებენ. ეს იგივეა, ჰომოსექსუალების გაერთიანებამ მამაკაცების სახელით რომ დაიწყოს საუბარი და მამაკაცთა უფლებების დაცვა მოითხოვოს.

ალბათ, უფრო ლოგიკური და სამართლიანი იქნებოდა, ამ ჯგუფს, რომელიც მსოფლიოს ე.წ. ქალთა მარშს შეუერთდა, გარკვეული ტიპის “ტუტუცი დედაკაცების” სახელით ელაპარაკა და თავიანთი ძალიან ვიწრო წრის უფლებების დაცვა მოეთხოვა, მაგრამ ასეთ ჯგუფებს ყოველთვის ახასიათებთ თავიანთი მისწრაფებების ფართო მასების მოთხოვნებად გასაღება. ეგ კი არა, ხშირად ისინი თავიანთ სრულიად უაზრო აზრებს მთელი საქართველოსა და მთელი მსოფლიოს აზრებადაც კი ასაღებენ.

ასე მაგალითად, ყველას გვახსოვს, როგორ საღდებოდა გარკვეული ჯგუფის მიერ რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმერ პუტინის, უშვერი გინება “მთელი მსოფლიოს განწყობად”. არადა, ის “მთელი მსოფლიო” მომდევნო დღეს პუტინს გულში იხუტებდა და სხვადასხვა სახის პოლიტიკურ თუ ეკონომიკურ მოლაპარაკებებს აწარმოებდა მასთან.

საერთოდაც, საქართველოში დამკვიდრებულია ძალიან კომიკური სიტუაცია _ ნებისმიერი ქვეყნის პირველი პირის არჩევას თუ დანიშვნას ისეთი აჟიოტაჟით ვეხმაურებით, ისე ვლანძღავთ და მოვითხოვთ რუსეთის, საფრანგეთის, იტალიის პრეზიდენტებისა თუ პრემიერების გადადგომას, გეგონება, ყველა ქვეყანამ ჩვენ უნდა გვკითხოს ჭკუა, ვის აირჩევს თავის ლიდერად.

ჯერ იყო და პუტინს “დავუფრთხეთ” ძილი. საწყალ კაცს ლუკმა არ გადასდიოდა თურმე ყელში _ არიქა, ქართველები მაგინებენ და რა მეშველებაო. ახლა უკვე ჩვენი “სტრატეგიული პარტნიორის”, ამერიკის შეერთებული შტატების, პრეზიდენტიც არ “გვევასება” და ისეთი დაცხეს ჩვენმა “ძაან პატრიოტებმა”, მგონი, ამ 70 წლის ტრამპს მალე გულის კორონარული შუნტირებაც დასჭირდება.

ჰო, მართლა, მოსკოვის აღებას რომ ვაპირებდით ჩვენი “სახელოვანი არმიით” და გადავიფიქრეთ, მაგის იმედი ნუ ექნება მისტერ დონალდს. დარწმუნებული ვარ, ვაშინგტონის აღების სტრატეგიული გეგმა უკვე შემუშავებული ექნებათ “ქართველებს” და, თუ ტრამპი ჭკუას არ ისწავლის, არც დაახანებენ!

ისე, ნეტავ, რას ერჩიან ამ ტრამპს?

ამ კითხვაზე პასუხის გასაცემად ჯერ უნდა ვუპასუხოთ ასეთ ელემენტარულ კითხვას: ვინ ერჩის მას? იმისათვის კი, რომ გავიგოთ, ვინ ერჩის, საკმარისია, გადავხედოთ იმ ადამიანებს, რომლებიც “ანტიტრამპულ” აქციებში მონაწილეობდა.

ძირითადად, ესენი არიან ლგბტ საზოგადოებები, ფემინისტური დაჯგუფებები და სრულიად გაურკვეველი, საეჭვო წარმომავლობისა და დანიშნულების გრანტებზე ჩამოკიდებული ორგანიზაციების თანამშრომლები. არავის ეგონოს, გრანტებს მხოლოდ საქართველოს მსგავს განვითარებად ქვეყნებში “ჭამენ”. გრანტების გემო იმანაც კარგად იცის, ვინც მათ აგზავნის და ანაწილებს, ანუ ჩვენნაირ ქვეყნებში გამოგზავნილი ფულადი გრანტების მოზრდილი “წილი” უკანვე უბრუნდება გამომგზავნს და კონკრეტულ პირთა ჯიბეში ილექება.

ბიძია ტრამპმა კი, სხვა ყველაფერს რომ თავი დავანებოთ, თავის სიტყვაში იმდენჯერ ახსენა ღმერთი, ზნეობა, სამართლიანობა, ოჯახი და სხვა მათთვის მიუღებელი სიტყვები, რომ ჯერ მხოლოდ ამის გამოც შეშფოთდებოდა სრულიად “ლიბერასტული” საზოგადოება.

ყურადსაღებია ამერიკის 45- პრეზიდენტის ფრაზა: “წარმატებას მხოლოდ მაშინ აქვს გემო, როდესაც დინების საწინააღმდეგოდ მიცურავ”.

დღეს საით მიედინებამსოფლიო პოლიტიკის მდინარე”, ყველა კარგად ვხედავთ და, თუკი ტრამპი ამ დინების საწინააღმდეგოდ ცურვას აპირებს, მაშინ მართლაც ჰქონიათ შესაშფოთებლად საქმე სრულიადლიბერასტებს”.

შეიძლება ითქვას, ტრამპმა უკვე დაიწყო თავისი თამაში, როდესაც, ბარაკ ობამას ჯანდაცვის პროგრამის გაუქმებასთან ერთად, თეთრი სახლის ოვალურ კაბინეტში შესვლისთანავე ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტის ოფიციალური ვებგვერდის პრიორიტეტებიდანგანსხვავებული სექსუალური ორიენტაციის პირების დაცვასაერთოდ ამოიღო.

აქედანვე შეგვიძლია გამოვიტანოთ დასკვნა, როგორ არ მოეწონება “ტრამპის თამაში” ბევრს ჩვენს ქვეყანაშიც. ლაპარაკია იმ ადამიანებზე, რომლებიც უკვე მიეჩვივნენ ათწლეულების განმავლობაში უსაქმურობას და არარსებული პრობლემების გამოგონებას, მერე კი ვითომ მათ მოგვარებაში დიდი ხელფასების აღებას.

ერთ-ერთი ასეთი “პრობლემაა”, მაგალითად, “რუსული პროპაგანდის აყვავება” საქართველოში, რომელიც სინამდვილეში აბსოლუტური ბლეფია და რომლის წინააღმდეგ საბრძოლველად ობამას ადმინისტრაციამ მილიონები გამოყო.

სხვათა შორის, მთელი იმ ტერმინებისა და წინადადებების გამო, რომლებიც დონალდ ტრაპმა თავის საინაუგურაციო სიტყვაში წარმოთქვა, ჩვენებური უსაქმური არასამთავრობოები ნებისმიერს უმალ დაადანაშაულებდნენ სწორედ “რუსულ პროპაგანდაში”.

არადა, როგორ გინდა, ასეთი აბსურდული ბრალდება პირდაპირ ამერიკის შეერთებული შტატების პირველ პირს წაუყენო?!

გამოდის, ტრამპმა თუკი, ძველი ადმინისტრაციის მსგავსად, ისევ გამოყო მილიონები რუსული პროპაგანდის წინააღმდეგ საბრძოლველად, მაშინ, პირველ რიგში, საკუთარ თავს უნდა ებრძოლოს?!

მთელი ეს აჟიოტაჟი, რაც ამ დღეებში დონალდ ტრამპის გარშემო ატყდა, ნათლად მიუთითებს, რომ მსოფლიო “ლიბერასტების” ყველაზე მაღალი რანგის ბელადებიც კი დიდ საგონებელში არიან ჩავარდნილი, ხოლო შედარებით დაბალი რანგის ლიდერების აქეთ-იქით უაზრო სირბილი და “ლიბერასტთა” საშუალო ფენის სრულიად არაორგანიზებული ვითომ-მარშები და აქციები მათ “კუჭის აშლილობაზე” პირდაპირ მეტყველებს.

ფაქტია, მსოფლიოს საზოგადოების ამ კონკრეტულ ჯგუფებს ამერიკის 45-ე პრეზიდენტის ინაუგურაციაზე მირთმეულმა “ტრამპეზმა” აწყინა და ახლა ასეთი კომიკური ხუნტრუცით ცდილობენ მის მონელებას.

არადა, ფაქტს ვერსად წაუხვალ _ ამერიკის 45-ე პრეზიდენტად ოფიციალურად არჩეულია და უკვე დამტკიცებულიცაა მილიარდერი დონალდ ტრამპი. აშშ კი ის ქვეყანა არ არის, რომლის საზოგადოება ეგრე იოლად ჭამდეს “ფერად-ფერად” რევოლუციებს.

სხვათა შორის, ზოგიერთმა ქართველმა ვაიანალიტიკოსმა ეგ ვარაუდიც გამოთქვა _ ტრამპის არჩევა ამერიკაში ე.წ. ფერად რევოლუციას გამოიწვევსო, მაგრამ ეს სასურველის რეალობად გასაღების უსუსური მცდელობა იყო მხოლოდ.

მსოფლიოშიფერადირევოლუციების მომწყობები ვინც არიან, ყველამ კარგად ვიცით და როგორ ფიქრობთ, როგორადაც არ უნდა ეხატებოდეთ მათ გულზე ტრამპი, ხელს აძლევთ საკუთარ ქვეყანაში იმის გაკეთება, რასაც, ზუსტად იციან, რა დამანგრეველი შედეგებიც მოჰყვა სხვა ქვეყნებში?

ამერიკული სპეცსამსახურები, დარწმუნებული ვარ, ამდენს ხვდებიან და არანაირ “ფერად” სისულელეს არ ჩაიდენენ, თუმცა საკითხავია, საერთოდ აზროვნებენ თუ არა ჩვენი, ქართული, სპეცსამსახურები. არაერთმა ქართულმა ტელევიზიამ უკვე დაიწყო “ჩვენი ძირითადი სტრატეგიული პარტინიორი” ქვეყნის პრეზიდენტის აშკარად დამამცირებელი და შეურაცხმყოფელი სიუჟეტების ეთერში გაშვება.

“ჩვენებური” იან კელი, რომელიც არჩევნების წინ არც კი მალავდა, რომ ჰილარი კლინტონს უჭერდა მხარს, ახლა დაბნეულია, თუმცა ამის გამო, მაქსიმუმ, შეიძლება საქართველოს ელჩის სავარძელს დაემშვიდობოს.

საკითხავი უფრო ისაა, რას აპირებენ ის ქართველი სახელმწიფო მოღვაწეები, რომლებსაც მართლა არ ჰყოფნით ჭკუა, მიხვდნენ, რომ ასე ხელაღებით არ უნდა თათხონ არც ერთი ზე სახელმწიფოს პირველი პირები.

არა, ისე, ქართველ საზოგადოებაში მოღრეცილი ტვინის პატრონთა საგრძნობლად მაღალი პროცენტის არსებობის გამო, არც ის გამიკვირდება, რომ ბევრი მართლა აპირებდეს დონალდ ტრამპისთვისწყლის შეყენებას”. აკი, ეს ის საზოგადოებაა, რომლის ნაწილს მართლა გულით სჯეროდა, რომ მათი აქტიურობა დიდ დისკომფორტს უქმნიდა რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინს. ასე რომ, სრულიად მოსალოდნელია, ქართველების ნაწილი მართლაც სერიოზულად ფიქრობდეს ტრამპის ხელისუფლებიდან ჩამოშორებაზე.

ისე, ხო არ მიგვემართა გაეროსთვის და ხომ არ მოგვეთხოვა, რომ მსოფლიოს აბსოლუტურად ყველა ქვეყნის პირველი პირის არჩევნები საქართველოში ჩატარდეს, რათა ყველა სახელმწიფოს ჩვენ, ქართველებმა, დავუდგინოთ, ვინ უნდა იყოს მათი პრეზიდენტი ან პრემიერი?

ასეთ შემთხვევაში მსოფლიოც, ალბათ, დაწყნარდება და ჩვენც დავიკმაყოფილებთ ჩვენს წარმოუდგენლად სულელურ ამბიციებს.

ბაკურ სვანიძე

1 COMMENT

  1. მაგრა ვღადაობ ამ ფემინისტკებზე და ვითომ ქალთა უფლებადამცველ ორგანიზაციებზე. გრანტიჭამიები არიან და მეტი არაფერი.

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here